ბრძანება N 27457

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2024
№ დოკუმენტი 27457
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27457

27 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------------ს“ (ს/ნ ---------------)

(მის.: --------------------------------------)

2024 წლის 29 ნოემბრის, 10 და 11 დეკემბრის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა შპს „---------------ს“ (ს/ნ ---------------) 2024 წლის 29 ნოემბრის №93110/1/2024, 10 დეკემბრის №204500/21 და 11 დეკემბრის №93271/1/2024 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის პირველი ოქტომბრის №007-240 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ უფრო მეტი საქონელია რეალიზებული ვიდრე კომპანიას ჰქონდა შეძენილი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი არ შემოწმებულა და გაურკვეველია როგორ დადგინდა არსებობა/არ არსებობის ფაქტი.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხება ქონების გადასახადის დარიცხვას, განმარტავს, რომ საწარმოს სრულად აქვს დეკლარირებული ქონების გადასახადი.

4. საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნომრები და განაცხადა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული/განაშთული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 29 მარტის №6945 და 2 ივლისის №15511 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „---------------ს“ (ს/ნ ---------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 19 აპრილის ჩათვლით საანგარიშ პერიოდი. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 30 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის პირველი ოქტომბრის №21489 ბრძანება და ამავე თარიღის №007-240 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 520 526 ლარი, მათ შორის, გადასახადი 304 374 ლარი, ჯარიმა 180 844 ლარი, საურავი 35 308 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1.4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა საბითუმო და საცალო ვაჭრობა საწვავი პროდუქტებით. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, საგამოძიებო ორგანოდან გადმოცემულ დოკუმენტაციას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №9124 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებსა და მესამე პირებისაგან გამოთხოვილ ინფორმაცია/დოკუმენტაციას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებამ შეისწავლა და დაამუშავა ხელთ არსებული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის რაოდენობრივი ანალიზისას გამოვლინდა საქონელი, რომელიც საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით (მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით) არც რეალიზაციადაა განხილული და არც ფაქტობრივ ნაშთში უფიქსირდება. აღნიშნული შემოწმებით განხილულ იქნა საცალო მიწოდებად შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ხოლო საწვავის ღირებულების განსაზღვრისათვის, ვინადან კომპანიამ არ წარმოადგინა ნავთობის აღრიცხვის ჟურნალი, გამოყენებულ იქნა ბაზარზე არსებული მსგავსი პროფილის კომპანიის ფასები. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის, მესამე პირებისაგან გამოთხოვილი დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა პირის მიერ მიღებული ფულადი შემოსავლები და ხარჯები. შემოწმებით, ვინაიდან ფულის ნაშთის სალაროში არსებობა არ დგინდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში მიღებული აქვს ძირითადი საშუალებები. წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით პირს ქონების გადასახადის საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში - საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

ამავე ინსტრუქციის 51-ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოიწერება ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვით, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საქონლის მოძრაობის რაოდენობრივი ანალიზისას გამოვლინდა საქონელი, რომელიც საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით (მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით) არც რეალიზაციადაა განხილული და არც ფაქტობრივ ნაშთში უფიქსირდება. აღნიშნული შემოწმებით განხილულ იქნა საცალო მიწოდებად შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ხოლო საწვავის ღირებულების განსაზღვრისათვის, ვინაიდან კომპანიამ არ წარმოადგინა ნავთობპროდუქტების აღრიცხვის ჟურნალი, გამოყენებულ იქნა ბაზარზე არსებული მსგავსი პროფილის კომპანიის ფასები. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი დასაბეგრი ბრუნვა.

იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციით შემოწმებისთვის შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციას, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დასახელებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სპეც საგადასახადო ანგარიშფაქტურების კავშირი სრულადაა გათვალისწინებული შემოწმებისას და ორმაგად არ არის მოქცეული სხვადასხვა პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში. კერძოდ:

. ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა -------- (40 264 ლარი) გამოწერილია 2023 წლის მარტის პერიოდზე, ხოლო ფაქტურები: ეს ----- (22 998 ლარი) და ეს ------ (77 793 ლარი), გამოწერილია 2023 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე. შემოწმებით, ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა დაბეგრილია შესაბამის პერიოდში, ხოლო მაისის ოპერაციების დაბეგვრისას გათვალისწინებულია აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

. ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ----- (156 990 ლარი) გამოწერილია 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდზე, ხოლო ფაქტურები: ეს --------(42 073.2 ლარი) 2023 წლის ივნისი, ეს ------- (42 073.2 ლრი) 2023 წლის ივნისი, ეს ------ (42 073.2 ლარი) 2023 წლის ივნისი, ეს ------ (30 756.98 ლარი) 2023 წლის ივნისი. ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შემოწმებით დაბეგრილია 2023 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდში და ივნისის თვის პერიოდი მცირდება შესაბამისი თანხით.

. ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ------ (97 795ლარი) გამოწერილია 2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე, ხოლო ეს ------ გამოწერილია 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის მაისის პერიოდის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობს ავანსის ოპერაცია, ხოლო ივლისის თვის ბრუნვა მცირდება შესაბამისი თანხით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმებით განისაზღვრა პირის მიერ მიღებული ფულადი შემოსავლები და ხარჯები. ვინაიდან, ფულის ნაშთის სალაროში არსებობა არ დგინდება, აღნიშნული განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში მიღებული აქვს ძირითადი საშუალებები და არ აქვს შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------------ს“ (ს/ნ ---------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს .

2. ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. ქონების გადასახადის დარიცხვას.

ამასთან,საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნომრები და განაცხადა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას არ არის გათვალისწინებული/განაშთული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №6945 და №15511 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2024 წლის 19 აპრილის ჩათვლით საანგარიშ პერიოდი. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №21489 ბრძანება და №007-240 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 520 526 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, საგამოძიებო ორგანოდან გადმოცემულ დოკუმენტაციას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №9124 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარებულ ინვენტარიზაციის შედეგებსა და მესამე პირებისაგან გამოთხოვილ ინფორმაცია/დოკუმენტაციას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებამ შეისწავლა და დაამუშავა ხელთ არსებული ინფორმაცია. საქონლის მოძრაობის რაოდენობრივი ანალიზისას გამოვლინდა საქონელი, რომელიც საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით (მათ შორის შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდზე წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით) არც რეალიზაციადაა განხილული და არც ფაქტობრივ ნაშთში უფიქსირდება. აღნიშნული შემოწმებით განხილულ იქნა საცალო მიწოდებად შესაბამისი პერიოდების მიხედვით, ხოლო საწვავის ღირებულების განსაზღვრისათვის, ვინადან კომპანიამ არ წარმოადგინა ნავთობის აღრიცხვის ჟურნალი, გამოყენებულ იქნა ბაზარზე არსებული მსგავსი პროფილის კომპანიის ფასები. შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ამასთან,არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის, მესამე პირებისაგან გამოთხოვილი დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების გათვალისწინებით განისაზღვრა პირის მიერ მიღებული ფულადი შემოსავლები და ხარჯები. შემოწმებით, ვინაიდან ფულის ნაშთის სალაროში არსებობა არ დგინდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე მუხლის მიხედვით განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე, დირექტორზე, ხელფასის სახით განაცემად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

ასევე,შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში მიღებული აქვს ძირითადი საშუალებები. წარმოდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით პირს ქონების გადასახადის საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5„ა“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“ .3„ა“); 158(1); 159(1„ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 202(1); 205(2);