N364 - 23/07/2015 - „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №364
2015 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 დეკემბრის №740 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 360160000.10.003.018360) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესის“ მე-4 მუხლის:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საქონლის ლაბორატორიული ანალიზით.“.
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქონლის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღების სიხშირე განისაზღვრება რისკის შეფასების საფუძველზე და მტკიცდება შემოსავლების სამსახურის ბრძანებით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი