N 99 - 27/03/2014 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №99
2014 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი 060111; 200090000.22.033.016112, 3.01.2011წ.) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი NII-09-ის:
ა) დეკლარაციის დანართი „ა“-ს შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შენიშვნა:
1. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება დეკლარაციის სტრიქონებში მითითებული ლოგიკური ფორმულისაგან ან შინაარსისაგან განსხვავებული მონაცემების შეტანა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მიუთითოს მიზეზი.
2. დანართის 1 - 3 სტრიქონებში დაფიქსირებული მონაცემები შესაძლებელია არ შეადგენდეს ამ სტრიქონების მიხედვით ჩაშლილი სტრიქონების ჯამს.
3. 1-13 სტრიქონების ჯამი (სვეტი 5) გადაიტანება მოგების გადასახადის დეკლარაციის III ნაწილის მე-15 სტრიქონში.
4. დანართის 6.1.-6.3 სტრიქონები არის საინფორმაციო ხასიათის.“;
ბ) დეკლარაციის დანართი „თ“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
გ) დეკლარაციის დანართი „კ“-ს შემდეგ დაემატოს დეკლარაციის დანართი „კ1“ თანდართული რედაქციით;
დ) დეკლარაციის დანართი „ლ“-ს შემდეგ დაემატოს დეკლარაციის დანართი „ლ1“ თანდართული რედაქციით.
2. 41-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოგების გადასახადის დეკლარაცია შედგება ძირითადი ნაწილისა და დანართებისაგან. დანართები დეკლარაციის განუყოფელი ნაწილია და მისი წარდგენა სავალდებულოა იმ გადასახადის გადამხდელთათვის, რომელთა საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავალი ან ხარჯები (ასევე, შეძენები) 5 მლნ და მეტ ლარს შეადგენს. ტოტალიზატორის მომწყობი პირი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის შესაბამისად მოგების გადასახადს იხდის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავლიდან, დეკლარაციის III ნაწილში ვალდებულია შეავსოს მხოლოდ მე-16 და მე-40 სტრიქონები.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, საჯარო სამართლის იურიდიული პირები თავისუფლდებიან მოგების გადასახადის დეკლარაციის წარმოდგენისას დეკლარაციის დანართების შევსების ვალდებულებისაგან.“;
გ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. დეკლარაციის დანართ „კ“-ში და დეკლარაციის დანართ „ლ“-ში შეიტანება მონაცემები საწარმოს საბალანსო მონაცემებიდან (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად) გამომდინარე. ამასთან, ლიცენზირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს უფლება აქვთ აღნიშნული „კ“ და „ლ“ დანართების ნაცვლად შეავსონ „კ1“ და „ლ1“ დანართები.“;
დ) მე-18 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:
„19. დეკლარაციის დანართი „კ1“ და დეკლარაციის დანართი „ლ1“ შეიძლება შეივსოს მხოლოდ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური