N 182 - 05/04/2019 - „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 05.04.2019
№ დოკუმენტი 182
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №182

2019 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

,,სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე'' საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/07/2012, 210070000.10.003.016922) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

 

„3. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთში, აგრეთვე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.“.

 

2. დადგენილების დანართი − „სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები“ ჩამოყალიბდეს ამ დადგენილების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ - მინისტრი მამუკა ბახტაძე

 

დანართი

 

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები

 

სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებია:

ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით, 101 და 102 პუნქტებითა და ამ დანართის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა – 5 000 000 ლარი;

ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი;

გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი;

დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი;

ე) ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი.“.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე