ბრძანება N 27725
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27725
17 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: ----------------------------)
2025 წლის 28 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №---) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) 2025 წლის 28 ნოემბრის №---/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №026-4 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წელს მიწაზე დარიცხულ ქონების გადასახადს. განმარტავს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან შეძენილი აქვს მიწა 2023 წლის 16 იანვარს. მიიჩნევს, რომ ვინაიდან 2022 წელს საკუთრებაში არ გააჩნდა მიწა, არ ეკუთვნის 2022 წელზე მიწაზე ქონების გადასახადის გადახდა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 ოქტომბრის №23288 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 3 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ნოემბრის №24309 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №026-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 13 503 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 815 ლარი, ჯარიმა 4 712 ლარი და საურავი 1 976 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ 2023 წლის 16 იანვარს პირს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან შეძენილი აქვს 2 629 900 კვ.მ (ს/კ -----) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საძოვარი) მიწის ნაკვეთი, მდებარე ---- რაიონში. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2023 წლის 18 აპრილს დაყოფილია 5 ნაკვეთად, რომელთაგან ოთხი გაყიდულია 2023 წლის 19 აპრილს, ხოლო 1 629 717 კვ.მ ნაკვეთი დარჩა პირის საკუთრებაში. აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ არის დაბეგრილი ქონების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა 2023, 2024, 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელს ქონების გადასახადით არ აქვს დაბეგრილი საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წელს მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების მიერ ქონების გადასახადი დარიცხულია 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს „------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2022 წელს მიწაზე დარიცხულ ქონების გადასახადს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №23288 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდებში მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №24309 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №026-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 13 503 ლარი, მათ შორის, გადასახადი 6 815 ლარი, ჯარიმა 4 712 ლარი და საურავი 1 976 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით 2023 წლის 16 იანვარს პირს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან შეძენილი აქვს 2 629 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საძოვარი) მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2023 წლის 18 აპრილს დაყოფილია 5 ნაკვეთად, რომელთაგან ოთხი გაყიდულია 2023 წლის 19 აპრილს, ხოლო 1 629 717 კვ.მ ნაკვეთი დარჩა პირის საკუთრებაში. აღნიშნული მიწის ნაკვეთები არ არის დაბეგრილი ქონების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, პირს დაერიცხა 2023, 2024, 2025 წლების საანგარიშო პერიოდებზე ქონების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწაზე ქონების გადასახადი განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203( „ა“); 204(1); 205(2);