უძრავი ქონების მიწოდების მომენტი (თუ გადაცემა წინ უსწრებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, მაშინ მიწოდების მომენტად განიხილება გადაცემის მომენტი) N 1173
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
უძრავი ქონების მიწოდების მომენტი N 1173
ფაქტობრივი გარემოებები
•2012 წლის 25 მარტს ორ საწარმოს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად უძრავი ქონება მყიდველს გადაეცემა ნასყიდობის თანხის სრულად დაფარვის შემდეგ. თანხის ნაწილი გადახდილ იქნა ხელშეკრულების გაფორმების დღეს
•უძრავი ქონების მყიდველისათვის გადაცემა (მიღება-ჩაბარება) მოხდა 2012 წლის 10 აპრილს, ხოლო რეესტრში მყიდველი საწარმოს სახელზე დარეგისტრირდა 2012 წლის 5 მაისს
•საწარმომ მიწოდების მომენტად განიხილა და ოპერაცია დღგ-ით დაბეგრა უძრავი ქონების ფაქტობრივად გადაცემის მომენტში (10 აპრილს)
შეფასება
•უძრავი ქონების რეალიზაციისას დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე, − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი (სსკ მუხლი161(8)
•საწარმოს ქმედება მართლზომიერია
ღონისძიებები
•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 აპრილისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით