მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1712
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მასალის (ნედლეულის) დანაკარგი N 1712
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს საგადასახადო შემოწმებით საცავში დაუდგინდა ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებით შაქრის ფხვნილის ნაკლებობა საერთო მასის 2 %-ის ოდენობით. ამასთან, დადგენილი არ არის დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი
· შაქრის დანაკარგზე არ არსებობს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ზღვრული ნორმა
· წინა პერიოდებში ჩატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურებით სამართალდარღვევა (პირველადი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია – მოხმარება, ჩეკის ამოურტყმელობა, პირადი მოხმარებისათვის გამოყენება) გამოვლენილი არ არის
შეფასება
· საგადასახადო ორგანო მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკითხის სამთავრობო კომისიაზე განსახილველად. ამასთან, თუ შემოწმების დასრულებამდე არ იქნა მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, სხვა ეპიზოდების მიხედვით დგება საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი.
· შუალედური აქტში გამოვლენილი ნაკლებობის ეპიზოდის მიხედვით დარიცხვა არ ხორციელდება
· მთავრობის დადგენილება, შაქრის ფხვნილის შენახვის პროცესში დანაკარგის ერთიანი ნორმის დადგენის თაობაზე არ იქნა მიღებული. ამასთან, არც დანაკარგის ნულოვანი ნორმა დადგენილა
ღონისძიებები
· სხვა ეპიზოდების მიხედვით შუალედური აქტით დარიცხული/შემცირებული თანხები არ გადაანგარიშდება