N 318 - 08/10/2026 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 08.10.2026
№ დოკუმენტი 318
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №318

2026 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №V- 03 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

2. 91-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-2 პუნქტში მიეთითება ფიზიკური პირისა და მისი ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების ჯამი. აღნიშნული მიზნით უჯრა, რომელიც შეესაბამება დეკლარანტის ოჯახის ჯამურ შემოსავლებს (არ აღემატება 100 000 ლარს; აღემატება 100 000 ლარს) აღინიშნება „V“ ნიშნით.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე