ბრძანება N 21251
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21251
30 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 28 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №83) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 28 თებერვლის №79403/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-216 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება ბარტერული ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ აუდიტორმა არასწორად შეაფასა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გრძელვადიან კონტრაქტად, ვინაიდან ბინები იყო საწარმოს საკუთრება, ახდენდა მის რეალიზაციას და არა სამშენებლო მომსახურების გაწევას. აღნიშნავს, რომ საწარმოს არ ჰყავდა დამკვეთი, ვისაც ჩააბარებდა აშენებულ კორპუსს, მშენებლობის დაწყებამდე საწარმოს მიერ ჩატარებულ იქნა ბარტერული ოპერაციები მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებთან და სანაცვლოდ გადასცა ფართები. პირველ რიგში მიწა გადაცემულ იქნა საწარმოს საკუთრებაში და აღნიშნულის შემდგომ დაიწყო კომპანიამ მშენებლობა, ხოლო შემოსავლების სამსახურის განმარტებით, სამშენებლო მომსახურების კონტრაქტად განხილვის შემთხვევაში, მიწა უნდა იყოს დამკვეთის საკუთრება, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
2. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა 2017-2018 წლებში მიღებული ავანსები, რომელიც დაბეგრილია საწარმოს მიერ და აღნიშნული თანხით უნდა შემცირდეს შესამოწმებელ პერიოდში დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
3. გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის ოდენობას და აღნიშნული ნაშთის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ე.წ ატსტუპნიკებზე გადახდილი თანხები და საჩივარზე წარმოადგენს თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
4. გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას.
5. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 ივნისის №15618 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33473 ბრძანება და ამავე თარიღის №005-216 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 6 615 914 ლარი, მათ შორის, გადასახადი 3 545 128 ლარი, ჯარიმა 1 782 849 ლარი და საურავი 1 287 937 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს „-------“ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 3 აპრილს, დღგ-ის გადამხდელად - 2015 წლის 23 ივნისს. საწარმოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. 2015 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,-------“ და შპს ,,-------“ შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების პირობადადებულ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,-------“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს.კ -------). შპს ,,-------“ აიღო ვალდებულება შპს ,,-------“ დამფუძნებლებისთვის მიწის ღირებულების სანაცვლოდ მომავალში გადაეცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში მდებარე სხვადასხვა ფართები. ასევე, 2015 წლის 11 მაისს მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემასთან დაკავშირებული ბარტერის ხელშეკრულება დაიდო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს.კ -------) მფლობელთან, -------. გადასაცემი ფართები უნდა ყოფილიყო შავ კარკასულ მდგომარეობაში. 2015 წელს საწარმომ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შენობა დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში არ არის შესული, თუმცა კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. საწარმომ 2020 წლიდან (სხვადასხვა პერიოდში) ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა სულ 2352 კვ.მ.-ის ოდენობით უძრავი ქონება. საწარმოს მიერ 2015-2018 წლებში წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში არ უფიქსირდება აღნიშნული ოპერაციის კუთვნილი დასაბეგრი ბრუნვა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით, 2015 წლის შეთანხმებით გადაცემული ბინების, ავტოსადგომებისა და კომერციული ფართების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან პროპორციის გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8, მე-16, მე-18 და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, დაბეგვრის პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის მარტის საანგარიშო პერიოდი (მშენებლობის ფაქტობრივი დასრულების პერიოდი). შემოწმებით პირის დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 827 597 ლარი. შედეგად გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ს 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა 2 407 342 ლარი (ბრუნვის კორექტირების გათვალისწინებით), რომლის იდენტიფიცირებაც გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა. შემოწმებით შესწავლილ იქნა გადამხდელის პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, გადამხდელის მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები და დადგინდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების, სამშენებლო მასალებისა და ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლების ოდენობა. ამასთან, დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების მიზნით, გათვალისწინებულ იქნა 2020-2021 წლებში რეგისტრირებული ბინების სანაცვლოდ 2017-2018 წლებში მიღებული ავანსები, რაც გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი პერიოდების მიხედვით არ არის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული და დაბეგრილი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შესაბამის პერიოდში მოქმედი 159-ე, 160, 161-ე, 163- ე და 164-ე მუხლებით და 2017 წლიდან მიღებული საავანსო შემოსავლები, რომლის დაბეგვრა არ განხორციელებულა შესაბამის პერიოდში, დაიბეგრა 2020-2021 წლებში, ფართების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საანგარიშო პერიოდში (ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ღირებულებები სრულად ანაზღაურებულია), ხოლო 2019 წლიდან მიღებული საავანსო/საკომპენსაციო თანხა დაიბეგრა მისი მიღების საანგარიშო პერიოდებში. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
3. გადამხდელის მიერ 2019-2021 წლებში მიღებულია შემოსავალი სულ 8 771 069 ლარი, ხოლო 2018 წლის კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, გაწეული ხარჯი (გადახდა) შეადგენს 2 756 041 ლარს. ამასთან, შემოწმების ეტაპზე ჩატარებული ანალიზით დადგინდა 2019 წლის საწყისი გაუნაწილებელი მოგება სულ 2 385 555 ლარი. შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა მიღებული ავანსები, გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული სხვა ხარჯები, რაც უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. გადამხდელის მიერ დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმებისთვის არ იქნა წარმოდგენილი. საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი თანხის კვალიფიკაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით კი გადახდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, სადაც მიუთითებს აღნიშნული თანხის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად კვალიფიკაციის შესახებ. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 97-ე, 981 და 130-ე მუხლებით, რის საფუძველზეც პირს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახდები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
4. შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება სხვაობები ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე და 174-ე მუხლების შესაბამისად, დაკორექტირდა გადამხდელის დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
5. გადასახადის გადამხდელს შეძენილი აქვს ამწე-კოშკურა, რაზეც 2019-2020 წლებში წარადგენს ქონების გადასახადის დეკლარაციას. პირს ძირითადი საშუალება რეალიზებული აქვს 2021 წლის მარტის საანგარიშო პერიოდში. შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება განისაზღვრა რეალიზებული საქონლის საბაზრო ღირებულების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაირცხა ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2023 წლის 10 აგვისტოს 14:30 სთ-ზე, გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად:
2. გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
6. საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტების მიმართ დღგ-ით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა:
ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად;
ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახამად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2015 წლის 26 ოქტომბერს შპს ,,-------“ და შპს ,,-------“ შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების პირობადადებულ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შპს ,,-------“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს.კ -------). შპს ,,-------“ აიღო ვალდებულება შპს ,,-------“ დამფუძნებლებისთვის მიწის ღირებულების სანაცვლოდ მომავალში გადაეცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ კორპუსში მდებარე სხვადასხვა ფართები. ასევე, 2015 წლის 11 მაისს მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემასთან დაკავშირებული ბარტერის ხელშეკრულება დაიდო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (ს.კ -------) მფლობელთან, -------. გადასაცემი ფართები უნდა ყოფილიყო შავ კარკასულ მდგომარეობაში. 2015 წელს საწარმომ დაიწყო საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. შენობა დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში არ არის შესული, თუმცა კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. საწარმომ 2020 წლიდან (სხვადასხვა პერიოდში) ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა სულ 2352 კვ.მ.-ის ოდენობით უძრავი ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ბარტერული ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად განხილვა მართლზომიერია.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107- ე ნაწილით და ბარტერული ოპერაცია განიხილა გრძელვადიან კონტრაქტად, თუმცა 2015 წლის შეთანხმებით გადაცემული ბინების, ავტოსადგომებისა და კომერციული ფართების მთლიან სარეალიზაციო ფართებში პროპორციისა და გაწეული ხარჯების მთლიან დანახარჯებთან პროპორციის გათვალისწინებით, დაბეგვრის პერიოდად განსაზღვრა 2021 წლის მარტის საანგარიშო პერიოდი (მშენებლობის ფაქტობრივი დასრულების პერიოდი), შემოწმებამ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს მიერ 2015-2018 წლებში წარდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში გადამხდელს არ უფიქსირდებოდა აღნიშნული ოპერაციის კუთვნილი დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების მიერ ბარტერული ოპერაცია განხილულია გრძელვადიან კონტრაქტად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შეისწავლოს გრძელვადიან კონტრაქტად განხილულ ოპერაციებზე დასაბეგრი ოპერაციის მომენტი, ასევე დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, დროებით შემოტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამავე ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახამად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ს 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა 2 407 342 ლარი (ბრუნვის კორექტირების გათვალისწინებით), რომლის იდენტიფიცირებაც გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრში წარდგენილი ხელშეკრულებების და საბანკო ამონაწერების მიხედვით, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების, სამშენებლო მასალების და ძირითადი საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 10 114 893 ლარი. ამასთან, 2017 წლიდან მიღებული საავანსო შემოსავლები, რომლის დაბეგვრა არ განხორციელებულა შესაბამის პერიოდში, დაიბეგრა 2020-2021 წლებში, ფართების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საანგარიშო პერიოდში (ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ღირებულებები სრულად ანაზღაურებულია), ხოლო 2019 წლიდან მიღებული საავანსო/საკომპენსაციო თანხა დაიბეგრა მისი მიღების საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერია.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ 2019-2021 წლებში მიღებულია შემოსავალი სულ 8 771 069 ლარი, ხოლო 2018 წლის კრედიტორული დავალიანების გათვალისწინებით, გაწეული ხარჯი (გადახდა) შეადგენს 2 756 041 ლარს. ამასთან, შემოწმების ეტაპზე ჩატარებული ანალიზით დადგინდა 2019 წლის საწყისი გაუნაწილებელი მოგება სულ 2 385 555 ლარი. შემოწმების მიერ გათვალისწინებული იქნა მიღებული ავანსები, გამოწერილი და მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული სხვა ხარჯები, რაც უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. გადამხდელის მიერ დამატებითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი. გადამხდელის ახსნა-განმარტების საფუძველზე, შემოწმების მიერ გამოვლენილი ფულის ნაშთი განხილულ იქნა საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად, რის საფუძველზეც პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო და მოგების გადასახადების ნაწილში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;
ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარს თან ურთავს ჩასათვლელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების რეესტრს და განმარტავს, რომ აღნიშნულის მიხედვით ჩათვლას ექვემდებარება 358 640,66 ლარი, ნაცვლად შემოწმებით გაანგარიშებული 307 512 ლარის.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:
ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;
ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანიამ კოშკურა ამწე შეიძინა 2018 წლის 26 დეკემბერს 120 359,8 ლარად (დღგ-ის გარეშე) და იმავე წელს მოახდინა ექსპლუატაციაში მიღება, 2019 წლის ქონების გადასახადის მიზნებისთვის (20%-იანი ცვეთის გამოკლებით) ქონების საშუალო წლიური ღირებულება შეადგენს 86 659 ლარს, ქონების გადასახადის თანხა-866.59 ლარს, ხოლო დეკლარირებული თანხა-1 312 ლარს, 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური ღირებულება შეადგენს 69 327 ლარს, გადასახადი- 693 ლარს, ხოლო დეკლარირებული თანხა-1 109 ლარს, 2021 წლის 30 მარტს კომპანიამ მოახდინა აღნიშნული ქონებების რეალიზაცია, რომლის გათვალისწინებითაც 2021 წლის ქონების გადასახადი შეადგენს 444 ლარს. გადამხდელის აღნიშნავს, რომ აღნიშნული წლების ქონების გადასახადი უნდა შემცირდეს 417 ლარით, ნაცვლად შემოწმების აქტით დარიცხული 1 290 ლარისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 107-ე ნაწილის და შესაბამის პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შეისწავლოს გრძელვადიან კონტრაქტად განხილულ ოპერაციებზე დასაბეგრი ოპერაციის მომენტი, ასევე დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება
1. ბარტერული ოპერაციის გრძელვადიან კონტრაქტად განხილვას;
2. დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. ფულის ნაშთში გამოვლენილი სხვაობის დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.
4. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების შემცირებას.
5. ქონების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2015 წელს კომპანიებს შორის დაიდო ხელშეკრულება უძრავი ქონების პირობადადებულ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მომჩივანმა აიღო ვალდებულება მეორე კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, დამფუძნებლებისთვის გადაეცა აშენებულ კორპუსში მდებარე ფართები. ასევე, მიწის სანაცვლოდ ფართების გადაცემასთან დაკავშირებული ბარტერის ხელშეკრულება დაიდო მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მფლობელ ფიზიკურ პირთან. მშენებლობა დაიწყო 2015 წელს, დღეის მდგომარეობით ექსპლუატაციაში არ არის შესული, თუმცა კორპუსის მშენებლობა დასრულებულია. საწარმომ 2020 წლიდან (სხვადასხვა პერიოდში) ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მაგრამ ამ პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში არ ფიქსირდება აღნიშნული ოპერაციის კუთვნილი დასაბეგრი ბრუნვა. საგადასახადო შემოწმებით, დაბეგვრის პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის მარტი (მშენებლობის ფაქტობრივი დასრულების პერიოდი).
2.დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების მიზნით, გათვალისწინებულ იქნა 2020-2021 წლებში რეგისტრირებული ბინების სანაცვლოდ 2017-2018 წლებში მიღებული ავანსები, რაც გადამხდელის მიერ არ არის დღგ-ის დეკლარაციებში დაბეგრილი. 2017 წლიდან მიღებული ავანსები, რომლის დაბეგვრა არ განხორციელებულა შესაბამის პერიოდში, დაიბეგრა 2020-2021 წლებში, ფართების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საანგარიშო პერიოდში, ხოლო 2019 წლიდან მიღებული ავანსი დაიბეგრა მისი მიღების საანგარიშო პერიოდებში.
3. საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილია ნაღდი ფულის ნაშთის კვალიფიკაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადახდელმა წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში მიუთითა როგორც დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდი.
4. შესამოწმებელ პერიოდში პირს უფიქსირდება სხვაობები ჩასათვლელ დღგ-ის თანხებს შორის.
5. საწარმოს რეალიზებული აქვს ძირითადი საშუალება. შესამოწმებელ პერიოდში დასაბეგრი ქონების საბალანსო ღირებულება განისაზღვრა რეალიზებული საქონლის საბაზრო ღირებულების მიხედვით.
ზემოაღნიშნულზე პირს დაირცხა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და ჯარიმა გადასახადის შემცირებისათვის.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი და მეოთხე სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო მეორე, სამემე და მეხუთე სადავო საკითხებზე საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9-ბ); 8(12); 18(10); 97; 98¹;130; 159; 163; 201; 275; 309(107); 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161; 173; 174