გადაწყვეტილება №23416/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23416/2/2024
14 აგვისტო 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 1.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23416/2/2024).
დავის საგანი:
მომჩივნის საგადასახადო დავალიანების მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის მოთხოვნა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №21-17/28063 წერილი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12225 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო ორგანოს მიერ, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მომჩივნის წარმომადგენელმა, 2024 წლის 24 იანვრის №11380/21-11 და 26 მარტის №49985/21-11 განცხადებებით, მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა
აღნიშნული განცხადებისა და თანდართული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ მხარეებს შორის გადასახდელ თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა სასამართლოში და დავალიანება აღიარებული არ არის.
ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №21-17/28063 წერილით მომჩივანს განემარტა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის საფუძვლები და უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.05.2024 წლის №12225 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და 240-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ შპს ------- (ს/ნ -------) 12.12.2022 წლის წერილზე, რომლის თანახმად, შპს ------- (ს/ნ -------) მიერ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, შპს ------- (ს/ნ -------) არ აღიარებს კრედიტორული დავალიანების არსებობას და განმარტავს, რომ აღნიშნულზე მხარეებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანმა 2023 წლის ნოემბრის თვეში განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა.
მომჩივნის განცხადებაზე ვალის მართვის დეპარტამენტში მესამე პირის შპს ------- წარმომდგენელმა ------- წარადგინა მისი წერილობითი პოზიცია, სადაც რასაკვირველია არ დაეთანხმა შპს ------- მოთხოვნას და საგადასახადო ორგანოს დაბნევის მიზნით მის წერილში მიუთითა მხარეთა შორის არსებულ სასამართლო დავაზე, რაც არის სხვა საკითხი და არ ეხება მხარეთა შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე დადასტურებული საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებულ ოპერაციებსა და თანხებს.
სადავო საკითხი ვერ მოგვარდა რა მხარეთა შორის მიმდინარე ხანგრძლივი მოლაპარაკებების გზით, დავა სხვა სადავო და გაურკვეველ საკითხებთან ერთად მართლაც გადავიდა სასამართლოში, სადაც საქმის განხილვა დღესდღეობით არ არის დასრულებული და კვლავ მიმდინარეობს, მაგრამ აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნებში მითითებული თანხები არ შედის იმ თანხებში, რის გადახდასაც ითხოვს ან ერთი ან მეორე მხარე. შესაბამისად შპს ------- წარმომადგენელის ------- პოზიცია და მასზე დაყრდნობით საგადასახადო ორგანოს მიდგომა არ არის გასაზიარებელი.
მომჩივანმა მისი 2023 წლის ნოემბრის თვის წერილზე დამატებით და აღნიშნულ წერილზე შპს ------- (ს/ნ -------) წარმომადგენლის ------- 12.12.2022 წლის წერილის პასუხად 24.01.2024 წელს დამატებით წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ შპს ------- და შესაბამისად შპს ------- შორის მიმდინარე სასამართლო დავა არ წარმოადგენდა ხელისშემშლელ გარემოებას მესამე პირზე გადახდევინების მიქცევისათვის, ვინაიდან შპს ------- მიმართვა შემოსავლების სამსახურისადმი საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის გამოყენების მოთხოვნით, განპირობებული იყო იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ სახეზე იყო ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ------- მხრიდან შესრულებული ძირითადი სამუშაოების საფუძველზე გამოწერილი და შპს ------- მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება, რაც (სახელდობრ: აღნიშნული დადასტურებული საგადსახადო ანგარიშ-ფაქტურები) სწორედ წარმოადგენდა იმ სხვა მტკიცებულებებს, რაც მითითებულია საგადასახდო კოდექსის 240-ე მუხლში.
ამავე დამატებით განცხადებაში შპს ------- მიუთითა, რომ 15.08.2022 წლის №ეა-------, 14.10.2022 წლის №ეა-------და 13.01.2023 წლის №ეა------- საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, რაც შპს ------- და შპს ------- მიერ აღიარებული და დადასტურებულია, კერძოდ კი შპს ------- მხრიდან ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერითა და შპს ------- წარდგენით, ხოლო შპს ------- მხრიდან აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებით და მათ საფუძველზე ჩათვლის ოპერაციის განხორციელებით, კერძოდ კი შპს ------- შესრულებული სამუშაოები მიღებული და ჩაბარებული აქვს და აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ს თანხა გამოყენებული ანუ ჩათვლილი აქვს მის მიერ გადასახდელი დღგ-ის ანგარიშში, შესაბამისად შპს ------- გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი პირის უფლება დღგ-ს ჩათვლაზე და შეამცირა გადასახდელი დღგ-ის თანხა.
ზემოაღნიშნულ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხით, მაშინ როდესაც ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხიდან, რაც ჯამში შეადგენს 3 484 305,24 ლარს, შპს ------- შპს ------- გადახდილი აქვს მხოლოდ 3 050 485,5 ლარი, რაც დასტურდება კიდეც შპს ------- წარმომადგენლის მიერ ვალის მართვის დეპარტამენტისთვის წარდგენილი გადახდის ქვითრებით.
იმის გათვალისწინებით, რომ შპს ------- ზემოაღნიშნულ საგადასახდო ანგარიშფაქტურებში მითითებული თანხიდან დარჩენილი თანხა - 433 819,74 ლარი არ ჰქონდა გადახდილი და იმის მხედველობაში მიღებით, რომ აღნიშნულის გამო შპს ------- ვერ შეძლო საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის ვალდებულების შესრულება, კერძოდ კი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა და დღგ-ის თანხის გადახდა, შპს ------- თავის დამატებით განცხადებაში კვლავ მოითხოვა 433 819,74 ლარის კუთვნილ დღგ-ის თანხაზე და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მისი გადაუხდელობის გამო წარმოშობილ საურავზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანებად ერიცხება შპს -------, მისი გადახდევინების მიზნით საგადასახადო მოთხოვნა წარედგინათ შპს ------- და მისი ქონებიდან უზრუნველეყოთ გადასახადის გადახდა, კერძოდ კი დღგ-ის თანხისა და შპს ------- გამო შპს ------- მხრიდან დღგ-ის გადაუხდელობით დაკისრებული საგადასახადო სანქციის თანხის გადახდა, ვინაიდან შპს ------- ქონება იმდენად მცირე იყო, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა.
აღნიშნულის დასტურად 25.03.2024 წელს შპს ------- შემოსავლების სამსახურს წარუდგინა ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 27.02.2024 წლის დასკვნა №58921/02/24, რაც მოწმობდა იმას, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული შპს ------- მოძრავი ქონება იმდენად მცირე იყო, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფდა აღიარებული საგადასახდო დავალიანების დაფარვას.
მიუხედავად ყველაფრისა, ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №21-17/28063 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და უარყოფით გადაწყვტილებაში მითითებულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის უარყოფით გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის ფორმულირება, სადაც მშრალად არის საუბარი მხოლოდ მუხლზე და არ არის გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებები ძირეულად და სიღრმისეულად. მაგალითად, სულ მცირე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №21-17/28063 გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული დავის განმხილველი ორგანო (ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება), მისი მისამართი და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა (საჩივრის წარდგენის ვადა), რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აუცილებელი რეკვიზიტია (პირობაა) და 601 მუხლის თანახმად უკვე წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ბათილად ცნობის სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც ნათლად ჩანს მოცემულ საქმეში.
შემოსავლების სამსახურმა თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებს მხოლოდ შპს ------- წერილზე და სათანადო ყურადღებას არ ამახვილებს შპს ------- 24.01.2024 წლის დამატებით წარდგენილ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ შპს ------- და შპს ------- შორის მიმდინარე სასამართლო დავა არ წარმოადგენს ხელისშემშლელ გარემოებას მესამე პირზე გადახდევინების მიქცევისათვის, ვინაიდან შპს ------- მიმართვა შემოსავლების სამსახურისადმი საგადასახდო კოდექსის 240-ე მუხლის გამოყენების მოთხოვნით განპირობებულია იმ ფაქტობრივი გარემოებით, რომ სახეზეა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ------- მხრიდან შესრულებული ძირითადი სამუშაოების საფუძველზე გამოწერილი და შპს ------- მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან წარმოშობილი საგადასახადო დავალიანება, რაც (სახელდობრ: აღნიშნული დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები) სწორედ წარმოადგენს იმ სხვა მტკიცებულებებს, რაც მითითებულია საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლში.
ამავე დამატებით განცხადებაში შპს ------- მიუთითა, რომ 15.08.2022 წლის №ეა-------, 14.10.2022 წლის №ეა------- და 13.01.2023 წლის №ეა------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია, რაც შპს ------- და შპს ------- მიერ აღიარებული და დადასტურებულია, კერძოდ კი შპს ------- მხრიდან ზემოაღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერითა და შპს ------- წარდგენით, ხოლო შპს ------- მხრიდან აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დადასტურებით და მათ საფუძველზე ჩათვლის ოპერაციის განხორციელებით, კერძოდ კი შპს ------- შესრულებული სამუშაოები მიღებული და ჩაბარებული აქვს და აღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხა გამოყენებული ანუ ჩათვლილი აქვს მის მიერ გადასახდელი დღგ-ის ანგარიშში, შესაბამისად შპს ------- გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი პირის უფლება დღგ-ის ჩათვლაზე და შეიმცირა გადასახდელი დღგ-ის თანხა ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული დღგ-ის თანხით, მაშინ როდესაც ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხიდან, რაც ჯამში შეადგენს 3 484 305,24 ლარს, შპს ------- შპს ------- გადახდილი აქვს მხოლოდ 3 050 485,5 ლარი, რაც დასტურდება კიდეც შპს ------- წარმომადგენლის მიერ ვალის მართვის დეპარტამენტისათვის წარდგენილი გადახდის ქვითრებით. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ შპს ------- ზემოაღნიშნულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში მითითებული თანხიდან დარჩენილი თანხა - 433 819,74 ლარი არ ჰქონდა გადახდილი და იმის მხედველობაში მიღებით, რომ აღნიშნულის გამო შპს ------- ვერ შეძლო საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის ვალდებულების შესრულება, კერძოდ კი საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა დღგ-ის თანხის გადახდა, შპს -------თავის დამატებით განცხადებაში კვლავ მოითხოვა 433 819,74 ლარის კუთვნილ დღგ-ის თანხაზე და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მისი გადაუხდელობის გამო წარმოშობილ საურავზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანებად ერიცხება შპს -------, მისი გადახდევინების მიზნით საგადასახადო მოთხოვნა წარედგინათ შპს ------- და მისი ქონებიდან უზრუნველეყოთ გადასახადის გადახდა, კერძოდ კი დღგ-ის თანხისა და შპს ------- გამო შპს ------- მხრიდან დღგ-ის გადაუხდელობით დაკისრებული საგადასახადო სანქციის თანხის გადახდა, ვინაიდან შპს ------- ქონება იმდენად მცირე იყო, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა. აღნიშნულის დასტურად 25.03.2024 წელს შპს ------- შემოსავლების სამსახურს წარუდგინა ვალის მართვის დეპარტამენტის 27.02.2024 წლის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნა №58921/02/24, რაც მოწმობდა იმას, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაყადაღებული შპს ------- მოძრავი ქონება იმდენად მცირე იყო, რომ საგადასახდო ორგანოს მიერ განხორციელებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები ვერ უზრუნველყოფდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას. დღესაც აღნიშნულ მოთხოვნას აყენებს შპს -------, რაზეც სრულიად უკანონოდ იღებს უარს.
თუ საგადასახადო კოდექსის 238-ე-240-ე მუხლების თანახმად საგადასახადო ორგანოსათვის/დავის განმხილველი ორგანოსათვის მინიჭებული უფლებამოსილება, მოახდინოს მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა წარმოადგენს დისკრეციულ ნორმას, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, მაშინ ადმინისტრაციულმა ორგანომ მკაცრად უნდა დაიცვას ეს წესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. განსახილველ შემთხვევაში, დარღვეული იყო საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედება ყველა შემთხვევაში უნდა პასუხობდეს თანაზომიერების პრინციპს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს იურიდიული თანასწორობა.
როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის 11.04.2012 წლის გადაწყვეტილებაში (საქმე Nბს-1655-1627(კ-11)) განმარტავს, საგადასახადო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების წესები საკითხის განხილვისას, მხედველობაში მიიღოს მისი პროპორციულობა და თანაზომიერება, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობას. ამასთან, სასამართლო უთითებს, რომ გადაწყვეტილებაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა აღნიშნოს ის გარემოებები, შეხედულებები და მოსაზრებები, რომლებსაც დაეყრდნო და მათგან გამომდინარე უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილების სისწორე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. როგორც ზემოთ აღინიშნა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღება ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული აქტის შედგენამდე, აქვს ვალდებულება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
აღნიშნულ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობას, ვინაიდან აუცილებელია დაცული იქნას კერძო და საჯარო ინტერესს შორის ბალანსი, რომ ერთის მხრივ საფრთხე არ შეექმნას საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი იმპერიული დანაწესის შესრულებას სახელმწიფოს მხრიდან გადასახადების გადახდევინებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორეს მხრივ დაცულ იქნას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ყოველი კონკრეტული საკითხი განხილული იქნება შეზღუდვის გამოსადეგობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის ჭრილში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საზოგადოების საგადასახადო-სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება-დამკვიდრებაში საგადასახადო პოლიტიკის პრევენციულ-განმარტებით ხასიათის მიდგომებს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს უნდა გაეთვალისწინებინა კანონის მოთხოვნები, კერძოდ კი ის გარემოება, რომ სასამართლო დავა ეხება სულ სხვა თანხას და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან გამომდინარე დღგ-ის თანხის ჩათვლის პირობებში სამართლიანია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის გამოყენება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიზანია უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვა.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს ვალდებული იყო გამოეყენებინა კანონის ნორმები, ხოლო თუ არ იყენებდა მათ, სულ მცირე მათი გამოუყენებლობის მიზეზები და არგუმენტები უნდა მიეთითებინა მის მიერ მიღებულ ბრძანებაში.
საგადასახადო ორგანოს, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, დაშვებულია უზუსტობები, რამაც გამოიწვია მათი მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევა, კერძოდ კი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სადავო გადაწყვეტილებით საგადასახადო ორგანოს, ასევე შემოსავლების სამსახურის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, რადგან საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მხოლოდ მათი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიეღო გადაწყვეტილება, რომელიც გადამხდელის მიმართ მოქმედებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის ბრძანება სრულიად დაუსაბუთებელია, საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით, ასევე ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული, მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მომჩივანი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვინაიდან ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №21-17/28063 გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12225 ბრძანება დაუსაბუთებელია და რადგანაც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის სრულიად საფუძვლიანი აკმაყოფილებს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ პირობებს და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების სახეზე ყოფნა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ გარანტირებულია გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესითა და სასამართლო წესით დაცვა საქართველოში, სარგებლობს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის, 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 299-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების, 302-ე მუხლის გათვალისწინებით და ითხოვს განხილული იქნას საჩივარი და საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვს საჩივრის დაკმაყოფილებას. კერძოდ, გაუქმდეს საგადასახდო ორგანოს გადაწყვტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 601 მუხლის საფუძველზე ბათილად იქნას ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №21- 17/28063 გადაწყვტილება და შემოსავლების სამსახურის 27.05.2024 წლის №12225 ბრძანება და დაკმაყოფილდეს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, კერძოდ კი მომჩივნის დავალიანების დაფარვის მიზნით მოხდეს მესამე პირზე შპს ------- გადახდევინების მიქცევა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, რომლის მიხედვით, მომჩივანმა შემოსავლების სამსახურს მიმართა მოთხოვნით, მისი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელდეს მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა. ხოლო, მომჩივნის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული მასალების საფუძველზე დადგინდა, რომ მხარეებს შორის გადასახდელ თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა სასამართლოში და დავალიანება მხარეების მიერ აღიარებული არ არის.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ------- მხრიდან შესრულებული ძირითადი სამუშაოების საფუძველზე გამოწერილი და შპს ------- მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებიდან წარმოშობილია საგადასახადო დავალიანება. აღნიშნული დადასტურებული საგადსახადო ანგარიშ-ფაქტურები წარმოადგენდა იმ სხვა მტკიცებულებებს, რაც მითითებულია საგადასახდო კოდექსის 240-ე მუხლში.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ გამოწერილი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების არსებობის მიუხედავად, იმ პირობებში, როდესაც მესამე მხარე საგადასახადო ორგანოს განუმარტავს, რომ თანხის გადახდის ვალდებულებას არ აღიარებს და დავას აწარმოებს სასამართლოში, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევისთვის აუცილებელი გარემოებაა საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობა, რომლითაც დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია.
მომჩივანი მიუთითებს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №21-17/28063 გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული დავის განმხილველი ორგანო, მისი მისამართი და გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რაც წარმოადგენს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის 8.04.2024 წლის №21-17/28063 წერილი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძვლები არ არსებობს, სადავო აქტები გამოცემულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს მომჩივნის საგადასახადო დავალიანების მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო ორგანოს მიერ, მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
მომჩივნის წარმომადგენელმა, განცხადებებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა
აღნიშნული განცხადებისა და თანდართული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ მხარეებს შორის გადასახდელ თანხასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა სასამართლოში და დავალიანება აღიარებული არ არის.
ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით მომჩივანს განემარტა მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის საფუძვლები და უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.05.2024 წლის №12225 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძვლები არ არსებობს, სადავო აქტები გამოცემულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 240;