ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვა N 0216
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ძირითადი საშუალების ღირებულების გამოქვითვა N 0216
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმო დაფუძნდა და საწესდებო კაპიტალში მოხდა 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების შეტანა
•ვარიანტი 1: ძირითადი საშუალებები ექსპლუატაციაში გადაცემული იქნა 2005 წელს და იმავე წელს იქნა გამოქვითული
•ვარიანტი 2: ძირითადი საშუალებების საწესდებო კაპიტალში შეტანა, ექსპლუატაციაში გადაცემა და გამოიქვითა განხორციელდა 2008 წელს
•ვარიანტი 3: ძირითადი საშუალებების საწესდებო კაპიტალში შეტანა, ექსპლუატაციაში გადაცემა და გამოიქვითა განხორციელდა 2009 წელს
შეფასება
•მე–3 ვარიანტისათვის (2009 წლისათვის) სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები უნდა გამოქვითულიყო იმავე წელს, როდესაც ისინი ექსპლუატაციაში გადაეცა
•პირველი და მე–2 ვარიანტისათვის, საწესდებო კაპიტალში შენატანი არ განიხილებოდა შეძენად, რის გამოც უნდა გამოქვითულიყო ამორტიზაციის გზით სსკ–ის 183–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით
ღონისძიებები
•პირველ და მე–2 ვარიანტში უნდა მოხდეს გაქმოვითვების შემცირება (გადაანგარიშება) ამორტიზაციის ნორმის გათვალისწინებით
•პირველ და მე–2 ვარიანტში უნდა დაზუსტდეს მოგების გადასახადი
•საწარმოს, დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაეკისრება ჯარიმა სსკ–ის 132–ე მუხლის საფუძველზე
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით