ბრძანება N 20219

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 16.08.2023
№ დოკუმენტი 20219
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20219

16 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (პ/ნ -------)

(მის: -------, -------)

2023 წლის 31 ივლისის და 3 აგვისტოს საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84) განიხილა ------- (პ/ნ -------) №130464/21-10 და №133157/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC13167, 2023 წლის 29 ივლისის №EL218210 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და 2023 წლის 29 ივლისის №EL69050/2679 საგადასახადო მოთხოვნას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2018 წელს ჩამოუყვანეს ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი, რომელიც შეთანხმებული პირობებისგან განსხვავებული მდგომარეობის გამო დაუბრუნა ჩამომყვანს, რომელმაც არ გადაიფორმა და არ განაბაჟა. ავტოსატრანსპორტო საშუალების ადგილსამყოფელი მისთვის დღემდე უცნობია და არც ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩამომყვანი გამოდიოდა კონტაქტზე. ასევე მიუთითებს, რომ წარმოდგენილია სამხარაულის და ტოიოტა ცენტრის დასკვნები პრიუსის მდგომარეობის შესახებ და დაანგარიშდა გადასახდელები.

აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული ჯარიმა/საურავების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების (შასი: -----, სატრანზიტო/სარეგისტრაციო ნომრით -----) ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო 2018 წლის 1 მაისს საქართველოს მოქალაქე ------- (პ/ნ -------) მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივნისი.

ვინაიდან ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტზე, 2021 წლის 31 დეკემბერს და 2023 წლის 29 ივლისს შედგენილ იქნა №ELC13167 და №EL218210 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც ------- დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, 29 ივლისს გამოცემულ იქნა №EL69050/2679 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც აღნიშნულ პირს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი ჯამში 6322,63 ლარის ოდენობით.

დაუსწრებლად შედგენილი 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC13167 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც გაეცნო 2022 წლის 3 აგვისტოს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC13167 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC13167 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა იმავე დღეს, რომელსაც ადრესატი გაეცნო 2022 წლის 3 აგვისტოს და ჩაითვალა ჩაბარებულად. საჩივრები კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ოქმის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ - 2023 წლის 31 ივლისს და 3 აგვისტოს.

მითითებული აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC13167 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.

შესაბამის პერიოდში მოქმედი „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6-მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრებოდა 60 კალენდარული დღით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-7 ნაწილის თანახმად, კი რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას.

ამავე საკანონმდებლო აქტის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:

ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;

ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.

მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით კი დადგენილია, რომ საბაჟო ვალდებულების შესრულებაზე ვალდებული პირის არის:

„ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;

ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია.

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ თუ საბაჟო ვალდებულების წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია, მისი წარმოშობის დროდ მიიჩნევა მომენტი, როდესაც საბაჟო ორგანომ დაადგინა, რომ კონკრეტულ საქონელზე წარმოშობილია საბაჟო ვალდებულება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და ასევე არ განხორციელებულა მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით (172-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რაც ასევე წარმოშობს ვალდებულებას. ამდენად სადავო აქტებით დაკისრებული პასუხისმგებლობა და დარიცხული ვალდებულება მართლზომიერია.

საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა 2023 წლის 25 ივლისის №127279/21-10 განცხადება, სადაც უთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება არ განბაჟებულა და მოხდა მისი განკარგვა. შესაბამისად, დადგინდა, რომ მომჩივნის ქმედებით დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პ/ნ -------) საჩივრები 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC13167 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

მომჩივანი ითხოვს სადავო აქტებით დარიცხული ჯარიმა/საურავების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და მისი საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული.

აღნიშნულზე, 2021 წლის 31 დეკემბერს და 2023 წლის 29 ივლის შედგენილ იქნა №ELC13167 და №EL218210 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლითა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე და 272-ე მუხლების შესაბამისად, 29 ივლისს გამოცემულ იქნა №EL69050/2679 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც აღნიშნულ პირს დაერიცხა იმპორტის გადასახდელი და საურავი.

დაუსწრებლად შედგენილი 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC13167 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მომჩივანს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეგზავნა მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით, რომელსაც გაეცნო 2022 წლის 3 აგვისტოს და ჩაითვალა ჩაბარებულად. საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ოქმის გასაჩივრებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ.

საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მომჩივანმა საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინა განცხადება, სადაც უთითებს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება არ განბაჟებულა და მოხდა მისი განკარგვა. შესაბამისად, მომჩივნის ქმედებით დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.

 

გადაწყვეტილება

მითითებული აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, სახეზეა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 64; 272; 163(1)

საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165; 172;