ბუნებრივი დანაკარგები N 2503

2503 ბუნებრივი დანაკარგები - ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2503
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ბუნებრივი დანაკარგები N 2503

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმო ბუნებრივი რესურსების მოპოვების/დამუშავების ლიცენზიის სფუძველზე აწარმოებს საქმიანობას

· კარიერიდან მოპოვებული ბუნებრივი რესურსის გადამუშავებისას, საწარმოს განცხადებით, ადგილი აქვს დანაკარგს, რომელიც ეფუძნება მის მიერ მოწვეული კერძო ექსპერტის დაკსვნას (დანაკარგი შეადგენს 1.1%-ს); შესაბამისად, საწარმომ აღნიშნულის საფუძველზე დანაკარგებს არ მიიჩნევდა მიწოდებად

· ვარიანტი 1: დანაკარგი აღმოჩენილია საგადასახადო შემოწმებით 2010 წლის 1 აგვისტომდე

· ვარიანტი 2: დანაკარგი აღმოჩენილია საგადასახადო შემოწმებით 2010 წლის 1 აგვისტოს შემდეგ

შეფასება

· ორივე ვარიანტში, კერძო ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადგენილი დანაკარგეის ოდენობა ვერ ჩაითვლება სსკ-ის მე-12 მუხლის 26-ე ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილ დანაკარგის ზღვრულ ოდენობად

· ორივე ვარიანტში, დანაკარგი სრული ოდენობით ჩაითვლება დანაკლისად

ღონისძიებები

· პირველ ვარიანტში, აღმოჩენილი დანაკლისი საწარმოს ჩაეთვლება რეალიზაციად აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასებით განხორციელებულ მიწოდებად და დაიბეგრება მოგების გადასახადითა და დღგით, ასევე, გადამხდელს წარმოეშობა ვალდებულება აღმოჩენის პერიოდის მიხედვით დაადეკლარიროს და გადაიხადოს აღნიშნული საგადასახადო ვალდებულებები

· მე-2 ვარიანტში, პირი დაჯარიმდება გამოვლენის მომენტში დანაკლისის საბაზრო ღირებულების 50%-ის ოდენობით (მასზე გაწეული ხარჯისაა და დღგ-ის ჩათვლის გაუქმების გარეშე), ამასთან, გადამხდელს გამოვლენილ დანაკლისთან დაკავშირებით შემდგომ პერიოდში საგადასახადო ვალდებულებები აღარ დაეკისრება