N 2-453 - 24/06/2022 - „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-453
2022 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 12 აპრილის №2-422 ბრძანებაში (ვებგვერდი, 13/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 340030000.22.023.016664) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ54 “ და „ჰ55“ ქვეპუნქტები:
„ჰ54) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი ცოცხალი ლოკოკინების მოლდოვას რესპუბლიკაში ექსპორტისათვის (დანართი №87);
ჰ55) ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან სპარსეთის ყურის არაბულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებში თევზის,ზღვის პროდუქტების და მათი გადამუშავებით მიღებული პროდუქტის ექსპორტისათვის (დანართი №88).“.
2. ბრძანებას დაემატოს თანდართული შინაარსის №87და №88 დანართები.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრი
ოთარ შამუგია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე