მრავალმხრივი კონვენცია დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
მრავალმხრივი კონვენცია
დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და
მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით
საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დანერგვის შესახებ
ამ კონვენციის მხარეები,აღიარებენ რა, რომ მთავრობები კარგავენ მოგების გადასახადით შემოსულობების მნიშვნელოვან ნაწილს აგრესიული საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმარების გამო, რომლის შედეგად ხდება მოგების ხელოვნურად გადატანა იმ ტერიტორიებზე, სადაც ის ექვემდებარება შეღავათიან დაბეგვრას ან თავისუფლდება გადასახადისგან;
ითვალისწინებენ რა, რომ დასაბეგრი ბაზის შემცირება და მოგების გადატანა (შემდგომში „BEPS“) აქტუალურია არა მხოლოდ ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებისთვის, არამედ განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვისაც;
აღიარებენ რა, მოგების დაბეგვრის უზრუნველყოფის აუცილებლობას იქ, სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც წარმოშობს ამ მოგებას და სადაც იქმნება ღირებულება;
მიესალმებიან რა OECD/G20 BEPS პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ღონისძიებებს (შემდგომში „OECD/G20 BEPS ღონისძიებების კომპლექტი“);
აღნიშნავენ რა, რომ OECD/G20 BEPS ღონისძიებების კომპლექტი მოიცავს საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რიგი ჰიბრიდული შეუსაბამობების სქემების, საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების აღკვეთის, მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდების და დავების მოგვარების ეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ ღონისძიებებს;
აცნობიერებენ, რა აუცილებლობას უზრუნველყონ საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული BEPS-ის ღონისძიებების კომპლექტის სწრაფი, კოორდინირებული და თანმიმდევრული იმპლემენტაცია მრავალმხრივ კონტექსტში;
აღნიშნავენ, რა აუცილებლობას უზრუნველყონ შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ არსებული შეთანხმებების განიმარტება, მათი გავრცელების სფეროში შემავალ გადასახადებზე ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, გადასახადების გადაუხდელობის ან გადასახადისგან თავის არიდების მეშვეობით (საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების სქემების ჩათვლით, რომლის მიზანია აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა მე-3 იურისდიქციის რეზიდენტების მიერ) ორმაგი დაუბეგრაობის ან გადასახადის ოდენობის შემცირების შესაძლებლობების შექმნის გარეშე;
აღიარებენ, რა ეფექტური მექანიზმის შემუშავების აუცილებლობას, შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ არსებული შეთანხმებების ქსელში ერთდროულად და ეფექტურად მოხდეს შეთანხმებული ცვლილებების იმპლემენტაცია, თითოეული ამგვარი შეთანხმების განახლებისთვის ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოების გარეშე;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
ნაწილი I
მოქმედების სფერო და ტერმინთა განმარტება
მუხლი 1 - კონვენციის მოქმედების სფერო
წინამდებარე კონვენციას ცვლილებები შეაქვს გავრცელების სფეროში შემავალ ყველა შეთანხმებაში, როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტში.
მუხლი 2 - ტერმინთა განმარტება
1. ამ კონვენციის მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
a) ტერმინი „გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმება“ ნიშნავს შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას (მიუხედავად იმისა, ვრცელდება თუ არა ეს შეთანხმება ასევე სხვა გადასახადებზე) :
i) რომელიც ძალაშია ორ ან მეტ:
A) მხარეს შორის; ან/და
B) იურისდიქციის ან ტერიტორიას შორის, რომელიც წარმოადგენს ზემოთ აღწერილი შეთანხმების მხარეს და რომლის საერთაშორისო ურთიერთობაზეც არის მხარე პასუხისმგებელი; და
ii) რომელთან მიმართებით თითოეულმა ამგვარმა მხარემ დეპოზიტორს წარუდგინა შეტყობინება, სადაც ასახული იქნა იმ შეთანხმებათა, ასევე ნებისმიერი ცვლილებების ან თანდართულ ინსტრუმენტთა ჩამონათვალი (რომელთა იდენტიფიცირება ხდება სათაურით, მხარეთა სახელებით, ხელმოწერის თარიღით, და, შეტყობინების წარდგენის დროს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ძალაში შესვლის თარიღით), რომელზეც მას სურს გაავრცელოს კონვენციის მოქმედება.
b) ტერმინი „მხარე“ ნიშნავს:
i) სახელმწიფოს, რომლისათვის ეს კონვენცია ძალაშია 34-ე მუხლის
(ძალაში შესვლა) თანახმად; ან
ii) იურისდიქციას, რომელმაც ხელი მოაწერა კონვენციას 27-ე მუხლის პირველი პუნქტის b) ან c) ქვეპუნქტების შესაბამისად (ხელმოწერა და რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება) და რომლისთვისაც კონვენცია ძალაშია 34-ე მუხლის (ძალაში შესვლა) შესაბამისად.
c) ტერმინი „ხელშემკვრელი იურისდიქცია“ ნიშნავს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მხარეს.
d) ტერმინი „ხელმომწერი“ ნიშნავს სახელმწიფოს ან იურისდიქციას, რომელმაც ხელი მოაწერა წინამდებარე კონვენციას, მაგრამ რომლისათვის ის ჯერ არ შესულა ძალაში.
2. მხარის მიერ, ნებისმერ დროს, ამ კონვენციის გამოყენების შემთხვევაში, ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განმარტებული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, უნდა მიენიჭოს ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია შესაბამისი გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისად.
ნაწილი II
ჰიბრიდული შეუსაბამობები
მუხლი 3 - გამჭვირვალე ერთეულები
1. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიზნებისთვის, ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად სრულიად ან ნაწილობრივ ფისკალურად გამჭვირვალედ მიჩნეული ერთეულის ან სქემის მიერ ან მისი მეშვეობით მიღებული შემოსავალი, ჩაითვლება ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის შემოსავლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის საგადასახადო მიზნებისთვის, ამ შემოსავალზე ვრცელდება იგივე საგადასახადო რეგულაცია, როგორიც მისი რეზიდენტის შემოსავალზე.
2. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებები, რომლის თანახმად ხელშემკვრელი იურისდიქცია ვალდებულია გაათავისუფლოს საშემოსავლო გადასახადისგან ან გამოქვითოს ან ჩაუთვალოს მისი რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავალზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობა, როდესაც ამგვარი შემოსავალი ასევე შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძველზე, არ გამოიყენება, თუ ამგვარი დებულებების თანახმად მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციას ენიჭება დაბეგვრის უფლება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ეს შემოსავალი ასევე წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის შემოსავალს.
3. გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებს, რომელთან დაკავშირებით ერთმა ან რამდენიმე მხარემ გააკეთა მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტში აღწერილი დათქმა (საგადასახადო შეთანხმებების გამოყენება, მხარის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის უფლების შეზღუდვის მიზნით), პირველი პუნქტის ბოლოს დაემატება შემდეგი წინადადება: „ამ პუნქტის დებულება არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს ის ზღუდავს ხელშემკვრელი იურისდიქციის უფლებას დაბეგროს ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტები“.
4. პირველი პუნქტი (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებები მე-3 პუნქტის საფუძველზე) იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებათა ნაცვლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დებულებები არეგულირებს ექვემდებარება თუ არა ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამჭვირვალედ მიჩნეული ერთეულების ან სქემების მიერ ან მათი მეშვეობით მიღებული შემოსავალი იგივე საგადასახადო რეგულაციას (ზოგადი წესის თანახმად ან საქმის ცალკეული გარემოებების და ერთეულების ან გარიგებების საგადასახადო რეგულაციების დეტალურად აღწერის მეშვეობით), როგორსაც ექვემდებარება ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის შემოსავალი.
5. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე;
b) არ გაავრცელოს პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც უკვე მოიცავს მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებას;
c) არ გაავრცელოს პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც უკვე მოიცავს მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებას და რომლის საფუძველზე მე-3 იურისდიქციაში შექმნილი ერთეულის ან სქემების მიერ ან მათი მეშვეობით მიღებულ შემოსავალზე არ ვრცელდება საგადასახადო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები;
d) არ გაავრცელოს პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც უკვე მოიცავს მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებას და რომელიც დეტალურად აღწერს საქმის ცალკეული გარემოებების და ერთეულების ან სქემების სახეობების საგადასახადო რეგულაციას;
e) არ გაავრცელოს პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც უკვე მოიცავს მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებას და რომელიც დეტალურად აღწერს საქმის ცალკეული გარემოებების და ერთეულების ან სქემის სახეობების საგადასახადო რეგულაციას; და რომლის საფუძველზეც მე-3 იურისდიქციაში შექმნილი ერთეულის ან სქემის მიერ ან მათი მეშვეობით მიღებულ შემოსავალზე არ ვრცელდება საგადასახადო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები;
f) არ გაავრცელოს მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე;
g) პირველი პუნქტის მოქმედება გაავრცელოს მხოლოდ გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც უკვე მოიცავს მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებას და რომელიც დეტალურად აღწერს საქმის ცალკეული გარემოებების და ერთეულების ან სქემების საგადასახადო რეგულაციას.
6. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ გააჩნია მე-5 პუნქტის a) ან b) ქვეპუნქტებში აღწერილი დათქმა, დეპოზიტარს უნდა აცნობოს მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებას, რომელიც არ ექვემდებარება მე-5 პუნქტის с)-e) ქვეპუნქტების დათქმებს, და ასეთის შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების პუნქტის და მუხლის ნომერი. როდესაც მხარეს გააჩნია მე-5 პუნქტის g) ქვეპუნქტში აღწერილი დათქმა, წინა წინადადებაში აღწერილი შეტყობინება უნდა გაკეთდეს გავრცელების სფეროში შემავალ მხოლოდ იმ შეთანხმებებზე, რომელზეც ვრცელდება ეს დათქმა. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს აღნიშნულ შეტყობინებას, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებას ჩაანაცვლებს პირველი პუნქტის დებულება (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებები მე-3 პუნქტის საფუძველზე), მე-4 პუნქტის დებულების გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში პირველ პუნქტს (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებები მე-3 პუნქტის საფუძველზე) ექნება უპირატესი ძალა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი დებულებები შეუთავსებელია პირველ პუნქტთან (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებები მე-3 პუნქტის საფუძველზე).
მუხლი 4 - ორმაგი რეზიდენტობის მქონე ერთეულები
1. როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორზე მეტი ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი, ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური უწყებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან დაადგინონ ის ხელშემკვრელი იურისდიქცია, რომლის რეზიდენტად უნდა იქნეს მიჩნეული ეს პირი გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიზნებისთვის, მისი ეფექტური მართვის ადგილის, რეგისტრაციის ან სხვა სახით დაფუძნების ადგილის ან ნებისმიერი სხვა შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით. ამგვარი შეთანხმების არარსებობისას, ამ პირს არ უნდა მიენიჭოს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე შეღავათი ან გადასახადისგან გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა და როდესაც ეს შეთანხმებული იქნება ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს შორის.
2. პირველი პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების იმ დებულებების ნაცვლად ან მისი არარსებობისას, რომელიც განსაზღვრავს წესებს იმის შესახებ თუ რამდენად უნდა იქნეს მიჩნეული ხელშემკვრელი იურისდიქციის პირი, გარდა ფიზიკური პირისა, ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტად, იმ შემთხვევებში, როდესაც სხვაგვარად, ის იქნებოდა ერთზე მერი ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი. ამასთან, პირველი პუნქტი არ იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებებზე, რომლებიც კონკრეტულად განსაზღვრავს ორმაგ ლისტინგში დაშვებული კომპანიების სქემებში ჩართული კომპანიების რეზიდენტობის საკითხს.
3. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე;
b) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც არეგულირებს ერთზე მეტი ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტობის მქონე პირის, გარდა ფიზიკური პირისა, რეზიდენტობის საკითხს, ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოებისგან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რეზიდენტობის ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის დადგენის მოთხოვნის მეშვეობით;
c) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც არეგულირებს ერთზე მეტი ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტობის მქონე პირის, გარდა ფიზიკური პირისა, საკითხს, ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოებისგან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რეზიდენტობის ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის დადგენის მოთხოვნის გარეშე საგადასახადო ხელშეკრულებით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობაზე უარის თქმის მეშვეობით;
d) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც არეგულირებს ერთზე მეტი ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტობის მქონე პირის, გარდა ფიზიკური პირისა, რეზიდენტობის საკითხს, ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოებისგან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რეზიდენტობის ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის დადგენის მოთხოვნის მეშვეობით და რომელიც განსაზღვრავს ამ პირის საგადასახადო რეგულაციას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ფარგლებში, ამგვარი შეთანხმების არარსებობისას;
e) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიზნებისთვის ჩაანაცვლოს პირველი პუნქტის ბოლო წინადადება შემდეგი რედაქციით: „ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ამგვარ პირზე არ გავრცელდება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გათვალისწინებული რომელიმე შეღავათი ან გადასახადისგან გათავისუფლება“.
f) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ იმ შეთანხმებებზე, რომლის მხარეებს გააჩნია e) ქვეპუნქტში აღწერილი დათქმა.
4. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ გააჩნია მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტში აღწერილი დათქმა, დეპოზიტარს უნდა აცნობოს მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება მე-2 პუნქტში აღწერილ დებულებას, რომელზეც არ ვრცელდება მე-3 პუნქტის b)-d) ქვეპუნქტების დათქმები, და მათი არსებობს შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების პუნქტის და მუხლის ნომერი. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს აღნიშნულ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებასთან მიმართებით, ამ შემთხვევაში აღნიშნულ დებულებას ჩაანაცვლებს პირველი პუნქტის დებულება. სხვა შემთხვევაში, პირველ პუნქტს ექნება უპირატესი ძალა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებთან მიმართებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დებულებები შეუთავსებელია პირველ პუნქტთან.
მუხლი 5 - ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდების გამოყენება
1. მხარეს შეუძლია აირჩიოს მე-2 და მე-3 პუნქტების (ვარიანტი A), მე-4 და მე-5 პუნქტების (ვარიანტი B), ან მე-6 და მე-7 პუნქტების (ვარიანტი С) გამოყენება, ან არ აირჩიოს არცერთი მათგანი. როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქცია ირჩევს სხვადასხვა ვარიანტს (ან როდესაც ერთი ხელშემკვრელი იურისდიქცია ირჩევს რომელიმე მათგანს, ხოლო მეორე ხელშემკვრელი იურისდიქცია არ ირჩევს არცერთს), თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ არჩეული ვარიანტი გავრცელდება თავიანთ რეზიდენტებზე.
ვარიანტი A
2. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებები, რომლის თანახმად, სხვა შემთხვევაში, ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ ამ ხელშემკვრელ იურისდიქციაში მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გათავისუფლებულია გადასახადისგან ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით, არ იმოქმედებს, თუ მეორე ხელშემკვრელი იურისდიქცია იყენებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების იმ დებულებებს, რომლის საფუძველზე აღნიშნული შემოსავალი ან კაპიტალი თავისუფლდება გადასახადისგან ან იზღუდება ამ შემოსავლის ან კაპიტალის დაბეგვრის განაკვეთი. ამ მეორე შემთხვევაში, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი იურისდიქცია დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადისგან იმ ოდენობის გამოქვითვას, რომელიც შეესაბამება მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში გადახდილი გადასახადის ოდენობას. ამასთან, ამგვარი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ ოდენობას, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა გამოქვითვამდე და მიეწერება შემოსავალის ან კაპიტალის იმ სახეობებს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში.
3. მე-2 პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების მიმართ, რომლის საფუძვეზე, სხვა შემთხვევაში, ხელშემკვრელ იურისდიქციას მოეთხოვება ამ პუნქტში აღწერილი შემოსავალის ან კაპიტალის გადასახადისგან გათავისუფლება.
ვარიანტი B
4. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულება, რომლის შესაბამისად სხვა შემთხვევაში, ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ ამ ხელშემკვრელ იურისდიქციაში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება გადასახადისგან ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით იმის საფუძველზე, რომ ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ ამგვარი შემოსავალი განიხილება როგორც დივიდენდები, არ იმოქმედებს, თუ მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად მისი რეზიდენტის დასაბეგრი მოგების გაანგარიშების მიზნით ამგვარი შემოსავალი წარმოშობს გამოქვითვის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი იურისდიქცია დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადისგან იმ ოდენობის გამოქვითვას, რომელიც მეორე იურისდიქციაში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის ოდენობის ტოლია. ამასთან, ამგვარი გამოქვითვა არ უნდა აღემატებოდეს საშემოსავლო გადასახადის იმ ოდენობას, რომელიც დაანგარიშებული იქნებოდა გამოქვითვამდე და მიეწერება ამგვარ შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში.
5. მე-4 პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების მიმართ, რომლის საფუძვეზე, სხვა შემთხვევაში, ხელშემკვრელ იურისდიქციას მოეთხოვებოდა ამ პუნქტში აღწერილი შემოსავალის გადასახადისგან გათავისუფლება.
ვარიანტი С
6.
a) როდესაც ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი იღებს შემოსავალს ან ფლობს კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებების საფუძველზე (გარდს იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული დებულებების თანახმად, ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციას ენიჭება დაბეგვრის უფლება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ეს შემოსავალი ასევე წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავალს), მაშინ პირველად ხსენებული ხელშემკვრელი იურისდიქცია დაუშვებს:
i) ამ რეზიდენტის შემოსავალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში შემოსავალზე გადახდილი გადასახადის ტოლია;
ii) ამ რეზიდენტის კაპიტალზე გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში კაპიტალზე გადახდილი გადასახადის ტოლია.
ამასთან, ასეთი გამოქვითვა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს გადასახადის იმ ოდენობას, რომელიც გაანგარიშებული იქნებოდა გამოქვითვამდე და მიეწერება შემოსავალს ან კაპიტალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში.
b) როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ნებისმიერი დებულების შესაბამისად, ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალი გადასახადისგან გათავისუფლებულია ამ ხელშემკვრელ იურისდიქციაში, ამის მიუხედავად, ამ ხელშემკვრელ იურისდიქციას შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე ან კაპიტალზე გადასახადის ოდენობის გაანგარიშების დროს მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი ან კაპიტალი.
7. მე-6 პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებების ნაცვლად, რომლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მიზნით ხელშემკვრელ იურისდიქციას მოეთხოვება მისი რეზიდენტის მიერ ამ ხელშემკვრელ იურისდიქციაში მიღებული შემოსავალის ან მის მფლობელობაში არსებული კაპიტალის გათავისუფლება გადასახადისგან, რომელიც ასევე შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძველზე.
8. მხარე, რომელიც არ ირჩევს ვარიანტს პირველი პუნქტის საფუძველზე, უფლებამოსილია არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის ერთ ან რანდენიმე შეთანხმებაზე (ან გავრცელების სფეროში შემავალ მის ყველა შეთანხმებაზე).
9. მხარე, რომელიც არ ირჩევს ვარიანტ C-ს, უფლებამოსილია არ დართოს ნება მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციას(-ებს) გამოიყენოს ვარიანტი C გავრცელების სფეროში შემავალ მის ერთ ან რამდენიმე შეთანხმების მიმართ (ან გავრცელების სფეროში შემავალ მის ყველა შეთანხმების მიმართ).
10. თითოეული მხარე, რომელიც ირჩევს პირველი პუნქტის რომელიმე ვარიანტს დეპოზიტარს აცნობებს მის მიერ არჩეული ვარიანტის შესახებ. ამგვარი შეტყობინება ასევე უნდა მოიცავდეს:
a) იმ შემთხვევაში, თუ მხარე ირჩევს ვარიანტ A-ს, გავრცელების სფეროში შემავალი იმ შეთანხმებების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს მე-3 პუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლსა და პუნქტის ნომერს;
b) იმ შემთხვევაში, თუ მხარე ირჩევს ვარიანტ B-ს, გავრცელების სფეროში შემავალი იმ შეთანხმებების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს მე-5 პუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლსა და პუნქტის ნომერს;
c) იმ შემთხვევაში, თუ მხარე ირჩევს ვარიანტ С-ს, გავრცელების სფეროში შემავალი იმ შეთანხმებების ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს მე-7 პუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლსა და პუნქტის ნომერს.
ვარიანტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელიც აირჩევს ამ ვარიანტს, აღნიშნულის თაობაზე წარადგენს შეტყობინებას.
ნაწილი III
საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენება
მუხლი 6 - გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიზანი
1. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმება უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მას დაემატოს პრეამბულა შემდეგი რედაქციით:
„სურთ რა, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა წინამდებარე შეთანხმების გავრცელების სფეროში შემავალ გადასახადებზე, გადასახადების გადაუხდელობის ან თავიდან არიდების მეშვეობით (საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების სქემების ჩათვლით, რომლის მიზანია შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათებით ირიბი სარგებლობა მე-3 იურისდიქციის რეზიდენტების მიერ) დაუბეგრაობის ან გადასახადების შემცირების შესაძლებლობის შექმნის გარეშე,“.
2. პირველ პუნქტში აღწერილი ტექსტი უნდა დაემატოს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებას მასში არსებული პრეამბულის ან პრეამბულის ისეთი რედაქციის ნაცვლად, რომელიც არ მოიცავს მითითებას ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვაზე, იმის მიუხედავად მოიცავს თუ არა ამგვარი რედაქცია მითითებას დაუბეგრაობის ან გადასახადების შემცირების შესაძლებლობების შექმნის აღკვეთის განზრახვაზე.
3. მხარეს ასევე შეუძლია აირჩიოს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებს, რომლის პრეამბულა არ მოიცავს მითითებას ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა ან საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ სურვილზე, ასევე დაუმატოს პრეამბულა შემდეგი რედაქციით:
„სურთ რა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის გაფართოება,“.
4. მხარე უფლებამოსილია არ გაავრცელოს პირველი პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომლის პრეამბულის რედაქცია ასახავს ხელშემკვრელი იურისდიქციების განზრახვას ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის შესახებ, დაუბეგრაობის ან გადასახადების შემცირების შესაძლებლობის შექმნის გარეშე, იმის მიუხედავად შეზღუდულია თუ არა ამგვარი რედაქცია მხოლოდ გადასახადების გადაუხდელობის ან თავიდან არიდების (საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების სქემების ჩათვლით, რომლის მიზანია შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათებით ირიბი სარგებლობა მე-3 იურისდიქციის რეზიდენტების მიერ) შემთხვევებით, თუ მას გააჩნია უფრო ფართო გავრცელება.
5. თითოეული მხარე აცნობებს დეპოზიტარს მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება, გარდა იმ შეთანხმებებისა რომელზეც ვრცელდება მე-4 პუნქტის დათქმა, მე-2 პუნქტში აღწერილ პრეამბულას, და ასეთ შემთხვევაში, ასევე შესაბამისი პრეამბულის პუნქტის რედაქციას. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას აღნიშნული პრეამბულის მიმართ, მას ჩაანაცვლებს პირველ პუნქტში მოყვანილი პრეამბულის ტექსტი. სხვა შემთხვევაში, პირველ პუნქტში მოყვანილი ტექსტი დაემატება არსებულ პრეამბულას.
6. თითოეულმა მხარემ, რომელიც აირჩევს მე-3 პუნქტს, აღნიშნულის თაობაზე უნდა შეატყობინოს დეპოზიტარს. აღნიშნული შეტყობინება ასევე უნდა მოიცავდეს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების ჩამონათვალს, რომელიც არ მოიცავს პრეამბულას, სადაც ასახულია ეკონომიკური ურთიერთობების გამყარების ან საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. მე-3 პუნქტის ტექსტი უნდა დაემატოს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია აირჩევს ამ პუნქტის გამოყენებას და შესაბამის შეტყობინებას გააკეთებს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებასთან მიმართებით.
მუხლი 7 - საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების აღკვეთა
1. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ნებისმიერი დებულებების მიუხედავად, მის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათი არ გავრცელდება შემოსავლის ელემენტზე ან კაპიტალზე, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით, დასაბუთებულად დგინდება, რომ ნებისმიერი სქემის ან ტრანზაქციის, რომლის შედეგად პირდაპირ ან ირიბად მიიღება ეს შეღავათი, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათით სარგებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასტურდება, რომ ამგვარ გარემოებებში ამგვარი შეღავათის მინიჭება შეესაბამება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების შესაბამისი დებულების არსსა და მიზანს.
2. პირველი პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულების ნაცვლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზე უარი ითქმის გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით ან მათ ნაწილით სარგებლობაზე, რომელიც მიენიჭებოდა სხვა გარემოებებში, თუ ნებისმიერ სქემის ან ტრანზაქციის, ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათებით სარგებლობა.
3. მხარეს, რომელსაც არ გაუკეთებია მე-15 მუხლის a) ქვეპუნქტის დათქმა, ასევე შეუძლია აირჩიოს მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
4. როდესაც პირს უარი ეთქმის ისარგებლოს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათებით, ამ შეთანხმების (რომელშიც შესაძლოა ცვლილებები შევიდეს ამ კონვენციის შესაბამისად) იმ დებულებების შესაბამისად, რომლის საფუძველზე უარი ეთქმის ისარგებლოს შეღავათებით ან მათი ნაწილით, რომელიც სხვა გარემოებებში მას მიენიჭებოდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძველზე, თუ ნებისმიერ სქემის ან ტრანზაქციის, ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათებით სარგებლობა, ამის მიუხედავად, ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანო, რომელიც სხვა გარემოებებში მიანიჭებდა აღნიშნულ შეღავათებს, პირს ჩათვლის უფლებამოსილად ისარგებლოს ამ შეღავათებით, ან შემოსავლის ცალკეულ ელემენტზე ან კაპიტალზე დაწესებული სხვა შეღავათებით, თუ ამ პირის მოთხოვნისა და ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოებების საფუძველზე ეს კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ ეს პირი უფლებამოსილი იქნებოდა ესარგებლა ამგვარი შეღავათებით აღნიშნული სქემების ან ტრანზაქციების არარსებობის შემთხვევაში. ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანო, რომელსაც მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი წარუდგენს მოთხოვნას აღნიშნული პუნქტის საფუძველზე, კონსულტაციებს გამართავს ამ მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოსთან მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის განცხადებამდე.
5. მე-4 პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებების (რომლებშიც შესაძლოა ცვლილებები შევიდეს ამ კონვენციის თანახმად) იმ დებულებების მიმართ, რომლის საფუძველზე უარი ითქმის შეღავათებით ან მათი ნაწილით სარგებლობაზე, რომელიც სხვა გარემოებებში მიენიჭებოდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძველზე, თუ ნებისმიერი სქემის ან ტრანზაქციის, ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათებით სარგებლობა.
6. მხარეს ასევე შეუძლია გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე გაავრცელოს მე-8 - მე-13 პუნქტების დებულებების მოქმედება (შემდგომში „შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება“) მე-17 პუნქტის c) ქვეპუნქტში აღწერილი შეტყობინების წარდგენის მეშვეობით. შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია აირჩევს მის გამოყენებას.
7. როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების რამდენიმე, მაგრამ არა ყველა, ხელშემკვრელი იურისდიქცია ირჩევს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულების გამოყენებას მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაშინ, ამ პუნქტის დებულების მიუხედავად, შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების:
a) ყველა ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ მინიჭებულ შეღავათზე, თუ ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია, რომელსაც არ აურჩევია შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულების გამოყენებას მე-6 პუნქტის შესაბამისად, ეთანხმება ამგვარის გამოყენებას ამ ქვეპუნქტის არჩევის და შესაბამისად დეპოზიტარის შეტყობინების გზით; ან
b) მხოლოდ იმ ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ მინიჭებულ შეღავათებზე, რომელიც ირჩევს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულების გამოყენებას, თუ ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია, რომელიც არ ირჩევს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულების გამოყენებას მე-6 პუნქტის შესაბამისად, ეთანხმება ამგვარის გამოყენებას ამ ქვეპუნქტის და შესაბამისად დეპოზიტარის შეტყობინების გზით.
შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება
8. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვაგვარად არის განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულებით, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტს არ უნდა მიენიჭოს შეღავათებით სარგებლობის უფლება, რომელიც სხვა გარემოებებში მას მიენიჭებოდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძველზე, გარდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ შეღავათებისა, რომელიც:
a) განსაზღვრავს პირის, გარდა ფიზიკური პირის, რეზიდენტობის საკითხს, რომელიც წარმოადგენს ერთზე მეტი ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებების საფუძველზე, რომლებიც განსაზღვრავს ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტს;
b) რომელიც ადგენს, რომ ხელშემკვრელმა იურისდიქციამ მის საწარმოს უნდა მიანიჭოს შესაბამისი კორექტირება, მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების თანახმად, პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ იურისდიქციაში ურთიერთდამოკიდებულ საწარმოს მოგებაზე დარიცხულ გადასახადზე გაკეთებული პირველადი კორექტირების შემდეგ; ან
c) უფლებას აძლევს ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტებს მოითხოვოს, რომ ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურმა ორგანომ დაბეგვრის საკითხი არ განიხილოს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისად,გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეღავათების მინიჭების დროს ეს რეზიდენტი წარმოადგენს “უფლებამოსილ პირს“ როგორც ეს განსაზღვრულია მე-9 პუნქტში.
9. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ფარგლებში შეღავათების მინიჭების დროს, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი პირი ჩაითვლება უფლებამოსილ პირად, თუ ამ დროს ეს რეზიდენტი არის:
a) ფიზიკური პირი;
b) ის ხელშემკვრელი იურისდიქცია, ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ან ნებისმიერი ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის, პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების
ადგილობრივი ორგანოს სააგენტო ან ორგანო;
c) კომპანია ან სხვა ერთეული, თუ მისი აქციების ძირითადი ნაწილის ვაჭრობა რეგულარულად ხორციელდება ერთ ან რამდენიმე აღიარებულ საფონდო ბირჟაზე;
d) პირი, გარდა ფიზიკური პირისა, რომელიც:
i) არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის სახეობა შეთანხმებულია ორივე ხელშემკვრელი იურისდიქციებს შორის დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით; ან
ii) წარმოადგენს იმ ხელშემკვრელ იურისდიქციაში შექმნილ ერთეულს ან სქემას, რომელიც რეგულირდება როგორც ცალკე პირი ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისთვის და :
A. რომელიც შექმნილია და მოქმედებს მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის პენსიის ან მასთან დაკავშირებული ან მისგან გამომდინარე სარგებლის უზრუნველყოფის ან ადმინისტრირების მიზნით, და რომელიც რეგულირდება, როგორც ასეთი, ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის ან მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების
ადგილობრივი ორგანოს მიერ; ან
B. რომელიც შექმნილია და მოქმედებს მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ A ნაწილში აღნიშნული ერთეულების ან სქემების სასარგებლოდ სახსრების დაბანდების მიზნით;
e) პირი, გარდა ფიზიკური პირისა, თუ 12-თვიანი პერიოდის სულ მცირე ნახევარი დღეების განმავლობაში, რომელიც მოიცავს პერიოდს, როდესაც მოხდებოდა სარგებლობის მინიჭება სხვა გარემოებებში, ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი პირები, რომლებსაც ენიჭება შეღავათით სარგებლობის უფლება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების a)–d) ქვეპუნქტების შესაბამისად, პირდაპირ ან ირიბად ფლობენ პირის აქციების სულ მცირე 50%-ს.
10.
a) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი უფლებამოსილი იქნება ისარგებლოს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათებით მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციიდან მიღებული შემოსავლის ელემენტზე, მიუხედავად იმისა არის თუ არა ეს რეზიდენტი უფლებამოსილი პირი, თუ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ იურისდიქციაში რეზიდენტი ჩართულია აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში და მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში მიღებული შემოსავალი უშუალოდ წარმოიშობა, ან უკავშირდება ამგვარ საქმიანობას. შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულების მიზნებისთვის, ტერმინი „აქტიური ეკონომიკური საქმიანობა“ არ უნდა მოიცავდეს შემდედ საქმიანობებს ან მათ ნებისმიერ კომბინაციას:
i) საქმიანობა, როგორც ჰოლდინგური კომპანია;
ii) კომპანიათა ჯგუფის საერთო ზედამხედველობა ან ადმინისტრირება;
iii) კომპანიათა ჯგუფის დაფინანსების უზრუნველყოფა (ფულადი სახსრების გაერთიანების ჩათვლით); ან
iv) ინვესტიციების განხორციელება ან მართვა, თუ ამგვარი საქმიანობა არ ხორციელდება ბანკის, სადაზღვეო კომპანიის ან ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული დილერის მიერ მისი ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში.
b) თუ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი იღებს შემოსავალს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში წარმოებული ეკონომიკური საქმიანობიდან, ან მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში იღებს შემოსავალს დაკავშირებული პირისგან, ამ შემთხვევაში ამგვარ შემოსავალთან მიმართებით a) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობები ჩაითვლება დაკმაყოფილებულად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეზიდენტის მიერ პირველად ხსენებული ხელშემკვრელ იურისდიქციაში წარმოებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელსაც უკავშირდება ეს შემოსავალი, არის ძირითადი საქმიანობა, მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში ამ რეზიდენტის ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ წარმოებული იგივე ან ურთიერთშემავსებელ ეკონომიკურ საქმიანობასთან მიმართებით. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, არის თუ არა ეკონომიკური საქმიანობა ძირითადი, უნდა განისაზღვროს ყველა ფაქტზე და გარემოებაზე დაყრდნობით.
c) ამ პუნქტის გამოყენების მიზნებისთვის, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტთან მიმართებით დამოკიდებული პირების მეირ წარმოებული საქმიანობა ჩაითვლება ამ რეზიდენტის მეირ წარმოებულ საქმიანობად.
11. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტს, რომელიც არ არის უფლებამოსილი პირი, ასევე მიენიჭება შეღავათებით სარგებლობის უფლება, რომელიც სხვა გარემოებში გავრცელდებოდა შემოსავალზე გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძველზე, თუ ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის, რომელიც მოიცავს პერიოდს, როდესაც მოხდებოდა სარგებლობის მინიჭება სხვა გარემოებებში, სულ მცირე ნახევარი დღეების განმავლობაში, პირები, რომლებიც არიან თანაბარმნიშვნელოვანი ბენეფიციარები, პირდაპირ ან ირიბად ფლობენ რეზიდენტის ბენეფიციური მონაწილეობის სულ მცირე 75%-ს.
12. იმ შემთხვევაში, თუ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი არის არც უფლებამოსილი პირი მე-9 პუნქტის დებულებათა შესაბამისად და მას არ ენიჭება შეღავათებით სარგებლობის უფლება მე-10 ან მე-11 პუნქტების შესაბამისად, ამის მიუხედავად, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების არსისა და მიზნის გათვალისწინებით, მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მიანიჭოს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათები ან შეღავათები შემოსავლის ცალკეულ ელემენტზე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს რეზიდენტი კომპეტენტურ ორგანოს დაარწმუნებს, რომ არც მისი დაფუძნების, შეძენის ან შენახვის, არც საქმიანობის წარმოების ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა. ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან უარყოფამდე, მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანო, რომელსაც წარედგინა მოთხოვა, კონსულტაციებს გამართავს პირველად ხსენებული ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოსთან.
13. შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულების მიზნებისთვის:
a) ტერმინი „აღიარებული საფონდო ბირჟა“ ნიშნავს:
i) ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ და, როგროც ასეთი, დარეგულირებულ ნებისმიერ საფონდო ბირჟას, და
ii) ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა საფონდო ბირჟას;
b) ტერმინი „აქციების ძირითადი ნაწილი“ ნიშნავს კომპანიის აქციების სახეობას ან სახეობებს, რომელიც წარმადგენს მისი ერთობლივი ხმის მიცემის და ღირებულების უმეტეს ნაწილს ან საწარმოს ბენეფიციური მონაწილეობის სახეობას ან სახეობებს, რომელიც ერთად წარმოადგენს ერთობლივი ხმის მიცემის და ღირებულის უმეტეს ნაწილს.
c) ტერმინი „თანაბარმნიშვნელოვანი ბენეფიციარი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც შემოსავლის სახეობაზე ენიჭება შეღავათებით სარგებლობის უფლება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ან ნებისმიერი საერთაშორისო ინსტრუმენტის საფუძველზე, რომელიც ეკვივალენტურია ან მეტად ხელსაყრელია გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძველზე ამ შემოსავალზე მინიჭებულ შეღავათებთან შედარებით; იმის დასადგენად, არის თუ არა პირი დივიდენდების ეკვივალენტური ბენეფიციარი, პირი უნდა ფლობდეს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის იმავე კაპიტალს, რომელსაც ფლობს დივიდენდებზე შეღავათებით სარგებლობის უფლების მომთხოვნი კომპანია.
d) იმ საწარმოებთან მიმართებით, რომლებიც არ წარმოადგენს კომპანიას, ტერმინი „აქციები“ ნიშნავს მონაწილეობას, რომელის აქციების ანალოგია;
e) ორი პირი ჩაითვლება „დაკავშირებულ პირებად“, თუ ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის ბენეფიციური მონაწილეობის სულ მცირე 50 %-ს (ან კომპანიის შემთხვევაში, კომპანიის აქციების ერთობლივი ხმის მიცემის ან ღირებულების სულ მცირე 50%-ს), ან სხვა პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს თითოეული პირის ბენეფიციური მონაწილეობის სულ მცირე 50%-ს (ან კომპანიის შემთხვევაში, კომპანიის აქციების ერთობლივი ხმის მიცემის ან ღირებულების სულ მცირე 50%-ს); ნებისმიერ შემთხვევაში, პირი ჩაითვლება მეორე პირთან დაკავშირებულად, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების საფუძველზე, ერთი აკონტროლებს მეორეს, ან ორივე კონტროლდება ერთი და იგივე პირის ან პირების მიერ.
14. შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებების ნაცვლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში, რომლის თანახმად, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ იმ რეზიდენტებზე, რომლებიც აკმაყოფილებს აერთ ან რამდენიმე განმსაზღვრელ ტესტს (ან რომლით იზღუდება შეღავათები, გარდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებით განსაზღვრული შეღავათებისა რომელიც უკავშირდება რეზიდენტობას, ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებს ან არადისკრიმინაციას ან შეღავათებს, რომელიც არ მიენიჭება მხოლოდ ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტებს).
15. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს ამ პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე იმის საფუძველზე, რომ ის გეგმავს მიიღოს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის დეტალური დებულებისა და ერთ-ერთი წესის ან გამტარი დაფინანსების სქემების აღკვეთის შესახებ ან საქმიანობის ძირითადი მიზნის შესახებ კომბინაცია, შესაბამისად, OECD/G-20 BEPS-ის ღონისძიებების კომპლექტის შესაბამისად დააკმაყოფილოს საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების აღკვეთის შესახებ მინიმალური სტანდარტი; ასეთ შემთხვევაში, ხელშემკვრელი იურისდიქციები შეეცდებიან მიაღწიონ ურთიერთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას, რომელიც აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს;
b) არ გაავრცელოს პირველი პუნქტის (და მე-4 პუნქტის, იმ მხარის შემთხვევაში, რომელიც ირჩევს მის გამოყენებას) მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომლებიც უკვე მოიცავს დებულებებს, რომლის საფუძველზე უარი ითქმის შეღავათებით სარგებლობაზე, რომელიც სხვა გარემოებებში მიენიჭებოდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძვეზე, თუ ნებისმიერი სქემის ან ტრანზაქციის, ან მათთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის ძირითადი ან ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამ შეღავათებით სარგებლობა.
c) არ გაავრცელოს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომლებიც უკვე მოიცავს მე-14 პუნქტში განხილულ დებულებებს.
16. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ფარგლებში შეღავათების მინიჭებაზე, ერთი ან მეტი მხარის მირ მე-7 პუნქტის შესაბამისად გამოიყენება შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება, მხარე, რომელიც მე-6 პუნქტის შესაბამისად ირჩევს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებულ დებულებას უფლებამოსილია არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებაზე, რომლის ერთმა არ მეტმა მეორე ხელშემკვრელმა იურისდიქციამ არ აირჩია შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება. ასეთ შემთხვევაში, მხარეებმა უნდა შეეცადონ მიაღწიონ ურთიერთ დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებას, რომელიც დააკმაყოფილებს საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების აღკვეთის შესახებ მინიმალურ სტანდარტ OECD/G-20 BEPS-ის ღონისძიებების კომპლექტის შესაბამისად.
17.
a) თითოეული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მე-15 პუნქტის a) ქვეპუნქტის დათქმა დეპოზიტარს უნდა აცნობოს, მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება, რომელზეც ვრცელდება მე-15 პუნქტის b) ქვეპუნქტში აღწერილი დათქმა, მე-2 პუნქტში განხილულ დებულებას, და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერი. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებასთან მიმართებით, მაშინ ამ დებულებას ჩაანაცვლებს პირველი პუნქტის დებულებები (ასევე მე-4 პუნქტი, სადაც გამოიყენება). სხვა შემთხვევაში, პირველი პუნქტი (ასევე მე-4 პუნქტი, სადაც გამოიყენება) ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი შეუთავსებელია პირველ პუნქტთან (ასევე მე-4 პუნქტს, სადაც გამოიყენება). მხარეს, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის საფუძველზე წარადგენს შეტყობინებას ასევე შეუძლია დაურთოს შემდეგი შეტყობინება: იმის გათვალისწინებით რომ ამგვარი მხარე ეთანხმება პირველი პუნქტის გამოყენებას დამოუკიდებლად როგორც შუალედურ ღონისძიებას, მას სურს, სადაც შესაძლებელია, ორმხრივი მოლაპარაკებების მეშვეობით მიიღოს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის დებულება პირველ პუნქტთან დამატებით ან მის ნაცვლად.
b) თითოეული მხარე, რომელიც ირჩევს მე-4 პუნქტის გამოყენებას, აცნობებს დეპოზიტარს მისი არჩევანის შესახებ . მე-4 პუნქტის იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს აღნიშნულ შეტყობინებას.
c) თითოეული მხარე, რომელიც ირჩევს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებულ დებულებას მე-6 პუნქტის შესაბამისად, აცნობებს დეპოზიტარს მისი არჩევანის შესახებ. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მხარეს გააჩნია მე-15 პუნქტის c) ქვეპუნქტის დათქმა, ამგვარი შეტყობინება ასევე უნდა მოიცავდეს გავრცელების სფეროში შემავალი იმ შეთანხმებათა ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს მე-14 პუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს.
d) თითოეული მხარე, რომელიც არ ირჩევს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებულ დებულებას მე-6 პუნქტის შესაბამისად, მაგრამ ირჩევს მე-7 პუნქტის ან a) ან b) ქვეპუნქტს, აცნობებს დეპოზიტარს მის მიერ არჩეული ქვეპუნქტების შესახებ. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ მხარეს გააჩნია მე-15 პუნქტის c) ქვეპუნქტის დათქმა, ამგვარი შეტყობინება ასევე უნდა მოიცავდეს გავრცელების სფეროში შემავალი იმ შეთანხმებათა ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს მე-14 პუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს.
e) როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიმართ ყველა ხელშემკვრელმა იურისდიქციამ წარადგინა შეტყობინება c) ან d) ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნულ დებულებას ჩაანაცვლებს შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება. სხვა შემთხვევაში, შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებული დებულება ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეუთავსებელია შეღავათებით სარგებლობის შეზღუდვის გამარტივებულ დებულებასთან.
მუხლი 8 - დივიდენდების გაცემა
1. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებები, რომლის თანახმად ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი კომპანიის მიერ გადახდილი დივიდენდები თავისუფლდება გადასახადისგან ან იზღუდება ამგვარი დივიდენდების დაბეგვრის განკვეთი, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციური მფლობელი ან მიმღები არის მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი კომპანია და რომელიც ფლობს, საკუთრებაში აქვს ან აკონტროლებს დივიდენდების გადამხდელი კომპანიის კაპიტალის, წილების, აქციების, ხმის მიცემის ან საარჩევნო უფლების, ან სხვა მსგავსი მფლობელობით მონაწილეობის გარკვეულ ოდენობაზე მეტ ოდენობას, იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დებულებებში განსაზღვრული მფლობელობითი პირობები დაკმაყოფილებულია 365-დღიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც მოიცავს დივიდენდების გადახდის დღეს (აღნიშნული პერიოდის გაანგარიშების მიზნით, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული მფლობელობის ცვლილება, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს კომპანიის, რომელიც ფლობს აქციებს ან იხდის დივიდენდებს, კორპორატიული რეორგანიზაციიდან, როგორიცაა შერწყმა ან გაყოფა).
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ფლობის მინიმალური პერიოდი იმოქმედებს პირველ პუნქტში აღნიშნული გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებებში არსებული მინიმალური ფლობის პერიოდის ნაცვლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში.
3. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს ამ მუხლის დებულებები გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე;
b) არ გაავრცელოს ამ მუხლის დებულებები გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, სადაც პირველ პუნქტში აღწერილი დებულება უკვე მოიცავს:
i) მფლობელობის მინიმალურ პერიოდს;
ii) მფლობელობის მინიმალურ პერიოდს, რომელიც 365 დღეზე ნაკლებია; ან
iii) მფლობელობის მინიმალურ პერიოდს, რომელიც 365 დღეზე მეტია.
4. თითოეული მხარე, რომელსაც არ გააჩნია მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტის დათქმა, დეპოზიტარს აცნობებს, მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება პირველი პუნქტში აღწერილ დებულებას, რომელზეც არ გაკეთებულა მე-3 პუნქტის b) ქვეპუნქტის დათქმა, და ასეთის შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს. პირველი პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიმართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შეტყობინებას აღნიშნულ დებულებასთან მიმართებით.
მუხლი 9 – აქციების გასხვისებით ან უმეტესად უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ერთეულებში წილების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავალი
1. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებები, რომლის თანახმად ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ აქციების ან სხვა წილობრივი მონაწილეობის უფლების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ აქციების ან უფლებების ღირებულების გარკვეულ ოდენობაზე მეტი იქმნება მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში მდებარე უძრავი ქონებით, (ან იმის გათვალისწინებით, რომ ერთეულის ქონების გარკვეულ ოდენობაზე მეტი შედგება ამგვარი უძრავი ქონებისგან):
a) იმოქმედებს, თუ ღირებულების ზღვრული ოდენობის პირობა სრულდება გასხვისებამდე ნებისმიერ დროს 365 დღის განმავლობაში; და
b) იმოქმედებს აქციებსა და მსგავს წილებზე, როგორიცაა წილები ამხანაგობასა ან ტრასტებში (იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი აქციები და წილები უკვე არ არის მოცული), ნებისმიერ აქციებთან ან უფლებებთან დამატებით, რომელიც უკვე მოცულია დებულებებით.
2. პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტით განსაზღვრული პერიოდი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებით განსაზღვრული დროის პერიოდის ნაცვლად ან მისი არარსებობის შემთხვევაში, რომელიც განსაზღვრავს, შესრულდა თუ არა პირველ პუნქტში აღწერილი გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისი ზღვრული ოდენობის პირობა.
3. მხარეს ასევე შეუძლია გაავრცელოს მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
4. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიზნებისთვის, ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ აქციების ან მსგავსი წილების, როგორიცაა წილები ამხანაგობასა ან ტრასტებში, გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში, თუ, გასხვისებამდე 365 დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს, აღნიშნული აქციების ან მსგავსი წილების ღირებულების 50 პროცენტზე მეტი პირდაპირ ან ირიბად შეიქმნა მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში მდებარე უძრავი ქონებიდან.
5. მე-4 პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების ნაცლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში, რომლის თანახმად, ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ აქციების ან ერთეულში წილობრივი მონაწილეობის სხვა უფლების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი აქციების ან უფლებების ღირებულების გარკვეულ ოდენობაზე მეტი იქმნება მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში მდებარე უძრავი ქონებიდან, ან იმის გათვალისწინებით, რომ ერთეულის ქონების გარკვეულ ოდენობაზე მეტი შედგება ამგვარი უძრავი ქონებისგან.
6. მხარე უფლებამოსილია :
a) პირველი პუნქტის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაზე;
b) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაზე;
c) პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაზე;
d) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ იმ შეთანხმებაზე, რომელიც უკვე მოიცავს პირველი პუნქტით განსაზღვრულ მსგავს დებულებას და განსაზღვრავს ღირებულების შესაბამის ზღვრული ოდენობის შესრულების პერიოდს;
e) პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ იმ შეთანხმებაზე, რომელიც უკვე მოიცავს პირველი პუნქტით განსაზღვრულ მსგავს დებულებას და ვრცელდება წილების, აქციების გარდა, გასხვისებაზე;
f) მე-4 პუნქტის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ იმ შეთანხმებებზე, რომელიც მოიცავს მე-5 პუნქტში აღწერილ დებულებას.
7. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ გააჩნია მე-6 მუხლის a) ქვეპუნქტის დათქმა, დეპოზიტარს უნდა აცნობოს, მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება პირველ პუნქტით განსაზღვრულ დებულებას, და ასეთი შემთხვევაში, ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს. პირველი პუნქტი იმოქმედებს გავრცელდება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შეტყობინებას აღნიშნულ პუნქტთან მიმართებით.
8. თითოეულმა მხარემ, რომელიც აირჩევს მე-4 პუნქტის მოქმედებას, აღნიშნულის თაობაზე უნდა აცნობოს დეპოზიტარს. მე-4 პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას. ასეთ შემთხვევაში, პირველი პუნქტი არ გავრცელდება გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მხარეს არ აქვს მე-6 პუნქტის f) ქვეპუნქტის დათქმა, ხოლო გააჩნია მე-6 პუნქტის a) ქვეპუნქტის დათქმა, ამგვარი შეტყობინება ასევე უნდა შეიცავდეს გავრცელების სფეროში შემავალი იმ შეთანხმებათა ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს მე-5 პუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს. როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებასთან მიმართ ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შეტყობინებას წინამდებარე პუნქტის ან მე-7 პუნქტის თანახმად, მაშინ მე-4 პუნქტი ჩაანაცვლებს აღნიშნულ დებულებას. სხვა შემთხვევაში, მე-4 პუნქტი ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ისინი შეუთავსებელია მე-4 პუნქტთან.
მუხლი 10 - მესამე იურისდიქციაში მდებარე მუდმივი დაწესებულების ბოროტად გამოყენების აღკვეთის წესები
1. როდესაც
a) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის საწარმო იღებს შემოსავალს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში და პირველად ხსენებული ხელშემკვრელი იურისდიქცია მიიჩნევს, რომ ეს შემოსავალი მიეკუთვნება მესამე იურისდიქციაში მდებარე ამ საწარმოს მუდმივ დაწესებულებას, და
b) მოგება, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას გათავისუფლებულია გადასახადისგან პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ იურისდიქციაში,გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათები არ გავრცელდება შემოსავლის არცერთ ელემენტზე, თუ მე-3 იურისდიქციაში მასზე დარიცხული გადასახადი 60%-ით ნაკლებია იმ გადასახადზე, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავლის ელემენტზე პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ იურისდიქციაში, ისე, როგორც მოხდებოდა, რომ ეს მუდმივი დაწესებულება განთავსებული ყოფილიყო პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ იურისდიქციაში. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი შემოსავალი, რომელზეც ვრცელდება ამ პუნქტის დებულება დაიბეგრება მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად.
2. პირველი პუნქტის დებულება არ გამოიყენება, თუ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში მიღებული შემოსავალი, რომელიც აღწერილია პირველ პუნქტში, დაკავშირებულია ან გამომდინარეობს მუდმივი დაწესებულების მეშვეობით წარმოებული აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობასთან (საწარმოს სახელით ინვესტიციების დაბანდების, მართვის ან ფლობის გარდა, თუ ეს საქმიანობა არ წარმოადგენს საბანკო, სადაზღვეო საქმიანობას ან ოპერაციებს ფასიან ქაღალდებთან, რომელსაც შესაბამისად ახორციელებს ბანკი, სადაზღვეო საწარმო, ან რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების დილერი).
3. თუ, პირველი პუნქტის საფუძველზე უარი ითქმის ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ მიღებულ შემოსავლებზე გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გათვალისწინებულ შეღავათებზე, ამის მიუხედავად, მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს კვლავ შეუძლია მიანიჭოს ეს შეღავათები, თუ ამ რეზიდენტის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საპასუხოდ, ეს კომპეტენტური ორგანო დაადგენს, რომ ამგვარი შეღავათების მინიჭება გამართლებულია იმის საფუძველზე, რომ ეს რეზიდენტი არ აკმაყოფილებს პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანო, რომელსაც მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტის მიერ წარედგინა მოთხოვნა წინა პუნქტის შესაბამისად, კონსულტაციებს გამართავს მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოსთან, ამგვარი მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. პირველი - მესამე პუნქტები იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებების ნაცვლად ან მათი არარსებობისას, რომლის საფუძველზე ხელშემკვრელი იურისდიქციის საწარმოს, რომელიც შემოსავალს იღებს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში და მიეკუთვნება მესამე იურისდიქციაში მდებარე მის მუდმივ დაწესებულებას, უარი ეთქმის ან ეზღუდება შეღავათები, რომელიც სხვა გარემოებებში მას მიენიჭებოდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების საფუძველზე.
5. მხარე უფლებამოსილია:
a) ამ მუხლი მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებზე;
b) ამ მუხლის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ იმ შეთანხმებებზე, რომლებიც უკვე მოიცავს მე-4 პუნქტში განხილულ დებულებას;
c) ამ მუხლის მოქმედება გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ მხოლოდ იმ შეთანხმებებზე, რომლების უკვე მოიცავს მე-4 პუნქტში განხილულ დებულებებს.
6. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ გააჩნია მე-5 პუნქტის a) ან b) ქვეპუნქტების დათქმა, დეპოზიტარს უნდა აცნობოს, მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება მე-4 პუნქტში აღწერილ დებულებას, და ასეთის შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიმართ, მაშინ ამ დებულებას ჩაანაცვლებს პირველი-მე-3 პუნქტები. სხვა შემთხვევაში, პირველი -მე-3 პუნქტები ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეუთავსებელია აღნიშნულ დებულებებთან.
მუხლი 11 - საგადასახადო შეთანხმებების გამოყენება, მხარის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის უფლების შეზღუდვის მიზნით
1. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმება გავლენას არ მოახდენს ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის უფლებაზე, გარდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებათა საფუძველზე მინიჭებული შემდეგი შეღავათებისა:
a) რომლის საფუძველზე ხელშემკვრელ იურისდიქციას მოეთხოვება მის საწარმოს მიანიჭოს შესაბამისი ან თანაფარდობითი კორექტირება, მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისად განხორციელებული პირველადი კორექტირების შემდეგ, ხელშემკვრელი იურისდიქციის საწარმოს მუდმივი დაწესებულების ან ურთიერთდამოკიდებული საწარმოს მოგებაზე პირველად ხსენებულ სახელწიფოში დარიცხულ გადასახადზე;
b) რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ თავიანთი რეზიდენტი ფიზიკური პირის დაბეგვრაზე, თუ ეს ფიზიკური პირი შემოსავალს იღებს მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის, ან პოლიტიკური ქვედანაყოფისთვის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის, ან სხვა მსგავსი ორგანოსთვის გაწეული მომსახურებიდან;
c) რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ თავიანთი რეზიდენტი ფიზიკური პირის დაბეგვრაზე, თუ ეს ფიზიკური პირი ასევე არის სტუდენტი, სტაჟიორი ან პრაქტიკანტი, ან მასწავლებელი, პროფესორი, ლექტორი, ინსტრუქტორი, მკვლევარი ან მეცნიერ-მუშაკი, რომელიც აკმაყოფილებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების პირობებს;
d) რომლის შესაბამისად, ხელშემკვრელ იურისდიქციას მოეთხოვება თავიანთი რეზიდენტებისთვის გადასახადის ჩათვლა ან გადასახადისგან გათავისუფლება იმ შემოსავალზე, რომელიც შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისად (იმ მოგების ჩათვლით, რომელიც მიეწერება მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში მდებარე მუდმივ დაწესებულებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისად);
e) რომელიც იცავს ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტებს მისი დისკრიმინაციული ხასიათის მქონე გარკვეული საგადასახადო პრაქტიკისგან;
f) რომლის თანახმად, ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტებს შეუძლია მოითხოვოს, რომ ამ ან რომელიმე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიერ დაბეგვრის საკითხები განხილული იქნეს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების შეუსაბამოდ;
g) რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ამ იურისდიქციის მიერ თავიანთი რეზიდენტი ფიზიკური პირის დაბეგვრაზე, როდესაც ეს ფიზიკური პირი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის დიპლომატიური მისიის, სამთავრობო მისიის ან საკონსულო პოსტის წევრს;
h) რომლის თანახმად, მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის სოციალური უზრუნველყოფის კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული პენსიები ან სხვა გადახდები იბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში;
i) რომლის თანახმად, მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში წარმოშობილი პენსიები და მსგავსი გადახდები, ანუიტეტები, ალიმენტები ან სხვა შემწეობები იბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში; ან
j) რომელიც სხვაგვარად ნათლად ზღუდავს ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის უფლებას ან ნათლად განსაზღვრავს, რომ ხელშემკვრელ იურისდიქციას, სადაც წარმოიშობა შემოსავლის ელემენტი, გააჩნია მისი დაბეგვრის ექსკლუზიური უფლება.
2. პირველი პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულების ნაცვლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ადგენს, რომ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმება გავლენას ვერ იქონიებს ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის საკითხზე.
3. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე;
b) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც უკვე მოიცავს მე-2 პუნქტში აღწერილ დებულებას.
4. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ აქვს მე-3 პუნქტის a) ან b) ქვეპუნქტის დათქმა, დეპოზიტარს უნდა აცნობოს მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება მე-2 პუნქტში აღწერილ დებულებას, და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თითოეული დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერი. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიმართ, მას ჩაანაცვლებს პირველი პუნქტის დებულება. სხვა შემთხვევაში პირველი პუნქტის დებულება ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დებულებები შეუთავსებელია პირველ პუნქტთან.
ნაწილი IV
მუდმივი დაწესებულების სტატუსის არიდება
მუხლი 12 - მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება კომისიის სქემების და მსგავსი სტრატეგიების მეშვეობით
1. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიუხედავად, რომელიც განმარტავს ტერმინს „მუდმივი დაწესებულება“, მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, რომლის თანახმად, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელ იურისდიქციაში პირი მოქმედებს საწარმოს სახელით და, აღნიშნულის ფარგლებში, რეგულარულად აფორმებს კონტრაქტებს, ან რეგულარულად თამაშობს წამყვან როლს კონტრაქტების გაფორმებაში, რომელიც ფორმდება რუტინულად, საწარმოს მიერ რაიმე არსებითი ცვლილების გარეშე, და ამგვარი კონტრაქტები:
a) არის საწარმოს სახელით; ან
b) უკავშირდება მფლობელობის გადაცემას, ან გამოყენების უფლების მინიჭებას, საწარმოს ქონებაზე ან ქონებაზე, რომლის გამოყენების უფლება გააჩნია მას; ან
c) ეხება საწარმოს მიერ მომსახურების გაწევას,ჩაითვლება, რომ საწარმოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება ამ ხელშემკვრელ იურისდიქციაში, ამ პირის მიერ საწარმოსთვის გაწეული ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული საქმიანობა განხორციელდებოდა საწარმოს მიერ ამ ხელშემკვრელ იურისდიქციაში მდებარე ეკონომიკური საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, მაშინ ეს ფიქსირებული ადგილი არ წარმოშობდა მუდმივ დაწესებულებას, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით (რომელის შესაძლოა შეიცვალოს ან კონვენციის საფუძველზე) გათვალისწინებული მუდმივი დაწესებულების განმარტების საფუძველზე.
2. პირველი პუნქტი არ იმოქმედებს, თუ პირი, რომელიც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელ იურისდიქციაში მოქმედებს მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის საწარმოს სახელით, ახორციელებს პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ იურისდიქციაში ეკონომიკურ საქმიანობას როგორც დამოუკიდებელი აგენტი და მოქმედებს საწარმოსთვის მისი ჩვეულებრივი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. ამასთან, როდესაც, პირი მოქმედებს მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე საწარმოს სახელით, რომელთანაც ის არის ახლოს დაკავშირებული, ამ პუნქტის მიზნებისთვის არცერთ ამ საწარმოსთან მიმართებით ეს პირი არ უნდა იქნეს მიჩნეული დამოუკიდებელი აგენტის სტატუსის მქონე პირად.
3.
a) პირველი პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებათა ნაცვლად, რომლის პირობების თანახმად ჩაითვლება, რომ ხელშემკვრელ იურისდიქციაში საწარმოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება (ან პირი ჩაითვლება მუდმივ დაწესებულებად ხელშემკვრელ იურისდიქციაში) პირის მიერ, დამოუკიდებელი აგენტის სტატუსი მქონე პირის გარდა, საწარმოსათვის განხორციელებულ საქმიანობასთან მიმართებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დებულებები არეგულირებენ სიტუაციას, როდესაც ამგვარ პირს გააჩნია და ამ ხელშემკვრელ იურისდიქციაში რეგულარულად ახორციელებს საწარმოს სახელით კონტრაქტების გაფორმების უფლებამოსილებას.
b) მე-2 პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებათა ნაცვლად, რომლის თანახმად ჩაითვლება, რომ ხელშემკვრელ იურისდიქციაში საწარმოს არ გააჩნია მუდმივი დაწესებულება დამოუკიდებელი სტატუსის აგენტის მიერ საწარმოსთვის გაწეულ საქმიანობასთან მიმართებით.
4. მხარე უფლებამოსილია ამ მუხლის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
5. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ გააჩნია მე-4 პუნქტის დათქმა, დეპოზიტარს უნდა აცნობოს, მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი თითოეული მისი შეთანხმება მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერი. პირველი პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიმართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შეტყობინებას აღნიშნულ დებულებასთან მიმართებით.
6. თითოეულმა მხარე, რომელსაც არ გააჩნია მე-4 პუნქტის დებულება, დეპოზიტარს უნდა აცნობოს მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული დებულება მე-3 პუნქტის b) ქვეპუნქტს, ასევე თითოეული ამგვარი დებულების პუნქტის ნომერი და მუხლი. მე-2 პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებასთან მიმართებით, მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას ამ დებულებასთან მიმართებით.
მუხლი 13 - მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება ცალკეული საქმიანობების გათავისუფლების მეშვეობით
1. მხარეს შეუძლია აირჩიოს მე-2 პუნქტის (ვარიანტი A) ან მე-3 პუნქტის (ვარიანტი B) გამოყენება ან არ გამოიყენოს არცერთი მათგანი.
ვარიანტი A
2. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრავს ტერმინს „მუდმივი დაწესებულება“, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ უნდა მოიცავდეს:
a) გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებში (აღნიშნული კონვენციის მიერ მათში ცვლილებების განხორციელებამდე) ჩამოთვლილ საქმიანობებს, რომელიც არ ჩაითვლება მუდმივ დაწესებულებად, იმის მიუხედავად, არის თუ არა მუდმივი დაწესებულების სტატუსიდან ასეთი გამონაკლისი დამოკიდებული საქმიანობის მოსამზადებელ ან დამხმარე ხასიათზე;
b) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსთვის მხოლოდ, ამ პუნქტის a) ქვეპუნქტში განხილული საქმიანობის გარდა, ნებისმიერი სხვა საქმიანობის წარმართვისთვის;
c) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსთვის მხოლოდ ამ პუნქტის a) და b) ქვეპუნქტებში განხილული საქმიანობის ნებისმიერ კომბინაციის წარმართვისთვის,იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი საქმიანობა ან c) ქვეპუნქტის შემთხვევაში, ფიქსირებული ადგილის საქმიანობის ამგვარი ერთობლიობა, ატარებს მოსამზადებელ ან დამხმარე ხასიათს.
ვარიანტი B
3. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიუხედავად, რომელიც განსაზღვრავს ტერმინს „მუდმივი დაწესებულება“, ტერმინი „მუდმივი დაწესებულება“ არ უნდა მოიცავდეს:
a) გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებში (აღნიშნული კონვენციის მიერ მათში ცვლილებების განხორციელებამდე) ჩამოთვლილ საქმიანობებს, რომელიც არ ჩაითვლება მუდმივ დაწესებულებად, იმის მიუხედავად, არის თუ არა მუდმივი დაწესებულების სტატუსიდან ასეთი გამონაკლისი დამოკიდებული საქმიანობის მოსამზადებელ ან დამხმარე ხასიათზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისი დებულება ცალსახად განმარტავს, რომ გარკვეული საქმიანობა არ ჩაითვლება მუდმივ დაწესებულებად იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმიანობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის;
b) საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსთვის მხოლოდ, ამ პუნქტის a) ქვეპუნქტში განხილული საქმიანობის გარდა, ნებისმიერი სხვა საქმიანობის წარმართვისთვის იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქმიანობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის;
c) ფიქსირებული ადგილის ამ პუნქტის a) და b) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისთვის გამოყენებას იმის გათვალისწინებით, რომ საქმიანობის ამგვარი ერთობლიობიდან გამომდინარე ფიქსირებული ადგილის ზოგადი საქმიანობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.
4. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულება (რომელშიც შესაძლოა შევიდეს ცვლილებები მე-2 ან მე-3 პუნქტების საფუძველზე), რომელიც მოიცავს ცალკეული საქმიანობის ჩამონათვალს, რომელიც არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას, არ გავრცელდება საწარმოს ფიქსირებულ ადგილზე, რომელიც გააჩნია ან იყენებს საწარმო, თუ იგივე საწარმო ან მასთან დაკავშირებული საწარმო ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს იმავე ან სხვა ადგილას იმავე ხელშემკვრელ იურისდიქციაში, და :
a) ეს ან სხვა ადგილი წარმოადგენს საწარმოს ან მასთან დაკავშირებული საწარმოს მუდმივ დაწესებულებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებათა საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს მუდმივ დაწესებულებას; ან
b) ორ საწარმოს მიერ ერთსა და იმავე ადგილას წარმართული საქმიანობის ერთობლიობა, ან იგივე საწარმოს მიერ ან დაკავშირებული საწარმოების მიერ სხვადასხვა ადგილას წარმოებული საქმიანობის ერთობლიობა, რომელიც არ არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის,იმის გათვალისწინებით, რომ ერთსა და იმავე ადგილას ორ საწარმოს მიერ წარმართული ეკონომიკური საქმიანობა, ან იმავე საწარმოს ან დაკავშირებული საწარმოების მიერ სხვადასხვა ადგილას წარმართული ეკონომიკური საქმიანობა, წარმოადგენს თანმიმდევრული ეკონომიკური ოპერაციის ურთიერთშემავსებელ ელემენტებს.
5.
a) მე-2 ან მე-3 პუნქტის დებულებები იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებების შესაბამისი ნაწილის ნაცვლად, რომელიც მოიცავს საქმიანობის ცალკეული სახეობების ჩამონათვალს, რომლებიც არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმიანობა ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით (ან გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებების ნაცვლად, რომელსაც გააჩნია მსგავსი მოქმედება);
b) მე-4 პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებებზე (რომელშიც შესაძლოა ცვლილებები შევიდეს მე-2 ან მე-3 პუნქტების საფუძველზე), რომელიც მოიცავს საქმიანობის ცალკეული სახეობების ჩამონათვალს, რომლებიც არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმიანობა ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით (ან გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებზე, რომელსაც გააჩნია მსგავსი მოქმედება).
6. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე; ან
b არ გაავრცელოს მე-2 პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ იმ შეთანხმებებზე, რომელიც ცალსახად განმარტავს, რომ ცალკეული საქმიანობის ჩამონათვალი არ წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თითოეული ამგვარი საქმიანობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის;
c) არ გაავრცელოს მე-4 პუნქტის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
7. თითოეულმა მხარემ, რომელიც პირველი პუნქტის საფუძველზე ირჩევს რომელიმე ვარიანტის გამოყენებას, დეპოზიტარს აცნობებს მის მიერ არჩეული ვარიანტის შესახებ. ამგვარი შეტყობინება ასევე უნდა მოიცავდეს გავრცელების სფეროში შემავალი იმ შეთანხმებათა ჩამონათვალს, რომელიც მოიცავს მე-5 პუნქტის a) ქვეპუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლსა და პუნქტის ნომერს. არჩეული ვარიანტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია აირჩევს იგივე ვარიანტს და შესაბამის შეტყობინებას წარადგენს აღნიშნული დებულების მიმართ.
8. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ გააჩნია მე-6 პუნქტის a) ან c) ქვეპუნქტის დათქმა და არ აურჩევია პირველი პუნქტის რომელიმე ვარიანტი, დეპოზიტორს უნდა აცნობოს, მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი თითოეული მისის შეთანხმება მე-5 პუნქტის b) ქვეპუნქტში აღწერილ დებულებას, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლსა და პუნქტის ნომერს. მე-4 პუნქტის დებულება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი დებულების მიმართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შეტყობინებას აღნიშნული დებულების მიმართ წინამდებარე ან მე-7 პუნქტის საფუძველზე.
მუხლი 14 - კონტრაქტების დანაწევრება
1. მხოლოდ იმ მიზნით, რომ დადგინდეს გადაჭარბებული იქნა თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებებით განსაზღვრული პერიოდი (ან პერიოდები), რომლის შემდეგ ცალკეული პროექტი ან საქმიანობა წარმოშობს მუდმივ დაწესებულებას:
a) როდესაც ხელშემკვრელი იურისდიქციის რეზიდენტი ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში მდებარე ადგილზე, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო ობიექტს, ან სამონტაჟოს, ან საამწყობო პროექტს, ან გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამის დებულებაში განსაზღვრულ სხვა კონკრეტულ პროექტს, ან ახორციელებს აღნიშნულ ადგილთან დაკავშირებულ საზედამხედველო ან საკონსულტაციო საქმიანობას, იმ შემთხვევაში თუ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულება მიუთითებს ამგვარ საქმიანობაზე და ეს საქმიანობები ხორციელდება ერთი ან მეტი პერიოდის განმავლობაში, რომელიც ჯამურად 30 დღეზე მეტია მაგრამ არ აღემატება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამის დებულებებში მითითებულ პერიოდს ან პერიოდებს; და
b) როდესაც პირველად ხსენებულ საწარმოსთან დაკავშირებული ერთი ან მეტი საწარმო ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში ახორციელებს დაკავშირებულ საქმიანობას (ან როდესაც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებები ვრცელდება ამგვარ საქმიანობასთან დაკავშირებულ საზედამხედველო ან საკონსულტაციო საქმიანობაზე) იმავე სამშენებლო ობიექტზე, ან სამონტაჟო, ან საამწყობო პროექტზე, ან გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებით განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ადგილზე, დროის სხვადასხვა პერიოდებით, თითოეული 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში,აღნიშნული დროის სხვადასხვა პერიოდები უნდა დაემატოს პირველად ხსენებული საწარმოს მიერ ამ სამშენებლო ობიექტზე, სამონტაჟო ან საამწყობო პროექტზე, ან გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებით განსაზღვრულ ნებისმიერ სხვა ადგილზე წარმოებული საქმიანობის საერთო დროის ხანგძლივობასა.
2. პირველი პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებების ნაცვლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული დებულებები არეგულირებს მრავალ ნაწილად კონტრაქტების დაყოფის საკითხს, პირველ პუნქტში განხილული საქმიანობის ან გარკვეული პროექტისთვის მუდმივი დაწესებულების არსებობის დასადგენად განსაზღვრული პერიოდის ან პერიოდების გამოყენების თავიდან არიდების მიზნით.
3. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე;
b) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებებზე, რომელიც ეხება ბუნებრივი რესურსების ძებნაძიებას ან მოპოვებას.
4. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ აქვს მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტის დათქმა, დეპოზიტარს აცნობებს, მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება მე-2 პუნქტში აღწერილ დებულებას, რომელზეც არ არის მე-3 პუნქტის b) ქვეპუნქტის დათქმა, და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიმართ, აღნიშნულ დებულებას ჩაანაცვლებს პირველი პუნქტის დებულება მე-2 პუნქტის გათვალისწინებით. სხვა შემთხვევაში, პირველი პუნქტის დებულება ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეუთავსებელია პირველ პუნქტთან.
მუხლი 15 - საწარმოსთან დაახლოვებული პირის განმარტება
1. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიზნებისთვის, რომელიც შეიცვალა მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება კომისიის სქემების და მსგავსი სტრატეგიების მეშვეობით), მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება ცალკეული საქმიანობების გათავისუფლების მეშვეობით), ან მე-14 მუხლის პირველი პუნქტით (კონტრაქტების დანაწევრება), პირი ჩაითვლება საწარმოსთან დაახლოვებულ პირად, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით, ერთი აკონტროლებს მეორეს, ან ორივე მათგანი კონტროლდება ერთიდაიმავე პირების ან საწარმოების მიერ. ნებისმიერ შემთხვევაში, პირი ჩაითვლება საწარმოსთან დაახლოვებულ პირად, თუ ერთი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორეს ბენეფიციური მონაწილეობის 50%-ზე მეტს (ან კომპანიის შემთხვევაში, ერთობლივი ხმის მიცემის და აქციების ღირებულების, ან ბენეფიციური კაპიტალის მონაწილეობის 50%-ზე მეტს), ან თუ სვა პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს პირის და საწარმოს ბენეფიციური მონაწილეობის 50%-ზე მეტს (ან კომპანიის შემთხვევაში, ერთობლივი ხმის მიცემის და აქციების ღირებულების, ან ბენეფიციური კაპიტალის მონაწილეობის 50%-ზე მეტს).
2. მხარე, რომელსაც გააჩნია მე-12 მუხლის მე-4 პუნქტში (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება კომისიის სქემების და მსგავსი სტრატეგიების მეშვეობით), მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის a) ან c) ქვეპუნქტებში (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება ცალკეული საქმიანობების გათავისუფლების მეშვეობით), და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტში (კონტრაქტების დანაწევრება) აღწერილი დათქმა, უფლებამოსილია არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ იმ შეთანხმებებზე, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული დათქმები.
ნაწილი V
დავების გადაჭრის ეფექტიანობის გაუმჯობესება
მუხლი 16 - ურთიერთშეთანხმების პროცედურა
1. როდესაც პირი მიიჩნევს, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი იურისდიქციის ქმედების შედეგად პირის დაბეგვრა არ შეესაბამება ან არ მოვა შესაბამისობაში გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებებთან, ამ პირს, ამ ხელშემკვრელი იურისდიქციების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მიუხედავად შეუძლია თავისი საქმე განსახილველად წარუდგინოს ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს. საქმე წარდგენილი უნდა იქნეს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი ქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.
2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეეძლება საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტოს საკითხი გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ იურისდიქციათა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.
3. ხელშემკვრელი იურისდიქციათა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სირთულე ან დავა. კომპეტენტურ ორგანოებს აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.
4. a) i) პირველი პუნქტის პირველი წინადადება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების (ან შესაბამისი ნაწილების) ნაცვლად ან მისი არარსებობის შემთხვევაში, რომლის თანახმად, თუ პირი მიიჩნევს, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი იურისდიქციის ქმედების შედეგად მისი დაბეგვრა არ შეესაბამება ან არ მოვა შესაბამისობაში გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებებთან, მაშინ ამ პირს ამ ხელშემკვრელი იურისდიქციების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების მიუხედავად თავისი საქმე განსახილველად შეუძლია წარუდგინოს იმ ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, იმ დებულებების ჩათვლით, რომლის თანახმად, ან თუ მისი საკითხი ხვდება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ეროვნებასთან დაკავშირებული არა-დისკრიმინაციის დებულების ქვეშ, პირს შეუძლია თავისი საკითხის წარდგენა იმ ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს;
ii) პირველი პუნქტის მეორე წინადადება გამოიყენება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულების ნაცვლად, რომლის თანახმად, პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში მითითებული საქმე განსახილველად უნდა წარედგინოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც ნაკლებია სამ წელზე გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან; ან გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაში იმ დებულების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ასახავს საკითხის განსახილველად წარდგენის დროის პერიოდს.
b) i) მეორე პუნქტის პირველი წინადადება გამოიყენება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებების ნაცვლად, რომლის თანახმად, თუ კომპეტენტური ორგანო პირველ პუნქტში აღნიშნული პირის მიერ მისთვის წარდგენილ განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეეძლება საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტოს საკითხი გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.
ii) მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება გამოიყენება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებაში იმ დებულებების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ იურისდიქციათა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.
с) i) მე-3 პუნქტის პირველი წინადადება გამოიყენება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებაში იმ დებულების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც განსაზღვრავს, რომ ხელშემკვრელ იურისდიქციათა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებისნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან სირთულე.
ii) მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება გამოიყენება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულების არარსებობის შემთხვევაში, რომლის თანახმად, კომპეტენტურ ორგანოებს აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით.
5. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს პირველი პუნქტის პირველი წინადადების მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე ვინაიდან ის მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს OECD/G20 BEPS ღონისძიებების კომპლექტის დავების გადაჭრის მექანიზმის ეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ მინიმალური სტანდარტი იმის საფუძველზე, რომ გავრცელების სფეროში შემავალი თითოეული მისი შეთანხმებების ფარგლებში (გარდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებისა, რომლის თანახმად პირს შეუძლია საქმე განსახილველად წარუდგინოს ნებისმიერი ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს), როდესაც პირი მიიჩნევს, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი იურისდიქციის ქმედების შედეგად მისი დაბეგვრა არ შეესაბამება ან არ მოვა შესაბამისობაში გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებებთან, ხელშემკვრელი იურისდიქციების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების მიუხედავად ამ პირს ექნება შესაძლებლობა თავისი საქმე განსახილველად წარუდგინოს ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის რეზიდენტსაც იგი წარმოადგენს, ან თუ მისი საკითხი ხვდება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ეროვნებასთან დაკავშირებული არა-დისკრიმინაციის დებულების ქვეშ, თავისი საკითხი წარუდგინოს იმ ხელშემკვრელ იურისდიქციას, რომლის ნაციონალურ პირსაც იგი წარმოადგენს; და ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანო უზრუნველყოფს ორმხრივ შეტყობინებას ან კონსულტაციების წარმოებას მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოსთან იმ საკითხებთან მიმართებით, რომელზეც კომპეტენტური ორგანო, რომელსაც წარედგინა ურთიერთშეთანხმების პროცედურის შესახებ საკითხი, არ მიიჩნევს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციას დასაბუთებულად.
b) არ გაავრცელოს პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც არ ითვალისწინებს გარკვეულ პერიოდს პირველი მუხლის პირველ პუნქტში განხილული საკითხის განსახილველად წარდგენისთვის, იმის საფუძველზე, რომ ის მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს OECD/G20 BEPS ღონისძიებების კომპლექტის დავების გადაჭრის მექანიზმის ეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ მინიმალური სტანდარტი იმის საფუძველზე, რომ გავრცელების სფეროში შემავალი მისი ყველა შეთანხმების მიზნებისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გადასახადის გადამხდელს ექნება შესაძლებლობა საკითხი განსახილველად წარადგინოს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი ქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სულ მცირე სამი წლის განმავლობაში;
c) არ გაავრცელოს მეორე პუნქტის მეორე წინადადების მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, იმის საფუძველზე, რომ გავრცელების სფეროში შემავალი მისი ყველა შეთანხმების მიზნებისთვის:
i) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღწეული ნებისმიერ შეთანხმება ექვემდებარება შესრულებას ხელშემკვრელი იურისდიქციების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად; ან
ii) ის მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს OECD/G20 BEPS ღონისძიებების კომპლექტის დავების გადაჭრის მექანიზმის ეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ მინიმალური სტანდარტი, საგადასახადო ხელშეკრულებაზე ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში აღნიშნულ ხელშეკრულებაში შემდეგი დებულებების ასახვით, რომლის თანახმად:
A. ხელშემკვრელი იურისდიქციები არ მოახდენენ ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის საწარმოს მუდმივ დაწესებულებაზე მიკუთვნებული მოგების კორექტირებას ხელშემკვრელ იურისდიქციებს შორის შეთანხმებული პერიოდის შემდეგ საგადასახადო წლის ბოლოდან, რომელშიც აღნიშნული მოგება მიეწერებოდა მუდმივ დაწესებულებას (ეს დებულება არ იმოქმედებს თაღლითობის, უხეში დაუდევრობისა ან ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევებში); და
B. ხელშემკვრელი იურისდიქციები საწარმოს მოგებაში არ ჩართავენ და შესაბამისად არ დაბეგრავენ მოგებას, რომელიც მას მიეწერებოდა, მაგრამ ურთიერთდამოკიდებული პირების შესახებ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებში მითითებული პირობების გამო მას არ მიეწერა, ორივე ხელშემკვრელ იურისდიქციას შორის შეთანხმებული პერიოდის შემდეგ, რომელიც აითვლება იმ საგადასახადო წლის ბოლოდან, რომელშიც ეს მოგება მიეწერებოდა ამ საწარმოს (ეს დებულება არ იმოქმედებს თაღლითობის, უხეში დაუდევრობისა ან ვალდებულებების განზრახ შეუსრულებლობის შემთხვევებში).
6. a) თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ აქვს მე-5 პუნქტის a) ქვეპუნქტის დათქმა, დეპოზიტარს უნდა აცნობოს მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი თითოეული მისი შეთანხმება მე-4 პუნქტის a) ქვეპუნქტის i) ქვე-ქვეპუნქტში აღწერილ დებულებას, და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებასთან მიმართებით, აღნიშნულ დებულებას ჩაანაცვლებს პირველი პუნქტის პირველი წინადადება. სხვა შემთხვევაში, პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დებულებები შეუთავსებელია ამ წინადადებასთან.
b) თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ გააჩნია მე-5 პუნქტის b) ქვეპუნქტის დათქმა დეპოზიტარს უნდა აცნობოს:
i) გავრცელების სფეროში შემავალი მისი შეთანხმების ჩამონათვალი, რომლის დებულების თანახმად პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული საქმე წარდგენილი უნდა იქნეს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამ წელზე ნაკლები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერი; გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულება უნდა ჩაანაცვლოს პირველი პუნქტის მე-2 წინადადებამ, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით; სხვა შემთხვევაში, ii) ქვე-ქვეპუნქტის გათვალისწინებით, პირველი პუნქტის მე-2 წინადადება ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული დებულებები შეუთავსებელია პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან;
ii) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების ჩამონათვალს, რომლის დებულებით გათვალისწინებული დროის პერიოდი, რომელიც თანახმად პირველი პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული საქმე წარდგენილ უნდა იქნეს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სულ მცირე სამი წელია, ასევე თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერი; პირველი პუნქტის მე-2 წინადადება არ იმოქმედებს გავრცელებების სფეროში შემავალი შეთანხმების მიმართ, თუ რომელიმე ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს აღნიშნულ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი ამ შეთანხმებაზე.
c) თითოეულმა მხარემ დეპოზიტარს უნდა აცნობოს:
i) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების ჩამონათვალი, რომელიც არ მოიცავს მე-4 პუნქტის b) ქვეპუნქტის i) ქვე-ქვეპუნქტში აღწერილ დებულებას; მე-2 პუნქტის პირველი წინადადება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს აღნიშნულ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებასთან დაკავშირებით;
ii) თუ მხარეს არ აქვს მე-5 პუნქტის c) ქვეპუნქტის დათქმა, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების ჩამონათვალი, რომელიც არ მოიცავს მე4 პუნქტის b) ქვეპუნქტის ii) ქვე-ქვეპუნქტში აღწერილ დებულებას; მე-2 პუნქტის მე-2 წინადადება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი ამ შეთანხმების მიართ.
d) თითოეულმა მხარემ დეპოზიტარს უნდა აცნობოს:
i) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ჩამონათვალი, რომელიც არ მოიცავს მე-4 პუნქტის c) ქვეპუნქტის i) ქვე-ქვეპუნქტში აღწერილ დებულებას; მე-3 პუნქტის პირველი წინადადება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი აღნიშნულ შეთანხმებაზე;
ii) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ჩამონათვალი, რომელიც არ მოიცავს მე-4 პუნქტის c) ქვეპუნქტის ii) ქვე-ქვეპუნქტში აღწერილ დებულებას; მე-3 პუნქტის მე-2 წინადადება იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიმართ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი აღნიშნული შეთანხმებაზე.
მუხლი 17 - შესაბამისი კორექტირება
1. როდესაც ხელშემკვრელი იურისდიქცია მისი საწარმოს მოგებაში რთავს - და ბეგრავს შესაბამისად - იმ მოგებას, რომელზეც მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის საწარმო დაიბეგრა ამ მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციაში, და ეს მოგება არის ის მოგება, რომელიც მიეწერებოდა პირველად ხსენებული ხელშემკვრელი იურისდიქციის საწარმოს ამ საწარმოებს შორის ისეთი პირობების არსებობის შემთხვევაში, რომელიც იქნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის, ასეთ შემთხვევაში ამ მეორე ხელშემკვრელმა იურისდიქციამ შესაბამისად უნდა დააკორექტიროს ამ შემოსავალზე დარიცხული გადასახადის ოდენობა. ამგვარი კორექტირების ოდენობის განსაზღვრის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების სხვა დებულებები და საჭიროების შემთხვევაში, ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ კონსულტაციების გამართვა.
2. პირველი პუნქტი იმოქმედებს იმ დებულებების ნაცვლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში, რომლის თანახმად ხელშემკვრელ იურისდიქციას მოეთხოვება მისი საწარმოს მოგებაზე დარიცხულ გადასახადის ოდენობის შესაბამისი კორექტირება, როდესაც მეორე ხელშემკვრელი იურისდიქცია მისი საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად ბეგრავს ამ მოგებას და აღნიშნული შემოსავალი არის ის შემოსავალი, რომელიც მიეწერებოდა ამ მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის საწარმოს ორ საწარმოს შორის ისეთი პირობების არსებობის შემთხვევაში, რომელიც იქნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის.
3. მხარე უფლებამოსილია:
a) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც უკვე მოიცავს მე-2 პუნქტში აღწერილ დებულებას;
b) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე იმის საფუძველზე, რომ აღნიშნულ შეთანხმებებში მე-2 პუნქტში აღწერილი დებულების არარსებობის შემთხვევაში:
i) ის უზრუნველყოფს პირველ პუნქტში აღწერილი შესაბამისი კორექტირებების გაკეთებას; ან
ii) მისი კომპეტენტური ორგანო შეეცდება საკითხი გადაწყვიტოს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ურთიერთდახმარების პროცედურის მუხლის საფუძველზე;
c) არ გაავრცელოს ამ მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებაზე, როდესაც მხარეს გააჩნია მე-16 მუხლის (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) მე-5 პუნქტის c) ქვეპუნქტის ii) ქვე-ქვეპუნქტის დათქმა იმის საფუძველზე, რომ საგადასახადო ხელშეკრულებაზე ორმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში ის დაეთანხმება აღნიშნულ ხელშეკრულებაში ჩადოს პირველ პუნქტში აღწერილი დებულების მსგავსი რედაქციის დებულება იმის გათვალისწინებით, რომ ხელშემკვრელმა იურისდიქციებმა მიაღწიეს შეთანხმებას ამ დებულებასა და მე-16 მუხლის (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) მე-5 პუნქტის c) ქვეპუნქტის ii) ქვექვეპუნქტის დებულებაზე.
4. თითოეულმა მხარემ, რომელსაც არ გააჩნია მე-3 პუნქტის დათქმა, დეპოზიტარს უნდა აცნობოს მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება მე-2 პუნქტში აღწერილ დებულებას, და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერი. როდესაც ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს აღნიშნულ შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულების მიმართ, ამ დებულებას ჩაანაცვლებს პირველი პუნქტის დებულება. სხვა შემთხვევაში, პირველი პუნქტის დებულება ჩაანაცვლებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეუთავსებელია პირველ პუნქტთან.
ნაწილი VI
არბიტრაჟი
მუხლი 18 - VI ნაწილის გამოყენების არჩევანი
მხარეს შეუძლია აირჩიოს ამ ნაწილის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებზე და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისად უნდა აცნობოს დეპოზიტარს. აღნიშნული ნაწილი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შესაბამის შეტყობინებას.
მუხლი 19 - შესასრულებლად სავალდებულო არბიტრაჟი
1. როდესაც:
a) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებები მე-16 მუხლის პირველი პუნქტის (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) საფუძველზე) დებულების თანახმად, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირს შეუძლია საქმე განსახილველად წარუდგინოს ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს, როდესაც ის მიიჩნევს, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი იურისდიქციის ქმედების შედეგად პირის დაბეგვრა არ შეესაბამება ან არ მოვა შესაბამისობაში გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების დებულებებთან (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებების წინამდებარე კონვენციის საფუძველზე), პირის მიერ საქმე განსახილველად წარდგენილი იქნა ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის იმის საფუძველზე, რომ ერთი არ ორივე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს ქმედების შედეგად მისი დაბეგვრა არ განხორციელდა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებების წინამდებარე კონვენციის საფუძველზე) შესაბამისად; და
b) კომპეტენტური ორგანოები ვერ თანხმდებიან საქმის გადაჭრაზე გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ დებულებების შესაბამისად (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებები მე-16 მუხლის მე-2 მუხლის (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) საფუძველზე), რომელიც განსაზღვრავს, რომ ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან საქმის გადაჭრას ორი წლის განმავლობაში, რომელიც აითვლება მე-8 ან მე-9 პუნქტებში აღნიშნული თარიღიდან, საკითხის შესაბამისად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული პერიოდის გასვლამდე ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოები თანხმდებიან საქმის გადაწყვეტის განსხვავებულ პერიოდზე და აღნიშნულის თაობაზე აცნობებენ საქმის წარმდგენ პირს),საქმიდან გამომდინარე ნებისმიერ გადაუჭრელი საკითხი, პირის მიერ წერილობითი ფორმით მოთხოვნის შემთხვევაში, წარდგენილი უნდა იქნეს არბიტრაჟისთვის წინამდებარე ნაწილში აღწერილი პროცედურების შესაბამისად, მე-10 პუნქტის საფუძველზე ხელშემკვრელ იურისდიქციათა კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებული ნებისმიერი წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით.
2. როდესაც კომპეტენტური ორგანო შეაჩერებს პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთშეთანხმების პროცედურას იმის საფუძველზე, რომ ერთ ან რამდენიმე მსგავს საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ან ადმინისტრაციული ტრიბუნალი, ამ შემთხვევაში, პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტში მითითებული პერიოდის ათვლა შეჩერდება სასამართლოს ან ადმინისტრაციული ტრიბუნალის მეირ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ან საქმე შეჩერდება ან გაუქმდება. ამასთან, თუ პირი, რომელმაც წარადგინა საქმე და კომპეტენტური ორგანო შეთანხმდნენ ურთიერთშეთანხმების პროცედურის შეჩერებაზე, მაშინ, პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტში მითითებული პერიოდის ათვლა შეჩერდება საქმის განახლებამდე.
3. როდესაც ორივე ხელშემკვრელი იურისდიქცია თანხმდება, რომ პირმა, რომელსაც უშუალოდ ეხება საქმე, ვერ მოახერხა პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტში მითითებული პერიოდის დაწყების შემდეგ რომელიმე კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დამატებითი არსებითი ინფორმაციის დროულად წარდგენა, მაშინ, პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტში აღნიშნული პერიოდი გაგრძელდება იმ დროის ოდენობით, რომელიც შეესაბამება პერიოდს, რომელიც ინფორმაციის მოთხოვნის და მისი წარდგენის დღეებს შორის გასული პერიოდის ტოლია.
4. a) არბიტრაჟისთვის წარდგენილ საკითზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს ურთიერთშეთანხმების მეშვეობით, რომელიც ეხება პირველ პუნქტში განხილულ საქმეს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოა.
b) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა ორივე
ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის, გარდა შემდეგი შეთხვევებისა:
i) თუ პირი, რომელსაც უშუალოდ ეხება საქმე არ ეთანხმება ურთიერთშეთანხმებას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულება. ასეთ შემთხვევაში, საქმე არ დაიშვება კომპეტენტური ორგანოს მიერ შემდგომი განხილვებისთვის. ჩაითვლება, რომ ურთიერთშეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულებას, არ იქნა მიღებული პირის მიერ რომელსაც უშუალოდ ეხება ეს საქმე, თუ ნებისმიერი პირი, რომელსაც უშუალოდ ეხება საქმე, პირისთვის ურთიერთშეთანხმების შესახებ შეტყობინების გაგზავნის დღიდან 60 დღის განმავლობაში სასამართლოს ან ადმინისტრაციული ტრიბუნალის განხილვიდან არ ამოიღებს ყველა საკითხს, რომელიც გადაჭრილი იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემსრულებელი ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, ან სხვაგვარად არ დაასრულებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ სასამართლო ან ადმინისტრაციული ტრიბუნალის პროცესს აღნიშნული ურთიერთშეთანხმების შესაბამისად.
ii) თუ ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების თანახმად საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას არ გააჩნია სამართლებრივი ძალა. ასეთ შემთხვევაში, პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი არბიტრაჟის მოთხოვნა არ ჩაითვლება წარდგენილად, და ჩაითვლება რომ საარბიტრაჟო წარმოებას არ ქონია ადგილი (გარდა, 21-ე მუხლის (საარბიტრაჟო წარმოების კონფიდენციალურობა) და 25-ე მუხლის (საარბიტრაჟო წარმოების ხარჯები) მიზნებისთვის). ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია არბიტრაჟის ახალი მოთხოვნის წარდგენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპეტენტური ორგანოები თანხმდებიან არ დაუშვან ახალი მოთხოვნა.
iii) თუ პირი, რომელსაც უშუალოდ ეხება საქმე, ნებისმიერ სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ტრიბუნალში წარადგენს სარჩელს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც გადაწყვეტილი იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესრულების შესახებ ურთიერთშეთანხმების ფარგლებში.
5. კომპეტენტურმა ორგანომ, რომელსაც წარედგინა ურთიერთშეთანხმების პროცედურის პირველადი მოთხოვნა პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის შესაბამისად, მოთხოვნის მიღებიდან 2 კალენდარული თვის განმავლობაში:
a) საქმის წარმდგენ პირს უნდა გაუგზავნოს შეტყობინება მოთხოვნის მიღების თაობაზე; და
b) მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს, მოთხოვნის ასლთან ერთად, გაუგზავნოს შეტყობინება აღნიშნული მოთხოვნის შესახებ.
6. ურთიერთშეთანხმების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან (ან მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსგან მოთხოვნის ასლის მიღებიდან) სამი თვის განმავლობაში, კომპეტენტური ორგანო:
a) მოთხოვნის წარმდგენ პირს და კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს, რომ მან მიიღო საჭირო ინფორმაცია საქმის არსებითად განხილვის მიზნით; ან
b) აღნიშნული პირისაგან აღნიშნული მიზნებისათვის მოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
7. თუ მე-6 პუნქტის b) ქვეპუნქტის თანახმად ერთი ან ორივე კომპეტენტური ორგანო მოთხოვნის წარმდგენ პირის თხოვს დამატებით ინფორმაციას საქმის არსებითად განხილვის მიზნით, კომპეტენტურმა ორგანომ, რომელიც ითხოვს დამატებით ინფორმაციას, აღნიშნული პირისაგან დამატებითი ინფორმაციის მიღებიდან სამი კალენდარული თვის განმავლობაში მას და მეორე კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს, რომ:
a) მან მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია; ან
b) მოთხოვნილი ინფორმაცია არ იქნა წარდგენილი სრულად.
8. როდესაც არცერთ კომპეტენტური ორგანო არ ითხოვს დამატებით ინფორმაციას მე-6 პუნქტის b) ქვეპუნქტის საფუძველზე, მაშინ პირველ პუნქტში აღნიშნული ათვლის თარიღი იქნება ორ თარიღს შორის პირველი:
a) მე-6 პუნქტის a) ქვეპუნქტის შესაბამისად მოთხოვნის წარმდგენი პირისათვის ორივე კომპეტენტური ორგანოს მიერ შეტყობინების გაგზავნის დღე; და
b) დღე, რომელიც დადგება მე-5 პუნქტის a) ქვეპუნქტის შესაბამისად მეორე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნის დღიდან სამი კალენდარული თვის შემდეგ.
9. როდესაც დამატებითი ინფორმაცია მოთხოვნილი იქნა მე-6 პუნქტის b) ქვეპუნქტის საფუძველზე, მაშინ პირველ პუნქტში აღნიშნული ათვლის თარიღი იქნება ორ თარიღს შორის პირველი:
a) უგვიანესი დღე, როდესაც კომპეტენტური ორგანოები, რომელმაც მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, მოთხოვნის წარმდგენ პირსა და მეორე კომპეტენტურ ორგანოს აცნობებს მე-7 პუნქტის a) ქვეპუნქტის შესაბამისად; და
b) დღე, რომელიც დადგება ორივე კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნის წარმდგენი პირისაგან, რომელიმე კომპეტენტური ორგანოს მიერ, მოთხოვნილი დამატებით ინფორმაციის მიღების დღიდან სამი კალენდარული თვის შემდეგ.
ამასთან, თუ ერთი ან ორივე კომპეტენტური ორგანო გაუგზავნის მე-7 პუნქტის b) ქვეპუნქტში მითითებულ შეტყობინებას, აღნიშნული შეტყობინება განხილული უნდა იქნეს როგორც დამატებითი ინფორმაციის შესახებ მოთხოვნა მე-6 პუნქტის b) ქვეპუნქტის შესაბამისად.
10. ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების იმ მუხლის თანახმად, რომელიც ეხება ურთიერთშეთანხმების პროცედურას) გადაწყვეტენ წინამდებარე ნაწილის გამოყენების პირობებს, მათ შორის საქმის არსებითად განხილვისთვის თითოეული კომპეტენტური ორგანოსათვის საჭირო მინიმალურ ინფორმაციას. ამგვარი შეთანხმება გაფორმებული უნდა იქნეს არბიტრაჟისთვის საქმის გადაუჭრელი საკითხების წარდგენის ნებართვის წარმოშობის დღემდე და პერიოდულად შესაძლებელია მასში ცვლილებების შეტანა.
11. გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებზე წინამდებარე მუხლის მოქმედების მიზნებისთვის, მხარე უფლებამოსილია პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტში მითითებული 2-წლიანი პერიოდი ჩაანაცვლოს 3-წლიანი პერიოდით.
12. წინამდებარე მუხლის სხვა დებულებების მიუხედავად, მხარე უფლებამოსილია ქვემოთ აღნიშნული წესები გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებებზე:
a) ნებისმიერი გადაუჭრელი საკითხი, რომელიც სხვაგვარად წარმოიშობა ურთიერთშეთანხმების პროცედურის საქმის ფარგლებში და რომელზეც ვრცელდება წინამდებარე კონვენციის საარბიტრაჟო წარმოება, არ წარედგინება არბიტრაჟისთვის, თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რომელიც ხელშემკვრელი იურისდიქციის სასამარლოს ან
ადმინისტრაციულ ტრიბუნალს გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება;
b) საარბიტრაჟო პროცესი უნდა დასრულდეს, თუ არბიტრაჟის მოთხოვნის წარდგენის შემდეგ, მაგრამ საარბიტრაჟო კოლეგიის მიერ ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაწყვეტილების მიწოდებამდე ნებისმიერ დროს ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქციის სასამართლო ან ადმინისტრაციული ტრიბუნალი გამოიტანს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მუხლი 20 - არბიტრთა დანიშვნა
1. გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ხელშემკვრელი იურისდიქციათა კომპეტენტური ორგანოები თანხმდებიან სხვა წესებზე, წინამდებარე ნაწილის მიზნებისთვის გამოიყენება მე-2-მე-4 პუნქტები.
2. წინამდებარე წესები არეგულირებს საარბიტრაჟო კოლეგიის წევრების დანიშვნას:
a) საარბიტრაჟო კოლეგია შედგება 3 დამოუკიდებელი წევრისაგან, რომელსაც გააჩნია პროფესიული ცოდნა ან გამოცდილება საერთაშორისო საგადასახადო საკითხებში.
b) თითოეულმა ხელშემკვრელმა იურისდიქციამ უნდა დანიშნოს საარბიტრაჟო კოლეგიის ერთი წევრი, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის (შესასრულებლად სავალდებულო არბიტრაჟი) შესაბამისად არბიტრაჟის მოთხოვნის წარდგენიდან 60 დღის განმავლობაში. აღნიშნული წესით დანიშნული საარბიტრაჟო კოლეგიის 2 წევრი, მათ შორის უგვიანეს დანიშნული დღიდან 60 დღის განმავლობაში ნიშნავენ მე-3 წევრს, რომელიც იქნება საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარე. თავმჯდომარე არ უნდა იყოს რომელიც ხელშემკვრელი იურისდიქციის ნაციონალური პირი ან რეზიდენტი.
c) საარბიტრაჟო კოლეგიაში დანიშნული პირი უნდა იყოს მიუკერძოებელი და დანიშვნის თანხმობის დღისთვის დამოუკიდებელი კომპეტენტური ორგანოებისაგან, საგადასახადო ადმინისტრაციებისაგან და ხელშემკვრელი იურისდიქციათა ფინანსთა სამინისტროებისაგან, ასევე ყველა იმ პირებისაგან, რომელსაც უშუალოდ ეხება საქმე (მათი მრჩეველების ჩათვლით), შეინარჩუნოს მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა საარბიტრაჟო წარმოების განმავლობაში და შემდგომში გონივრული დროის განმავლობაში თავი აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა ზიანია მიაყენოს აღნიშნულ წარმოებასთან მიმართებით არბიტრთა მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას.
3. იმ შემთხვევაში თუ, ხელშემკვრელი იურისდიქცია ვერ უზრუნველყოფს საარბიტრაჟო კოლეგიის წევრის დანიშვნას მე-2 პუნქტის ან ხელშემკვრელ იურისდიქციათა კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებული წესებისა და დროის განმავლობაში, ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო კოლეგიის წევრი დაინიშნება კომპეტენტური ორგანოს სახელით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრის ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე ხელშემკვრელი იურისდიქციის ნაციონალურ პირს.
4. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო კოლეგიის პირველი 2 წევრი ვერ უზრუნველყოფენ თავმჯდომარეს დანიშვნას მე-2 პუნქტის ან ხელშემკვრელ იურისდიქციათა კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებული წესებისა და დროის განმავლობაში, ამ შემთხვევაში თავმჯდომარე დაინიშნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრის ყველაზე მაღალი თანამდებობის მქონე პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს რომელიმე ხელშემკვრელი იურისდიქციის ნაციონალური პირს.
მუხლი 21 - საარბიტრაჟო წარმოების კონფიდენციალურობა
1. მხოლოდ წინამდებარე ნაწილის დებულებების და გავრცელების სფეროში შემავალი შესაბამისი შეთანხმების დებულებების და ინფორმაციის გაცვლის, კონფიდენციალურობის და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ ხელშემკვრელი იურისდიქციის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენების მიზნებისთვის, საარბიტრაჟო კოლეგიის წევრები, და თითოეული წევრზე არაუმეტეს სამი თანამშრომელი (და საარბიტრაჟო კოლეგიის სავარაუდო წევრები, მხოლოდ საარბიტრაჟო კოლეგიის წევრობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის დადასტურების მიზნით) მიჩნეული იქნებიან პირებად ან ორგანოებად, რომლებზეც დაშვებულია ინფორმაციის გამჟღვანება. საარბიტრაჟო კოლეგიის წევრების ან სავარაუდო წევრების მიერ მიღებული ინფორმაცია და საარბიტრაჟო კოლეგიიდან კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ინფორმაცია განიხილება, როგორც გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ინფორმაციის გაცვლის და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შესაბამისი დებულებების ფარგლებში გაცვლილი ინფორმაცია.
2. ხელშემკვრელი იურისდიქციათა კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ, რომ საარბიტრაჟო კოლეგიის წევრები და მათი თანამშრომლები საარბიტრაჟო წარმოებაში ჩართვამდე წერილობით დაადასტურონ, რომ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერ ინფორმაციას განიხილავენ კონფიდენციალურობის ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრულია ინფორმაციის გაცვლის და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისი დებულებით და ხელშემკვრელ იურისდიქციაში მოქმედი კანონმდებლობით.
მუხლი 22 - საქმის გადაჭრა არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე
წინამდებარე ნაწილის და გავრცელების სფეროში შემავალი შესაბამისი შეთანხმების დებულების მიზნებისთვის, რომელიც ითვალისწინებს საქმის გადაწყვეტას ურთიერთშეთანხმების პროცედურის მეშვეობით, საქმესთან მიმართებით ურთიერთშეთანხმების პროცედურა ასევე საარბიტრაჟო წარმოება უნდა დასრულდეს, თუ არბიტრაჟის შესახებ მოთხოვნის წარდგენიდან მაგრამ ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსათვის საარბიტრაჟო კოლეგიის გადაწყვეტილების წარდგენამდე ნებისმიერ დროს,:
a) ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოებს შორის მიღწეული იქნა ურთიერთშეთანხმება საქმის გადაწყვეტის მიზნით; ან
b) საქმის წარმდგენი პირის მიერ გაუქმებული იქნა არბიტრაჟის ან ურთიერთდახმარების პროცედურის შესახებ მოთხოვნა.
მუხლი 23 - არბიტრაჟის წარმოების სახეობა
1. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოები თანხმდებიან სხვა წესებზე, წინამდებარე ნაწილის შესაბამისად არბიტრაჟის წარმოებასთან მიმართებით გამოყენებული იქნება წინამდებარე წესები:
a) არბიტრაჟისთვის საქმის წარდგენის შემდეგ, თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურმა ორგანომ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში საარბიტრაჟო კოლეგიას უნდა წარუდგინოს გადაწყვეტილების პროექტი საქმის გადაუჭრელ საკითხთან (ებთან) დაკავშირებით (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტურ ორგანოებს შორის ადრე მიღწეული შეთანხმებების გათვალისწინებით). გადაწყვეტილების პროექტი უნდა შემოიფარგლებოდეს კონკრეტული ფულადი სახსრების (მაგალითად, შემოსავლების ან ხარჯების) განკარგვით ან, თუ ამგვარად განსაზღვრულია, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ფარგლებში დარიცხული გადასახადის განაკვეთებს თითოეულ კორექტირებულ ოდენობაზე ან საქმის მსგავს საკითხზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოები ვერ თანხმდებიან გავრცელების სფეროში შემავალი შესაბამისი შეთანხმების დებულების გამოყენების პირობებზე (შემდგომში ხსენებული როგორც „ზღვრული საკითხი“), როგორიცაა მაგალითად, არის თუ არა ფიზიკური პირი რეზიდენტი ან არსებობს თუ არა მუდმივი დაწესებულება, მაშინ კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლია შესთავაზოს ალტერნატიული გადაწყვეტილების პროექტი საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მასზე გადაწყვეტილება დამოკიდებულია ამგვარი ზღვრულ საკითხზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე.
b) თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია საარბიტრაჟო კოლეგიას განსახილველად წარუდგინოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი. თითოეულმა კომპეტენტურმა ორგანომ, რომელიც წარადგენს გადაწყვეტილების პროექტს ან პოზიციის ამსახველ დოკუმენტს, გადაწყვეტილების პროექტისა და პოზიციის ამსახველი დოკუმენტის წარდგენის ვადებში მათი ასლები ასევე უნდა წარუდგინოს მეორე კომპეტენტურ ორგანოს. შეთანხმებით განსაზღვრულ ვადებში, თითოეულ კომპეტენტურ ორგანოს ასევე შეუძლია საარბიტრაჟო კოლეგიას წარუდგინოს საპასუხო დოკუმენტი მეორე კომპეტენტური ორგანოს მიერ წარდგენილ გადაწყვეტილების პროექტსა და პოზიციის ამსახველ დოკუმენტზე. ნებისმიერი საპასუხო დოკუმენტის ასლი, მისი წარდგენის ვადებში, ასევე უნდა წარედგინოს მეორე კომპეტენტურ ორგანოს.
c) თავიანთი გადაწყვეტილების სახით საარბიტრაჟო კოლეგიამ თითოეულ საკითხთან და ზღვრულ საკითხთან დაკავშირებით უნდა აირჩიოს კომპეტენტური ორგანოების მიერ წარდგენილი ერთ-ერთი გადაწყვეტილების პროექტი და უნდა მოიცავდეს გადაწყვეტილების ახსნა-განმარტებას ან სხვაგვარ დასაბუთებას. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება საარბიტრაჟო კოლეგიის წევრთა უბრალო უმრავლესობით. არბიტრაჟის კოლეგიის გადაწყვეტილება
ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოებს წარედგინება წერილობითი ფორმით. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ უნდა მიენიჭოს პრეცედენტის სახე.
2. გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე წინამდებარე მუხლის მოქმედების მიზნებისათვის, მხარე უფლებამოსილია პირველი პუნქტის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალი მის შეთანხმებებზე. ასეთ შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ხელშემკვრელი იურისდიქციები თანხმდებიან სხვაგვარ წესებზე, არბიტრაჟის წარმოებასთან მიმართ გამოყენებული იქნება შემდეგი წესები:
a) არბიტრაჟისთვის საქმის წარდგენის შემდეგ, ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურმა ორგანომ გაუმართლებელი შეფერხების გარეშე კოლეგიის ყველა წევრს უნდა მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭირო იქნება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებისთვის. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოები სხვაგვარად შეთანხმდნენ, ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც არ იყო ხელმისაწვდომი ორივე კომპეტენტური ორგანოსთვის მათ მიერ არბიტრაჟის მოთხოვნის მიღებამდე არ იქნება მიღებული მხედველობაში გადაწყვეტილების გამოტანისას.
b) არბიტრაჟისთვის წარდგენილ საქმეზე საარბიტრაჟო კოლეგია გადაწყვეტილებას გამოიტანს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებების შესაბამისად და, აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, ხელშემკვრელი იურისდიქციათა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად. საარბიტრაჟო კოლეგიის წევრებმა ასევე უნდა მიიღონ მხედველობაში სხვა წყაროებიც, რომელიც შესაძლოა ცალსახად განისაზღვროს ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
c) ხელშემკვრელ იურისდიქციათა კომპეტენტურ ორგანოებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება წარედგინება წერილობით და უნდა შეიცავდეს მითითებას საკანონმდებლო წყაროებზე და მსჯელობას, რომლის საფუძველზეც იქნა გამოტანილი აღნიშნული გადაწყვეტილება. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება საარბიტრაჟო პანელის წევრთა უბრალო უმრავლესობით. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ უნდა მიენიჭოს პრეცედენტის სახე.
3. მხარე, რომელსაც არ გააჩნია მე-2 პუნქტში აღწერილი დათქმა, უფლებამოსილია ამ მუხლის წინა პუნქტების მოქმედება არ გაავრცელოს მოქმედების სფეროში შემავალ შეთანხმებებზე იმ მხარეებთან, რომლებსაც გააჩნია აღნიშნული დათქმა. ასეთ შემთხვევაში, თითოეული ამგვარი გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგინონ არბიტრაჟის სახეობა, რომელიც გამოყენებული იქნება გავრცელების სფეროში შემავალი ამგვარი შეთანხმების მიმართ. აღნიშნულის შესახებ შეთანხმების მიღწევამდე, მე19 მუხლი (სავალდებულოდ შესასრულებელი არბიტრაჟი) არ იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალ ამგვარ შეთანხმებაზე.
4. მხარეს ასევე შეუძლია აირჩიოს მე-5 პუნქტის მოქმედება გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებაზე და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისად უნდა აცნობოს დეპოზიტარს. მე-5 პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ორივე ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის, როდესაც ერთ-ერთი ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს ამგვარ შეტყობინებას.
5. არბიტრაჟის წარმოების დაწყებამდე, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თითოეული პირი, რომელმაც წარადგინა მოთხოვნა და მათი მრჩეველები წერილობით ადასტურებენ, რომ არცერთ პირს არ გაუმჟღავნებენ საარბიტრაჟო წარმოების ფარგლებში კომპეტენტური ორგანოსგან ან საარბიტრაჟო კოლეგიისაგან მიღებულ არანაირ ინფორმაციას. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ურთიერთშეთანხმების პროცედურა, ასევე წინამდებარე ნაწილის არბიტრაჟი საქმესთან მიმართებით უნდა დასრულდეს, თუ არბიტრაჟის შესახებ მოთხოვნის წარდგენის შემდგომ და ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსათვის საარბიტრაჟო კოლეგიის მიერ გადაწყვეტილების მიწოდებამდე ნებისმიერ დრო, პირმა, რომელმაც წარადგინა საქმე ან ამ პირის ერთ-ერთმა მრჩეველმა არსებითად დაარღვია აღნიშნული შეთანხმება.
6. მე-4 პუნქტის მიუხედავად, მხარე, რომელიც არ ირჩევს მე-5 პუნქტის გამოყენებას, უფლებამოსილია მე-5 პუნქტის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ ერთ ან რამდენიმე ან გავრცელების სფეროში შემავალ მის ყველა შეთანხმებაზე.
7. მხარე, რომელიც ირჩევს მე-5 პუნქტის გამოყენებას, უფლებამოსილია წინამდებარე ნაწილის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალი არცერთ შეთანხმებაზე, რომლის მეორე ხელშემკვრელ იურისდიქციას გააჩნია დათქმა მე-6 პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 24 - შეთანხმება განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე
1. გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებზე წინამდებარე ნაწილის მოქმედების მიზნით, მხარეს შეუძლია აირჩიოს მე-2 პუნქტი და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისად აცნობოს დეპოზიტარს. მე-2 პუნქტი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ორივე ხელშემკვრელ იურისდიქციაზე მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს აღნიშნულ შეტყობინებას.
2. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის (სავალდებულოდ შესასრულებელი არბიტრაჟი) მიუხედავად, წინამდებარე ნაწილის შესაბამისად გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ ჩაითვლება სავალდებულოდ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციებისათვის და არ დაექვემდებარება შესრულებას, თუ არბიტრაჟის მიერ ხელშემკვრელ იურისდიქციათა კომპეტენტური ორგანოებისათვის გადაწყვეტილების წარდგენიდან სამი კალენდარული თვის განმავლობაში ისინი შეთანხმდნენ განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე ყველა გადაუჭრელ საკითხთან დაკავშირებით.
3. მხარე, რომელიც ირჩევს მე-2 პუნქტის გამოყენებას, უფლებამოსილია მე-2 პუნქტის მოქმედება გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ მხოლოდ იმ შეთანხმებებზე, რომელის მიმართ გამოიყენება 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი (არბიტრაჟის წარმოების სახეობა).
მუხლი 25 - არბიტრაჟის წარმოების ხარჯები
წინამდებარე ნაწილის შესაბამისად წარმოებული არბიტრაჟის ფარგლებში საარბიტრაჟო კოლეგიის საფასური და ხარჯები, ასევე საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის წარმოშობილი ნებისმიერი ხარჯი, გაწეული უნდა იქნეს ხელშემკვრელი იურისდიქციების მიერ, მათ კომპეტენტურ ორგანოებს შორის მიღწეული ურთიერთშეთანხმების შესაბამისად. ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქცია გაწევს თავიანთ და მის მიერ დანიშნული კოლეგიის წევრის ხარჯებს. საარბიტრაჟო კოლეგიის თავმჯდომარის, ასევე საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს თანაბრად გაწევს ორივე ხელშემკვრელი იურისდიქცია.
მუხლი 26 - თავსებადობა
1. მე-18 მუხლის (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი) გათვალისწინებით, წინამდებარე ნაწილი იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ნაცვლად ან მათი არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ითვალისწინებს არბიტრაჟს ურთიერთშეთანხმების პროცედურის ფარგლებში განხილული საქმიდან გამომდინარე ყველა გადაუჭრელ საკითხთან დაკავშირებით. თითოეული მხარე, რომელიც ირჩევს წინამდებარე ნაწილის გამოყენებას, დეპოზიტარს აცნობებს, მოიცავს თუ არა გავრცელების სფეროში შემავალი მისი თითოეული შეთანხმება, გარდა იმ შეთანხმებებისა რომელზეც ვრცელდება მე-4 პუნქტის დათქმა, ამგვარ დებულებას და მათი არსებობის შემთხვევაში, თითოეული ამგვარი დებულების მუხლისა და პუნქტის ნომერს. როდესაც ორივე ხელშემკვრელი იურისდიქცია წარადგენს შეტყობინებას გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიმართ, აღნიშნულ დებულებას ჩაანაცვლებს წინამდებარე ნაწილის დებულება როგორც ხელშემკვრელ იურისდიქციათა შორის.
2. ურთიერთშეთანხმების პროცედურის ფარგლებში განხილული საქმიდან გამომდინარე ნებისმიერი გადაუჭრელი საკითხი, რომელის სხვაგვარად ხვდება წინამდებარე ნაწილით გათვალისწინებული არბიტრაჟის წარმოების მოქმედების სფეროში არ უნდა იქნეს წარდგენილი არბიტრაჟისთვის, თუ საკითხი მოქცეულია ისეთი საქმის ფარგლებში, რომელზეც წარსულში შექმნილი იყო საარბიტრაჟო კოლეგია ან მსგავსი ორგანო ორმხრივი ან მრავალმხრივი კონვენციის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სავალდებულოდ შესასრულებელ არბიტრაჟს ურთიერთშეთანხმების პროცედურის ფარგლებში განხილული საქმიდან გამომდინარე გადაუწყვეტელ საკითხებთან დაკავშირებით.
3. პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წინამდებარე ნაწილი არ აფერხებს ურთიერთშეთანხმების პროცედურის ფარგებში წარმოშობილი გადაუჭრელ საკითხებთან მიმართებით არბიტრაჟის უფრო ფართო ვალდებულებების შესრულებას, რომელიც გამომდინარეობს სხვა კონვენციებიდან, რომლის მხარეებს წარმოადგენს ან მომავალში იქნებიან ხელშემკვრელი იურისდიქციები.
4. მხარე უფლებამოსილია წინამდებარე ნაწილის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ ერთ ან რამდენიმე შეთანხმებაზე (ან გავრცელების სფეროში შემავალ არც ერთ შეთანხმებაზე), რომელიც უკვე ითვალისწინებს ურთიერთშეთანხმების პროცედურის ფარგლებში განხილული საქმიდან წარმოშობილ გადაუჭრელ საკითხებზე სავალდებულოდ შესასრულებელი არბიტრაჟის წარმოებას.
ნაწილი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 27 - ხელმოწერა და რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება
1. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წინამდებარე კონვენცია ღიაა ხელმოწერისთვის:
a) ყველა სახელმწიფოსთვის;
b) გერნსისთვის (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო); მენის კუნძულისთვის (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო); ჯერსისთვის (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო); და
c) ნებისმიერი სხვა იურისდიქციისთვის, რომელიც უფლებამოსილია გახდეს კონვენციის მხარე, მხარეთა და ხელმომწერთა კონსენსუსის საფუძველზე გადაწყვეტილების თანახმად.
2. კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას.
მუხლი 28 - დათქმები
1. მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, ამ კონვენციასთან მიმართებით არ დაიშვება დათქმა გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც ცალსახადაა ნებადართული:
a) მე-3 მუხლის (გამჭვირვალე ერთეულები) მე-5 პუნქტით;
b) მე-4 მუხლის (ორმაგი რეზიდენტობის მქონე ერთეულები) მე-3 პუნქტით;
c) მე-5 მუხლის (ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდების გამოყენება) მე-8 და მე-9 პუნქტებით;
d) მე-6 მუხლის (გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიზანი) მე-4 პუნქტით;
e) მე-7 მუხლის (საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების აღკვეთა) მე-15 და მე-16 პუნქტებით;
f) მე-8 მუხლის (დივიდენდების გაცემა) მე-3 პუნქტით;
g) მე-9 მუხლის (აქციების გასხვისებით ან უმეტესად უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ერთეულებში წილების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავალი) მე-6 პუნქტით;
h) მე-10 მუხლის (მესამე იურისდიქციაში მდებარე მუდმივი დაწესებულების ბოროტად გამოყენების აღკვეთის წესები) მე-5 პუნქტით;
i) მე-11 მუხლის (საგადასახადო შეთანხმებების გამოყენება, მხარის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის უფლების შეზღუდვის მიზნით) მე-3 პუნქტით;
j) მე-12 მუხლის (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება კომისიის სქემების და მსგავსი სტრატეგიების მეშვეობით) მე-4 პუნქტით;
k) მე-13 მუხლის (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება ცალკეული საქმიანობების გათავისუფლების მეშვეობით) მე-6 პუნქტით;
l) მე-14 მუხლის (კონტრაქტების დანაწევრება) მე-3 პუნქტით;
m) მე-15 მუხლის (საწარმოსთან დაკავშირებული პირის განმარტება) მე-2 პუნქტით;
n) მე-16 მუხლის (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) მე-5 პუნქტით;
o) მე-17 მუხლის (შესაბამისი კორექტირება) მე-3 პუნქტით;
p) მე-19 მუხლის (შესასრულებლად სავალდებულო არბიტრაჟი) მე-11 და მე-12 პუნქტებით;
q) 23-ე მუხლის (არბიტრაჟის წარმოების სახეობა) მე-2, მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებით;
r) 24-ე მუხლის (შეთანხმება განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე) მე-3 პუნქტით;
s) 26-ე მუხლის (თავსებადობა) მე-4 პუნქტით;
t) 35-ე მუხლის (ამოქმედება) მე-6 და მე-7 პუნქტებით; და
u) 36-ე მუხლის (VI ნაწილის მოქმედება) მე-2 პუნქტით.
2. a) პირველი პუნქტის მიუხედავად, მხარეს, რომელიც მე-18 მუხლის (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი) თანახმად ირჩევს VI ნაწილის (არბიტრაჟი) გამოყენებას, შეუძლია ერთი ან რამდენიმე დათქმის გაკეთება VI ნაწილის (არბიტრაჟი) საფუძველზე არბიტრაჟზე დასაშვები საკითხების სფეროსთან დაკავშირებით. მხარეს, რომელიც მე-18 მუხლის (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი) თანახმად ირჩევს VI ნაწილის (არბიტრაჟი) გამოყენებას მის შემდეგ, როდესაც ის გახდა კონვენციის მხარე, დათქმა აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა გაკეთდეს მხარის მიერ მე-18 მუხლის (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი) თანახმად დეპოზიტარისათვის შეტყობინების წარდგენის დროს.
b) a) ქვეპუნქტის თანახმად გაკეთებული დათქმები ექვემდებარება მიღებას. a) ქვეპუნქტის თანახმად გაკეთებული დათქმა ჩაითვლება მიღებულად მხარის მიერ, თუ დეპოზიტორისგან შეტყობინების მიღების დღიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში, ან თავიანთი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის წარდგენის დღისთვის, ორ თარიღს შორის უგვიანეს დღეს, დეპოზიტარს არ აცნობებს, რომ ის ეწინააღმდეგება აღნიშნულ დათქმას. მხარეს, რომელიც მე-18 მუხლის (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი) თანახმად ირჩევს VI ნაწილის (არბიტრაჟი) გამოყენებას მის შემდეგ, როდესაც ის კონვენციის მხარე გახდა, სხვა მხარეების მიერ a) ქვეპუნქტის თანახმად მანამდე გაკეთებული დათქმებთან მიმართებით წინააღმდეგობის გამოხატვა შესაძლებელია პირველად ხსენებული მხარის მიერ მე-18 მუხლის (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი) თანახმად შეტყობინების წარდგენის დროს. როდესაც მხარე ეწინააღმდეგება a) ქვეპუნქტის თანახმად გაკეთებულ დათქმას, VI ნაწილი (არბიტრაჟი) არ იმოქმედებს იმ მხარეებს შორის რომლმაც წარადგინა დათქმა და რომელიც მას ეწინააღმდეგება.
3. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ კონვენციის დებულებებით სხვაგვარად არის განსაზღვრული, პირველი ან მე-2 პუნქტების შესაბამისად გაკეთებული დათქმები:
a) დათქმის წარმდგენი მხარისთვის მეორე მხარესთან მიმართებით, დათქმის ფარგლებში ცვლის წინამდებარე კონვენციის დებულებებს, რომელსაც ეხება აღნიშნული დათქმები; და
b) ანალოგიურად ცვლის აღნიშნულ დებულებებს მეორე მხარისთვისაც, დათქმის წარმდგენ მხარესთან მიმართებით.
4. როდესაც დათქმა ვრცელდება იურისდიქციის ან ტერიტორიის მიერ ან მათი სახელით, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზე არის მხარე პასუხისმგებელი, გაფორმებულ გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებზე და აღნიშნული იურისდიქცია ან ტერიტორია არ წარმოდგენს კონვენციის მხარეს 27-ე მუხლის (ხელმოწერა და რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება) პირველი პუნქტის b) ან c) ქვეპუნქტების თანახმად, აღნიშნული დათქმა უნდა გაკეთდეს უფლებამოსილი მხრის მიერ და შესაძლოა განსხვავდებოდეს ამ მხარის მიერ გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმების მიმართ გაკეთებული დათქმებისგან.
5. დათქმები უნდა გაკეთდეს ხელმოწერის ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის დეპონირების დროს, წინამდებარე მუხლის მე-2, მე6 და მე-9 პუნქტების, ასევე 29-ე მუხლის (შეტყობინება) მე-5 პუნქტის გათვალისწინებით. ამასთან, მხარეს მიერ მე-18 მუხლის (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი) თანახმად VI ნაწილის (არბიტრაჟი) გამოყენების არჩევის შემთხვევაში, მის შემდეგ როდესაც ის გახდა კონვენციის მხარე, წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის p), q), r) და s) ქვე-ქვეპუნქტებში აღწერილი დათქმა უნდა გაკეთდეს მხარის მიერ დეპოზიტარისათვის მე-18 მუხლის (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი) თანახმად შეტყობინების წარდგენის დროს.
6. იმ შემთხვევაში, თუ დათქმები კეთდება ხელმოწერის დროს, აუცილებელია მათი დადასტურება რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტის წარდგენის დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დათქმების შესახებ დოკუმენტი ცალსახად ადასტურებს რომ დათქმები საბოლოოა, წინამდებარე მუხლის მე-2, მე-5 და მე-9 პუნქტების, ასევე 29-ე მუხლის (შეტყობინება) მე-5 პუნქტის გათვალისწინებით.
7. იმ შემთხვევაში, თუ დათქმები არ კეთდება ხელმოწერისას, აღნიშნულ დროს დეპოზიტარს უნდა წარედგინოს დათქმების სავარაუდო ჩამონათვალი.
8. თითოეული წინამდებარე შესაბამისი დებულების თანახმად გაკეთებული დათქმებთან მიმართებით, მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის ii) ქვე-ქვეპუნქტის საფუძველზე წარდგენილი შეთანხმებათა ჩამონათვალი, რომელზეც ვრცელდება დათქმების მოქმედება შესაბამისი დებულებების თანახმად (და წინამდებარე დებულების ნებისმიერ იმ დათქმასთან მიმართებით, გარდა c), d) და n) ქვეპუნქტებში ჩამოთვლილისა, თითოეული ამგვარი დებულების პუნქტისა და მუხლის ნომერი), წარდგენილი უნდა იქნეს დათქმების გაკეთების დროს:
a) მე-3 მუხლის (გამჭვირვალე ერთეულები) მე-5 პუნქტის b), c), d), e) და g) ქვეპუნქტები;
b) მე-4 მუხლის (ორმაგი რეზიდენტობის მქონე ერთეულები) მე-3 პუნქტის b),c) და d) ქვეპუნქტები;
c) მე-5 მუხლის (ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდების გამოყენება) მე-8 და მე-9 პუნქტები;
d) მე-6 მუხლის (გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიზანი) მე-4 პუნქტი;
e) მე-7 მუხლის (საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების აღკვეთა) მე-15 პუნქტის b) და c) ქვეპუნქტები;
f) მე-8 მუხლის (დივიდენდები გაცემა) მე-3 პუნქტის b) ქვეპუნქტის i), ii) და iii) ქვე-ქვეპუნქტები;
g) მე-9 მუხლის (აქციების გასხვისებით ან უმეტესად უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ერთეულებში წილების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავალი) მე-6 პუნქტის d), e) და f) ქვეპუნქტები;
h) მე-10 მუხლის (მესამე იურისდიქციაში მდებარე მუდმივი დაწესებულების ბოროტად გამოყენების აღკვეთის შესახებ წესები) მე-5 პუნქტის b) და c) ქვეპუნქტები;
i) მე-11 მუხლის (საგადასახადო შეთანხმებების გამოყენება, მხარის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის უფლების შეზღუდვის მიზნით) მე-3 პუნქტის b) ქვეპუნქტი;
j) მე-13 მუხლის (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება ცალკეული საქმიანობებით გათავისუფლების მეშვეობით) მე-6 პუნქტის b) ქვეპუნქტი;
k) მე-14 მუხლის (კონტრაქტების დანაწევრება) მე-3 პუნქტის b) ქვეპუნქტი;
l) მე-16 მუხლის (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) მე-5 პუნქტის b) ქვეპუნქტი;
m) მე-17 მუხლის (შესაბამისი კორექტირება) მე-3 პუნქტის a) ქვეპუნქტი;
n) 23-ე მუხლის (არბიტრაჟის წარმოების სახეობა) მე-6 პუნქტი;
o) 26-ე მუხლის (თავსებადობა) მე-4 პუნქტი;
ზემოთ აღნიშნული a)– o) ქვეპუნქტებში აღწერილი დათქმები არ გავრცელება გავრცელების სფეროში შემავალ არცერთ შეთანხმებაზე, რომელიც არ არის შეყვანილი ამ პუნქტში აღნიშნულ ჩამონათვალში.
9. ნებისმიერ მხარეს, რომელმაც გააკეთა დათქმა პირველი ან მეორე პუნქტების შესაბამისად ნებისმიერ დროს შეუძლია მისი გაუქმება ან უფრო შეზღუდული ხასიათის მქონე სხვა დათქმით ჩანაცვლება დეპოზიტარისათვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მეშვეობით. აღნიშნულმა მხარემ ნებისმიერი დამატებითი დათქმა უნდა გააკეთოს 29 მუხლის (შეტყობინება) მე-6 პუნქტის შესაბამისად, რომელიც, შესაძლოა საჭირო იყოს დათქმის გაუქმების ან მისი ჩანაცვლების შედეგად. 35-ე მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, დათქმის გაუქმება ან ჩანაცვლება იმოქმედებს:
a) გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებასთან მიმართებით მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან ან იურისდიქციებთან, რომელიც წარმოადგენს ამ კონვენციის მხარეებს, როდესაც დეპოზიტარის მიერ მიღებული იქნება შეტყობინება დათქმის გაუქმების ან ჩანაცვლების შესახებ:
i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ დებულებებზე დათქმებთან მიმართებით, როდესაც ამგვარი გადასახადების გადახდის ვალდებულების გამომწვევი ქმედება განხორციელდა დეპოზიტარის მიერ დათქმის გაუქმების ან ჩანაცვლების შესახებ ინფორმირების დღიდან 6 კალენდარული თვის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; და
ii) ყველა სხვა დებულებებზე დათქმებთან მიმართებით, დეპოზიტარის მიერ დათქმის გაუქმების ან ჩანაცვლების შესახებ ინფორმირების დღიდან 6 კალენდარული თვის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ პერიოდში დაწესებულ გადასახადებზე; და
b) გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებასთან მიმართებით, რომლის ერთი ან მეტი ხელშემკვრელი იურისდიქცია გახდა კონვენციის მხარე დეპოზიტარის მიერ დათქმის გაუქმების ან ჩანაცვლების შესახებ შეტყობინების მიღების შემდგომ: ორ თარიღს შორის უგვიანეს დღეს, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ამ ხელშემკვრელი იურისდიქციებისთვის.
მუხლი 29 - შეტყობინება
1. წინამდებარე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების და 35-ე მუხლის (ამოქმედება) მე-7 პუნქტის გათვალისწინებით შემდეგ დებულებებთან დაკავშირებით შეტყობინებები უნდა გაკეთდეს ხელმოწერის დროს ან რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტების დეპონირების დროს:
a) მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტება) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის ii) ქვექვეპუნქტი;
b) მე-3 მუხლის (გამჭვირვალე ერთეულები) მე-6 პუნქტი;
c) მე-4 მუხლის (ორმაგი რეზიდენტობის მქონე ერთეულები) მე-4 პუნქტი;
d) მე-5 მუხლის (ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვის მეთოდების გამოყენება) მე-10 პუნქტი;
e) მე-6 მუხლის (გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიზანი) მე-5 და მე-6 პუნქტები;
f) მე-7 მუხლის (საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების აღკვეთა) მე-17 პუნქტი;
g) მე-8 მუხლის (დივიდენდების გაცემა) მე-4 პუნქტი;
h) მე-9 მუხლის (აქციების გასხვისებით ან უმეტესად უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ერთეულებში წილების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავალი) მე-7 და მე-8 პუნქტები;
i) მე-10 მუხლის (მესამე იურისდიქციაში მდებარე მუდმივი დაწესებულების ბოროტად გამოყენების აღკვეთის შესახებ წესები) მე-6 პუნქტი;
j) მე-11 მუხლის (საგადასახადო შეთანხმებების გამოყენება, მხარის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის უფლების შეზღუდვის მიზნით) მე-4 პუნქტი;
k) მე-12 მუხლის (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება კომისიის სქემების და მსგავსი სტრატეგიების მეშვეობით) მე-5 და მე-6 პუნქტები;
l) მე-13 მუხლის (მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება ცალკეული საქმიანობებით გათავისუფლების მეშვეობით) მე-7 და მე-8 პუნქტები;
m) მე-14 მუხლის (კონტრაქტების დანაწევრება) მე-4 პუნქტი;
n) მე-16 მუხლის (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) მე-6 პუნქტი;
o) მე-17 მუხლის (შესაბამისი კორექტირება) მე-4 პუნქტი;
p) მე-18 მუხლი (VI ნაწილის გამოყენების არჩევანი);
q) 23-ე მუხლის (არბიტრაჟის წარმოების სახეობა) მე-4 პუნქტი;
r) 24-ე მუხლის (შეთანხმება განსხვავებულ გადაწყვეტილებაზე) პირველი პუნქტი;
s) 26-ე მუხლის (თავსებადობა) პირველი პუნქტი;
t) 35-ე მუხლის (ამოქმედება) პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტები;
2. გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების მიმართ, რომელის გაფორმებულია იურისდიქციის ან ტერიტორიის მიერ ან მათი სახელით, ან რომლის საერთაშორისო ურთიერთობაზე არის მხარე პასუხისმგებელი და როდესაც ეს იურისდიქცია ან ტერიტორია არ წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს 27-ე მუხლის (ხელმოწერა და რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება) პირველი პუნქტის b) ან c) ქვეპუნქტების თანახმად, გაკეთებული დათქმა წარდგენილი უნდა იქნეს პასუხისმგებელი მხარეს მიერ და შესაძლოა განსხვავდებოდეს მის მიერ მის გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების მიმართ გაკეთებული შეტყობინებებისგან.
3. თუ შეტყობინება გაკეთებული იქნა ხელმოწერის დროს, ის უნდა დადასტურდეს რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ინსტრუმენტების დეპონირების დროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეტყობინებების შესახებ დოკუმენტში ცალსახად არის მითითებული, რომ ის ჩაითვალოს საბოლოოდ, წინამდებარე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების და 35-ე მუხლის (ამოქმედება) მე-7 პუნქტის გათვალისწინებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება არ იქნა გაკეთებული ხელმოწერის დროს, მაშინ ამ დროს წარდგენილი უნდა იქნეს შეტყობინებების სავარაუდო ჩამონათვალი.
5. ნებისმიერ დროს მხარეს შეუძლია მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტებები) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის ii) ქვე-ქვეპუნქტის თანახმად წარდგენილი შეთანხმებების ჩამონათვალის გაფართოება დეპოზიტარისათვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მეშვეობით. აღნიშნულ შეტყობინებაში მხარემ უნდა დააზუსტოს, ხვდება თუ არა აღნიშნული შეთანხმება მხარის მიერ მე-28 მუხლის (დათქმები) მე-8 პუნქტში ჩამოთვლილი დათქმების გავრცელების სფეროში. მხარეს ასევე შეუძლია ახალი დათქმის გაკეთება, რომელიც ჩამოთვლილია 28-ე მუხლის (დათქმები) მე-8 პუნქტში, თუ დამატებითი შეთანხმება იქნება აღნიშნული დათქმის გავრცელების სფეროში შემავალი პირველი შეთანხმება. მხარემ ასევე უნდა დააზუსტოს ნებისმიერი დამატებითი შეტყობინება, რომელიც აუცილებელია პირველი პუნქტის b)–s) ქვეპუნქტების შესაბამისად, ახალი შეთანხმების დამატების ასახვის მიზნით. ამასთან, თუ გაფართოების შედეგად ჩამონათვალში პირველად ჩაირთვება იურისდიქციის ან ტერიტორიის მიერ ან მათი სახელით, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზე არის მხარე პასუხისმგებელი, დადებული შეთანხმება, მხარემ ასევე უნდა დააზუსტოს ნებისმიერი დათქმა (28-ე მუხლის (დათქმა) მე-4 პუნქტის შესაბამისად) ან შეტყობინება (წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად), რომელიც გავრცელდება აღნიშნულ იურისდიქციების ან ტერიტორიების მეირ ან მათის სახელით დადებულ შეთანხმებებზე. იმ დღეს, როდესაც მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტებები) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის ii) ქვე-ქვეპუნქტის თანახმად წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე დამატებული შეთანხმება(ები) ხდება გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებად, 35-ე მუხლის (ამოქმედება) დებულებები განსაზღვრავს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების ცვლილებების ამოქმედების თარიღს.
6. მხარეს შეუძლია დამატებითი შეტყობინებების წარდგენა პირველი პუნქტის b)–s) ქვეპუნქტების შესაბამისად, დეპოზიტარისათვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მეშვეობით. აღნიშნული შეტყობინებები იმოქმედებს:
a) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების მიართ მხოლოდ იმ სახელმწიფოებთან ან იურისდიქციებთან, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე კონვენციის მხარეს დეპოზიტარის მიერ დამატებითი შეტყობინების მიღების დღისთვის:
i) წყაროსთან დაკავებული გადასახადების შესახებ დებულებებზე შეტყობინებებთან მიმართებით, როდესაც ამგვარი გადასახადების გადახდის ვალდებულების გამომწვევი ქმედება განხორციელდა დეპოზიტარის მიერ დამატებითი შეტყობინების თაობაზე ინფორმირების დღიდან 6 კალენდარული თვის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ; და
ii) ყველა სხვა დებულებებზე შეტყობინებებთან მიმართებით, დეპოზიტარის მიერ დამატებითი შეტყობინების თაობაზე ინფორმირების დღიდან 6 კალენდარული თვის მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ პერიოდში დაწესებულ გადასახადებზე; და
b) გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებასთან მიმართებით, რომლის ერთი ან მეტი ხელშემკვრელი იურისდიქცია გახდა კონვენციის მხარე დეპოზიტარის მიერ დამატებითი შეტყობინების მიღების შემდგომ: ორ თარიღს შორის უგვიანეს დღეს, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ამ ხელშემკვრელი იურისდიქციებისთვის.
მუხლი 30 - გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებში შემდგომი ცვლილებების განხორციელება
წინამდებარე კონვენციის დებულებები გავლენას ვერ მოახდენენ გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობაზე, რომელიც შესაძლოა შეთანხმებული იქნეს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელ იურისდიქციებს შორის.
მუხლი 31 - მხარეთა ყრილობა
1. ნებისმიერ გადაწყვეტილების ან ფუნქციის შესრულების მიზნით, რომელიც საჭირო ან შესაბამისი იქნება წინამდებარე კონვენციის დებულებების მიზნებისთვის, წინამდებარე კონვენციის მხარეებს შეუძლია მოიწვიონ მხარეთა ყრილობა.
2. მხარეთა ყრილობის გამართვას უზრუნველყოფს დეპოზიტორი.
3. კონვენციის ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოითხოვოს მხარეთა ყრილობის მოწვევა, დეპოზიტორისათვის შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის მეშვეობით. აღნიშნულის თაობაზე, დეპოზიტორი აცნობეს კონვენციის ყველა მხარეს. ამის შემდეგ, დეპოზიტორი უზრუნველყოფს მხარეთა ყრილობის გამართვას, იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტორისთვის მოთხოვნის წარდგენიდან 6 თვის განმავლობაში აღნიშნულ მოთხოვნას მხარს დაუჭერს მხარეთა ერთი მესამედი.
მუხლი 32 - განმარტება და გამოყენება
1. კონვენციის დებულებათა შესაბამისად შეცვლილი გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი საკითხი, უნდა გადაწყდეს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისი დებულების (ების) შესაბამისად, რომელიც არეგულირებს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების (რომელშიც შესაძლოა შეტანილი იქნეს ცვლილებები წინამდებარე კონვენციის საფუძველზე) განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტას ურთიერთშეთანხმების პროცედურის საფუძველზე.
2. წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი შესაძლოა განხილული იქნეს 31-ე მუხლის (მხარეთა ყრილობა) მე-3 პუნქტის შესაბამისად გამართულ მხარეთა ყრილობაზე.
მუხლი 33 - ცვლილებები
1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია შესთავაზოს ცვლილების შეტანა წინამდებარე კონვენციაში დეპოზიტარისათვის შეთავაზებული ცვლილების წარდგენის მეშვეობით.
2. შესაძლებელია მხარეთ ყრილობის გამართვა 31 მუხლის (მხარეთა ყრილობა) მე-3 პუნქტის შესაბამისად შეთავაზებული ცვლილებების განხილვის მიზნით.
მუხლი 34 - ძალაში შესვლა
1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შევა მისი რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ მე-5 ინსტრუმენტის დეპონირებიდან სამი კალენდარული თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.
2. თითოეული მხარისთვის, რომელიც რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ მე-5 ინსტრუმენტის წარდგენის შემდეგ მოახდენს წინამდებარე კონვენციის რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას კონვენცია ძალაში შევა მის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ ინსტრუმენტის დეპონირების შემდეგ სამი კალენდარული თვის მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 35 - ამოქმედება
1. თითოეულ ხელშემკვრელ იურისდიქციაში, წინამდებარე კონვენციის დებულებები ამოქმედდება გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების მიმართ:
a) არა-რეზიდენტისთვის გადახდილ ან ჩათვლილ შემოსავალზე წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, როდესაც ამგვარი გადასახადების გადახდის ვალდებულების გამომწვევი ქმედება განხორციელდა კალენდარი წლის პირველ დღეს ან მის შემდგომ, რომელიც აითვლება ორ თარიღს შორის უგვიანესი დღიდან ან მის შემდგომ, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის.
b) ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ დარიცხული ყველა დანარჩენი გადასახადების მიმართ, იმ საგადასახადო პერიოდებში დარიცხულ გადასახადებზე, რომელიც იწყება ორ თარიღს შორის უგვიანესი თარიღიდან ან მის შემდგომ 6 კალენდარული თვის (ან ნაკლები პერიოდის შემდეგ, თუ ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია დეპოზიტარს დაუდასტურებს ნაკლები პერიოდის გამოყენებას) ამოწურვის დღეს ან მის შემდგომ, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის.
2. მე-5 პუნქტის a) ქვეპუნქტის და პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის მხოლოდ თავიანთი მიზნების გამოყენებისთვის, მხარეს შეუძლია „საგადასახადო პერიოდი“ ჩაანაცვლოს „კალენდარული წლით“ და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისად აცნობოს დეპოზიტარს.
3. მე-5 პუნქტის b) ქვეპუნქტის და პირველი პუნქტის b) ქვეპუნქტის მხოლოდ თავიანთი მიზნების გამოყენებისთვის, მხარეს შეუძლია მითითება „საგადასახადო პერიოდებზე, რომელიც იწყება გარკვეული პერიოდის ამოწურვის დღეს ან მის შემდეგ“ ჩაანაცვლოს მითითებით „საგადასახადო პერიოდებზე, რომელიც იწყება გარკვეული პერიოდის ამოწურვის დღეს ან მომდევნო წლის პირველ იანვარს ან მის შემდეგ“ და აღნიშნულის თაობაზე შესაბამისად აცნობოს დეპოზიტარს.
4. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, მე-16 მუხლი (ურთიერთშეთანხმების პროცედურა) იმოქმედებს გავრცელების სფეროში შემავალ შეთანხმებებზე იმ საქმეზე, რომელიც განსახილველად იქნა წარდგენილი ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის ორ თარიღს შორის უგვიანეს ან მის შემდეგ, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული საქმის წარდგენა აღნიშნულ თარიღებში არ იყო ნებადართული გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების შესაბამისად, წინამდებარე კონვეციის მიერ მასში ცვლილებების შეტანამდე იმის მიუხედავად თუ რომელ საგადასახადო პერიოდს ეკუთვნის აღნიშნული საქმე.
5. ახალ შეთანხმებებთან მიმართებით, რომელიც 29-ე მუხლის (შეტყობინება) მე-5 პუნქტის საფუძველზე შეყვანილი იქნა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების ჩამონათვალში მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტებები) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის ii) ქვე-ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე კონვენციის დებულებები იმოქმედებს თითოეულ ხელშემკვრელ იურისდიქციაში:
a) არა-რეზიდენტისთვის გადახდილ ან ჩათვლილ შემოსავალზე წყაროსთან დაკავებული გადასახადების მიმართ, როდესაც ამგვარი გადასახადების გადახდის ვალდებულების გამომწვევი ქმედება განხორციელდა მომდევნო კალენდარი წლის პირველ დღეს ან მის შემდგომ, რომელიც იწყება დეპოზიტარის მიერ შეთანხმებათა ჩამონათვალის გაფართოების თაობაზე ინფორმირების დღეს ან 30 დღის შემდეგ; და
b) ამ ხელშემკვრელი იურისდიქციის მიერ დარიცხული ყველა დანარჩენი გადასახადების მიმართ, იმ საგადასახადო პერიოდში დარიცხულ გადასახადებზე, რომელიც იწყება დეპოზიტარის მიერ წინამდებარე კონვენციის შეთანხმებათა ჩამონათვალის გაფართოების თაობაზე ინფორმირების დღეს ან 9 კალენდარული თვის გასვლის შემდეგ (ან ნაკლები პერიოდის შემდეგ, თუ ყველა ხელშემკვრელი იურისდიქცია დეპოზიტარს უდასტურებს აღნიშნული ნაკლები პერიოდის გამოყენებას).
6. მხარე უფლებამოსილია მე-4 პუნქტის დებულებების მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალი მის შეთანხმებებზე.
7. a) მხარე უფლებამოსილია ჩაანაცვლოს:
i) პირველ და მე-4 პუნქტებში მითითება ფრაზაზე „ორ თარიღს შორის უგვიანეს, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის“; და
ii) მე-5 პუნქტში მითითება ფრაზაზე „დეპოზიტარის მიერ შეთანხმებათა ჩამონათვალის გაფართოების თაობაზე ინფორმირების დღეს“;
„დეპოზიტარის მიერ უგვიანესი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ, რომლის მეშვეობით თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქცია, რომელიც აკეთებს 35-ე მუხლის (ამოქმედება) მე-7 პუნქტში აღწერილ დათქმას, აცნობებს, რომ გავრცელების სფეროში შემავალი კონკრეტული შეთანხმების მიმართ მან დაასრულა წინამდებარე კონვენციის დებულებების ამოქმედებისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები“ ფრაზაზე მითითებით;
iii) 28 მუხლის (დათქმები) მე-9 პუნქტის a) ქვეპუნქტში მითითება ფრაზაზე „დეპოზიტარის მიერ დათქმის გაუქმების ან ჩანაცვლების თაობაზე ინფორმირების დღეს“; და
iv) 28 მუხლის (დათქმები) მე-9 პუნქტის b) ქვეპუნქტში მითითება ფრაზაზე „უგვიანეს დღეს, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ამ ხელშემკვრელი იურისდიქციებისთვის“;
„დეპოზიტარის მიერ უგვიანესი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ, რომლის მეშვეობით თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქცია, რომელიც აკეთებს 35-ე მუხლის (ამოქმედება) მე-7 პუნქტში აღწერილ დათქმას, აცნობებს, რომ გავრცელების სფეროში შემავალი კონკრეტული შეთანხმების მიმართ მან დაასრულა დათქმების გაუქმების ან ჩანაცვლების ამოქმედებისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები“ ფრაზაზე მითითებით;
v) 29 მუხლის (შეტყობინება) მე-6 პუნქტის a) ქვეპუნქტში მითითება ფრაზაზე „დეპოზიტარის მიერ დამატებითი შეტყობინების თაობაზე ინფორმირების დღეს“; და
vi) 29 მუხლის (შეტყობინება) მე-6 პუნქტის b) ქვეპუნქტში მითითება „უგვიანეს დღეს, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ამ ხელშემკვრელი იურისდიქციებისთვის“;
„დეპოზიტარის მიერ უგვიანესი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ, რომლის მეშვეობით თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქცია, რომელიც აკეთებს 35-ე მუხლის (ამოქმედება) მე-7 პუნქტში აღწერილ დათქმას, აცნობებს, რომ გავრცელების სფეროში შემავალი ამ კონკრეტული შეთანხმების მიმართ მან დაასრულა დამატებითი შეტყობინების ამოქმედებისთვის აუცილებელი
შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები“ ფრაზაზე მითითებით;
vii) 36 მუხლის (VI ნაწილის ამოქმედება) პირველი და მე-2 პუნქტებში მითითება ფრაზაზე “გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ორ თარიღს შორის უგვიანესი დღე“;
„დეპოზიტარის მიერ უგვიანესი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ, რომლის მეშვეობით თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქცია, რომელიც აკეთებს 35-ე მუხლის (ამოქმედება) მე-7 პუნქტში აღწერილ დათქმას, აცნობებს, რომ გავრცელების სფეროში შემავალი აღნიშნული კონკრეტული შეთანხმების მიმართ მან დაასრულა კონვენციის დებულებების ამოქმედებისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები“ ფრაზაზე მითითებით; და
viii) 36 მუხლის (VI ნაწილის ამოქმედება) მე-3 პუნქტში მითითება ფრაზაზე „დეპოზიტარის მიერ შეთანხმებათა ჩამონათვალის გაფართოების თაობაზე ინფორმირების დღეს“;
ix) 36 მუხლის (VI ნაწილის ამოქმედება) მე-4 პუნქტში მითითება ფრაზაზე
„დეპოზიტარის მიერ დათქმის გაუქმების თაობაზე შეტყობინების დღეს“, „დეპოზიტარის მიერ დათქმის ჩანაცვლების თაობაზე შეტყობინების დღეს“ და „დეპოზიტარის მიერ დათქმის გავრცელებაზე წინააღმდეგობის გაუქმების თაობაზე შეტყობინების დღეს“; და
x) 36 მუხლის (VI ნაწილის ამოქმედება) მე-5 პუნქტში მითითება ფრაზაზე „დეპოზიტარის მიერ დამატებითი შეტყობინების თაობაზე ინფორმირების დღე“;
„დეპოზიტარის მიერ უგვიანესი შეტყობინების მიღებიდან 30 დღის შემდეგ, რომლის მეშვეობით თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქცია, რომელიც აკეთებს 35-ე მუხლის (ამოქმედება) მე-7 პუნქტში აღწერილ დათქმას, აცნობებს, რომ გავრცელების სფეროში შემავალი ამ კონკრეტული შეთანხმების მიმართ მან დაასრულა VI ნაწილის
(არბიტრაჟი) დებულებების ამოქმედებისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები“ ფრაზაზე მითითებით.
b) მხარემ, რომელმაც გააკეთა დათქმა a) ქვეპუნქტის თანახმად, დეპოზიტარს და სხვა ხელშემკვრელ იურისდიქციას(ებს) ერთდროულად უნდა აცნობოს დასტური თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების თაობაზე.
c) თუ გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ერთ ან მეტი ხელშემკვრელი იურისდიქცია აკეთებს დათქმას აღნიშნული პუნქტის თანახმად, წინამდებარე კონვენციის დებულებების, დათქმების გაუქმების ან ჩანაცვლების, გავრცელების სფეროში შემავალი ამ შეთანხმების მიმართ დამატებითი შეტყობინების, ან VI ნაწილის (არბიტრაჟი) ამოქმედების თარიღი უნდა დარეგულირდეს წინამდებარე პუნქტით გავრცელების სფეროში შემავალი ყველა ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის.
მუხლი 36 - VI ნაწილის ამოქმედება
1. 28-ე მუხლის (დათქმები) მე-9 პუნქტის, 29-ე მუხლის (შეტყობინება) მე-6 პუნქტის, 35-ე მუხლის (ამოქმედება) 1-6 პუნქტების მიუხედავად, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ორივე ხელშემკვრელ იურისდიქციასთან მიმართებით VI ნაწილი (არბიტრაჟი) იმოქმედებს:
a) ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსთვის (როგორც ეს აღწერილია მე-19 მუხლის (სავალდებულოდ შესასრულებელი არბიტრაჟი) პირველის პუნქტის a) ქვეპუნქტში) წარდგენილ საქმესთან მიმართებით, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის დღეს ან ორ თარიღს შორის უგვიანესი დღის შემდგომ; და
b) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ორ თარიღს შორის უგვიანეს დღემდე ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსათვის წარდგენილ საქმესთან მიმართებით, იმ დღეს, როდესაც ორივე ხელშემკვრელი იურისდიქცია დეპოზიტარს აცნობებს მე-19 მუხლის (სავალდებულოდ შესასრულებელი არბიტრაჟი) მე-10 პუნქტის შესაბამისად ურთიერთშეთანხმების მიღწევის თაობაზე, ასევე ინფორმაციას იმ თარიღსა ან თარიღების შესახებ, როდესაც მიიჩნევა, რომ საქმე განსახილველად იქნა წარდგენილი ხელშემკვრელი იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოსათვის (როგორც ეს აღწერილია მე19 მუხლის (სავალდებულოდ შესასრულებელი არბიტრაჟი) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტში) ურთიერთდახმარების პირობების თანახმად.
2. მხარე უფლებამოსილია VI ნაწილის (არბიტრაჟი) მოქმედება გაავრცელოს ორ თარიღს შორის უგვიანესი თარიღის შემდეგ, როდესაც წინამდებარე კონვენცია შედის ძალაში, გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ხელშემკვრელი იურისდიქციებისთვის წარდგენილ საქმეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე ხელშემკვრელი იურისდიქციების კომპეტენტური ორგანოები თანხმდებიან ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით აღნიშნულის გამოყენებაზე.
3. ახალ შეთანხმებებთან მიმართებით, რომელიც 29-ე მუხლის (შეტყობინება) მე-5 პუნქტის საფუძველზე შეყვანილი იქნა გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების ჩამონათვალში მე-2 მუხლის (ტერმინთა განმარტებები) პირველი პუნქტის a) ქვეპუნქტის ii) ქვე-ქვეპუნქტის შესაბამისად, წინამდებარე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითება „გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თოთოეული ხელშემკვრელი იურისდიქციისთვის წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს შორის უგვიანეს დღეს“ უნდა შეიცვალოს მითითებით ფრაზაზე „დეპოზიტარის მეირ შეთანხმებათა ჩამონათვალის გაფართოების თაობაზე შეტყობინების დღეს“.
4. 28-ე მუხლის (დათქმები) მე-9 პუნქტის შესაბამისად 26-ე მუხლის (თავსებადობა) მე-4 პუნქტის თანახმად გაკეთებული დათქმის გაუქმება ან ჩანაცვლება, ან 28-ე მუხლის (დათქმები) მე-2 პუნქტის შესაბამისად დათქმის მოქმედებაზე წინააღმდეგობის გაუქმება, რომლის შედეგად გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ორივე ხელშემკვრელ იურისდიქციათა შორის გამოიყენება VI ნაწილი (არბიტრაჟი), იმოქმედებს წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის a) და b) ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა იმისა, რომ მითითება ფრაზაზე „ორ თარიღს შორის უგვიანეს დღეს, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციათათვის“ უნდა შეიცვალოს მითითებით ფრაზებზე „დეპოზიტარის მიერ დათქმის გაუქმების თაობაზე შეტყობინების დღეს“, „დეპოზიტარის მიერ დათქმის ჩანაცვლების თაობაზე შეტყობინების დღეს“ ან „დეპოზიტარის მიერ დათქმის გავრცელებაზე წინააღმდეგობის გაუქმების თაობაზე შეტყობინების დღეს“, შესაბამისად.
5. 29-ე მუხლის (შეტყობინება) პირველი პუნქტის p) ქვეპუნქტის თანახმად გაკეთებული დამატებითი შეტყობინება იმოქმედებს პირველი პუნქტის a) და b) ქვეპუნქტების შესაბამისად, გარდა იმისა, რომ წინამდებარე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითება ფრაზაზე „ორ თარიღს შორის უგვიანეს დღეს, როდესაც წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების თითოეული ხელშემკვრელი იურისდიქციათათვის“ უნდა შეიცალოს მითითებით „დეპოზიტარის მიერ დამატებითი შეტყობინების თაობაზე ინფორმირების დღეს“.
მუხლი 37 - კონვენციიდან გამოსვლა
1. ნებისმიერ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია კონვენციიდან გამოსვლა დეპოზიტორისთვის შესაბამისი შეტყობინების წარდგენის მეშვეობით.
2. პირველი პუნქტის თანახმად კონვენციიდან გამოსვლა ამოქმედდება დეპოზიტარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან. როდესაც მხარის მიერ კონვენციიდან გამოსვლის ამოქმედების თარიღისთვის წინამდებარე კონვენცია ძალაშია გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების ყველა ხელშემკვრელი იურისდიქციისათვის, გავრცელების სფეროში შემავალი აღნიშნული შეთანხმება შეინარჩუნებს კონვენციის მიერ მასში შეტანილ ცვლილებებს.
მუხლი 38 - ურთიერთქმედება ოქმებთან
1. წინამდებარე კონვენციას შესაძლოა დაერთოს ერთ ან რამდენიმე ოქმი.
2. იმისათვის რომ სახელმწიფო ან იურისდიქცია გახდეს ოქმის მხარე ის ასევე უნდა იყოს წინამდებარე კონვენციის მხარე.
3. წინამდებარე კონვენციის მხარისათვის ოქმი არ ითვლება სავალდებულოდ, სანამ ის არ გახდება აღნიშნული ოქმის მხარე მისი დებულებების შესაბამისად.
მუხლი 39 - დეპოზიტარი
1. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცის გენერალური მდივანი წარმოადგენს აღნიშნული კონვენციისა და 38-ე მუხლის
(ურთიერთქმედება ოქმებთან) შესაბამისად ნებისმიერი ოქმის დეპოზიტარს.
2. ერთი კალენდარული თვის განმავლობაში დეპოზიტარმა უნდა აცნობოს მხარეებსა და ხელმომწერებს:
a) 27-ე მუხლის (ხელმოწერა და რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება) თანახმად ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
b) 27-ე მუხლის (ხელმოწერა და რატიფიკაცია, მიღება ან დამტკიცება) თანახმად რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების ნებისმიერი ინსტრუმენტის დეპონირების შესახებ;
c) 28-ე მუხლის (დათქმები) თანახმად ნებისმიერი დათქმის ან დათქმის გაუქმების ან ჩანაცვლების შესახებ;
d) 29-ე მუხლის (შეტყობინება) თანახმად ნებისმიერი შეტყობინების ან დამატებითი შეტყობინების შესახებ;
e) 33-ე მუხლის (ცვლილებები) თანახმად წინამდებარე კონვენციაში ცვლილებების შეტანის შეთავაზების შესახებ;
f) 37-ე მუხლის (კონვენციიდან გამოსვლა) თანახმად კონვენციიდან გამოსვლის შესახებ; და
g) კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერ სხვა ინფორმაციის შესახებ;
3. დეპოზიტარი უზრუნველყოფს საჯაროდ ხელმისაწვდომი შემდეგი ჩამონათვალის შენარჩუნებას:
a) გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებები;
b) მხარეების მიერ გაკეთებული დათქმები; და
c) მხარეების მიერ გაკეთებული შეტყობინებები.
რის დასტურად, ამ კონვენციას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილების აღჭურვილმა პირებმა.
შესრულებულია ქ. პარიზში, 2016 წლის 24 ნოემბერს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ერთ ეგზემპლარად, რომელიც დეპონირებული უნდა იქნეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის არქივში. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.