საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავება N 2413
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საშემოსავლო გადასახადის წყაროსთან დაკავება N 2413
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირისგან, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 9 თვის ვადით აიღო სესხი. ხელშეკრულების თანახმად, საწარმო ვალდებული იყო ფიზიკური პირისათვის გადაეხადა სესხი - ყოველთვიურად 3%-ის ოდენობით იმ შემთხვევაშიც კი თუკი საწარმო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დააბრუნებდა სესხის ძირითად თანხას.
· ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის შემდგომ, საწარმომ საბანკო კრედიტის მეშვეობით დაფარა ძირითადი და კუთვნილი პროცენტის თანხა, ასევე სრულად გადაიხადა მომდევნო 8 თვის პროცენტი. საწარმომ გადახდილი პროცენტის თანხა სრულად დაბეგრა გადახდის წყაროსთან 5%-იანი განაკვეთით.
შეფასება
· ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, საწარმოს მიერ დაქირავებულისათვის პროცენტის სახით რვა თვის წინასწარ გადახდილი თანხა, განხილულ უნდა იქნეს ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგროს სსკ-ით გათვალისწინებული წესით.
ღონისძიებები
· საწარმოს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც