ბრძანება N 2190

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.02.2025
№ დოკუმენტი 2190
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2190

10 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 14 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 14 იანვრის №93644/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 დეკემბრის №006-512 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

 

განმარტავს, რომ კომპანიასა და ფ/პ ------- შორის დაიდო შპს „-------“ 50%-იანი წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ნასყიდობის თანხის განვადებით გადახდას. მიიჩნევს, რომ მხარეებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სრულიად მართლზომიერად გააფორმეს ხელშეკრულება და განსაზღვრეს გარიგების ის პირობები, რომლებიც შესაბამისობაშია, როგორც მის შინაარსთან, ისე ფაქტობრივად განხორციელებულ ოპერაციასთან. აცხადებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღისთვის (28.11.2019) კომპანიის დამფუძნებელი ფ/პ ------- უკვე ფლობდა შპს „-------“ დარჩენილ 50%-ს (02.04.19- დან). შესაბამისად, თუ ------- ინტერესი იქნებოდა შპს „-------“ დივიდიენდების დაუბეგრავად მიღება შპს „-------” გავლით, მაშინ იგი თვითონ მიჰყიდიდა მის 50%-ს შპს „-------“ და არ მოხდებოდა წილის შეძენა ფ/პ -------. გადამხდელი განმარტავს, რომ ფ/პ ------- შპს „-------“ 50%-იანი მეწილის გახდომიდან (21.07.2017) ამავე 50% წილის შპს „-------“ მიყიდვამდე (28.11.2019) პერიოდში შპს „-------“ დივიდენდის სახით სულ განაწილებული აქვს 1 183 300 ლარის წმინდა მოგება, მაშინ როდესაც ამავე პერიოდის ბოლოსთვის (28.11.2019) აკუმლირებული გასანაწილებელი მოგება შეადგენს 16 575 163 ლარს. დივიდენდის სრულად გაუნაწილებლობა განპირობებულია იმით, რომ მისაღები მოთხოვნები 28.11.2019-სთვის შეადგენს 13 131 636 ლარს, ხოლო გადასახდელი მოკლევადიანი ვალდებულებები 294 385 ლარს ანუ დივიდენდი არ გაიცემა იმის გამო, რომ შპს „-------“ არ გააჩნია საკმარისი ფულადი სახსრები.

აცხადებს, რომ კომპანიის ფულადი სახსრების ძირითად წყაროს წარმოადგენს მიღებული დივიდენდები. შპს „-------“ წილის შესყდვიდან (28.11.2019) დღემდე შპს „-------" დივიდენდების სახით სულ მიღებული აქვს 4 924 335 ლარი, მათ შორის „-------“ 4 793 335 ლარი. ამავე პერიოდში აღნიშნული ფულით შპს „-------“ გასტუმრებული აქვს: ფ/პ-ის 969 000 ლარის ვალდებულება, რომელიც წარმოქმნილია 2019 წლის დეკემბერში აღნიშნული ფ/პ-გან შპს „-------” 100% წილის შეძენით. შპს „-------” კაპიტალში ინვესტირებულია 1 813 850 ლარი. ფ/პ ------- გადაუხადა 2 263 120 ლარი (გადასახდელად დარჩენილია 7 382 752 ლარი). კომპანიამ მიღებული ფულის 55% მიმართა მესამე მხარის ვალდებულების დასაფარად და ინვესტიციების განსახორციელებლად და ეს მაშინ, როდესაც „-------“ კრედიტორული დავალიანება დამფუძნებელის - ფ/პ ------- დღემდე შეადგენს 619 530 ლარს. შესაბამისად, თუ ------- ინტერესი იქნებოდა შპს „-------“ დივიდიენდების დაუბეგრავად მიღება შპს „-------” გავლით, მაშინ მიღებული ფულით შპს „-------” ინვესტიციების განხორციელების ნაცვლად დაფარავდა ------- დავალიანებას.

2. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კომპანიის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან წილის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია სრულიად მართლზომიერად სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად და მისი შინაარსი სრულ შესაბამისობაშია ფორმასთან (წილზე საკუთრების უფლება სრულად გადაცემულია „-------“). აგრეთვე, აუდიტორის მიერ ოპერაციისთვის კვალიფიკაციის შეცვლა დაეფუძნება საგადასახადო კოდექსის ნორმების იმდენად ფართო ინტერპრეტაციას, რომლის განჭვრეტაც კომპანიის მხრიდან ვერ იქნებოდა შესაძლებელი. ამასთან, მოცემულ პერიოდში არ არსებობდა არც სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითება „სამეურნეო ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ“.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №26300 და 2024 წლის 12 დეკემბრის №26166 ბრძანებების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ -------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 დეკემბრის №26424 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2024 წლის 18 დეკემბრის №006-512 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 229 310 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 111 987 ლარი, ჯარიმა 55 994 ლარი და საურავი 61 329 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმება ჩატარდა გადამხდელის შესახებ გასს-ში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ შპს „-------" (ს/ნ -------) ახორციელებს ------- კომპანიების საქმიანობებს. გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მოქმედი საბანკო ანგარიშის ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა, რის მიხედვითაც ფიქსირდება სხვადასხვა კომპანიებში, როგორც წილის შეძენა, ასევე კაპიტალის შემცირება/შევსება და წილის ღირებულებების გადახდა. დირექტორი/დამფუძნებელი არის ------- (პ/ნ -------).

2019 წლის 29 ნოემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, შპს „-------“ (ს/ნ -------) შეიძინა შპს „-------“ (ს/ნ -------) 50%-იანი წილი 9 645 872 ლარად ------- (პ/ნ -------). შესაბამისად, შპს „-------“ (ს/ნ -------) დამფუძნებლები გახდნენ ------- (პ/ნ -------) და შპს „-------“ (ს/ნ -------). ------- (პ/ნ -------) არის ------- (პ/ნ -------) ძმა. წილის ღირებულების დაფარვის ვადაა 10 წელი. 01.01.2020-01.10.2023 წლების შესამოწმებელ პერიოდში ------- საბანკო გადარიცხვით სულ გადახდილია აღნიშნული წილის ღირებულების ნაწილი 2 127 920 მლნ ლარი. ------- წილის რეალიზაცია არ დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით, ვინაიდან წილის ფლობის პერიოდი აღემატება 2 წელს. წილის ნასყიდობა განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შპს „-------“ (ს/ნ -------) 50%-იანი წილის შეძენის ღირებულების ------- (პ/ნ -------) ანაზღაურების წყაროა ამავე კომპანიიდან შპს „-------“ (ს/ნ -------) მიღებული დივიდენდი. მოცემულ შემთხვევაში შპს „-------“ (ს/ნ -------) გააჩნდა დაგროვილი/გაუნაწილებელი მოგება, რომლის განაწილება არ მოხდა ფიზიკურ პირებზე, ვინაიდან შპს „-------“ შპს „-------“ გაცემული დივიდენდი წარიმართა შპს „-------“ (ს/ნ -------) 50%-იანი წილის შეძენის ღირებულების გადასახდელად. ვინაიდან წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს წილს ანუ რეალურად არ ხდება განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, მიჩნეულ იქნა საეჭვო სამეურნეო ოპერაციად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული დივიდენდი, რომლის რაოდენობამაც ჯამში შეადგინა 2 127 920 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე და 154-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე შესაბამისად. მოგების გადასახადის ნაწილში გადამხდელის მიმართ მოქმედებს შეღავათი, რადგან შპს „-------“ დივიდენდი მიღებულია 2008-2016 წლების პერიოდის ფინანსური მოგებიდან და მოგების გადასახადის კუთხით არ განიხილება მოგების განაწილებად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 103-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის, 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან დივიდენდის განაწილება მოგების განაწილებად მიიჩნევა, ხოლო ამ დივიდენდის მიმღები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული პირისა) მიერ მისი შემდგომი განაწილება მოგების განაწილებად არ მიიჩნევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შპს „-------“ დირექტორი/დამფუძნებელი არის -------. შპს „-------“ 2019 წლის 29 ნოემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა შპს „-------“ 50%-იანი წილი -------, რომელიც არის ------- ძმა. ამდენად, შპს „-------“ დამფუძნებლები გახდნენ ------- და შპს „-------“.

შესამოწმებელ პერიოდში ------- საბანკო გადარიცხვით სულ გადახდილია აღნიშნული წილის ღირებულების ნაწილი - 2 127 920 მლნ ლარი. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შპს „-------“ 50%-იანი წილის შეძენის ღირებულების ------- ანაზღაურების წყაროა შპს „-------“ მიღებული დივიდენდი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შპს „-------“ გააჩნდა დაგროვილი/გაუნაწილებელი მოგება, რომლის განაწილება არ მოხდა ფიზიკურ პირებზე, ვინაიდან შპს „-------“ შპს „-------“ გაცემული დივიდენდი წარიმართა შპს „-------“ 50%-იანი წილის შეძენის ღირებულების გადასახდელად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს წილს ანუ რეალურად არ განხორციელდა განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, მართლზომიერად დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე განაწილებულ დივიდენდად.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება წილის ნასყიდობის ოპერაციისათვის კვალიფიკაციის ცვლილებას.

2. გადასახადის გადამხდელი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მომჩივანმა წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეიძინა შპს „X”-ის 50%-იანი წილი. წილის ნასყიდობის ხელშეკრულება განხორციელებულია ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შესამოწმებელ პერიოდში, საბანკო გადარიცხვით გადახდილია აღნიშნული წილის ღირებულების ნაწილი. შპს „X”-ის 50%-იანი წილის შეძენის ღირებულების დირექტორზე ანაზღაურების წყაროა შპს „X“-დან მიღებული დივიდენდი. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შპს „X“-ს გააჩნდა დაგროვილი/გაუნაწილებელი მოგება, რომლის განაწილება არ მოხდა ფიზიკურ პირებზე, ვინაიდან შპს „X“-დან მომჩივანზე გაცემული დივიდენდი წარიმართა შპს „X“-ის 50%-იანი წილის შეძენის ღირებულების გადასახდელად. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, წილის გამსხვისებელი ფიზიკური პირი ირიბად კვლავ სრულად ფლობს წილს ანუ რეალურად არ განხორციელდა განსახილველი ქონების (წილის) მესაკუთრის ცვლილება, მოცემული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე განაწილებულ დივიდენდად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა. მოგების გადასახადის ნაწილში გადამხდელის მიმართ მოქმედებს შეღავათი, რადგან შპს „X“-დან დივიდენდი მიღებულია 2008-2016 წლების პერიოდის ფინანსური მოგებიდან და მოგების გადასახადის კუთხით არ განიხილება მოგების განაწილებად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 130; 154; 269(7)