სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/ბ-92-23წ

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.05.2023
№ დოკუმენტი 3/ბ-92-23წ
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული სხვა

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/ბ-92-23წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 მაისი, 2023 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ნანა კანდელაკი (მომხსენებელი)

ხათუნა ხომერიკი, შოთა სირაძე

სხდომის მდივანი - ირაკლი აბზიანიძე

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - ----- --------

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ---- --------, ---- ----------, ----- -------, ---- ----------, ----- ---------, ----- ---------.

წარმომადგენლები - ----- ---------, ---- -----------

მოპასუხე - ინდ. მეწარმე „----- -----------“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება

1.აპელანტის მოთხოვნა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2.1. 2017 წლის 12 ივლისს, 24 ივლისს, 26 ივლისს, 27 ივლისს და 11 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებებით მიმართა ---- ----------ის, ----- ---------ის, ---- ---------ის, ----- --------ის, ----- ----- -ისა და ---- --------ის წარმომადგენელმა ---- ------მ მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურისა და ინდ. მეწარმე „---- ---------ის“ წინააღმდეგ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანებით დაყადაღებული ინდ.მეწარმე „---- ---------ის“ კუთვნილი უძრავი ქონებების (ს/კ №--.--.--.----.---.---; №--.--.--.---.--.---; №--.--.--.---.--.---; №--.--.--.---.--.---; №--.--.--.---.---.---; №--.--.--.----.---.-----) ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნებით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის განჩინებებით ---- -------ის, ---- ---------ის, ---- -------ის, ---- --------ის, ---- -------ისა და ---- ------ის სარჩელებზე დაუშვებლობის საფუძვლით შეწყდა საქმის წარმოება.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 აგვისტოს, 2020 წლის 01 სექტემბრისა და 2020 წლის 23 სექტემბრის განჩინებებით ---- --------ის, ---- ---------ის, ---- --------ის, ---- --------ის, ---- -------ისა და ---- --------ის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 07 თებერვლის განჩინებები და საქმეები შესაბამისი ეტაპიდან ხელახლა განსახლველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის საოქმო განჩინებით №3/440- 20, №3/441-20, №3/550-20, №3/551-20, №3/62-21, №3/74-21 ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და მიენიჭა საქმის №3/441-20/22. ამავე სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და მოითხოვა:

„-ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- --------ის (პ/ნ -----------) ქონების ნაწილში და ამოირიცხოს ყადაღის აქტიდან ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 105.00კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ:--.--.--.---.--.---.);

 

-ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის №38840 ბრძანება ---- --------ის (პ/ნ -----------) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნული ბინა - აღირიცხოს ---- --------ის (პ/ნ ----------) საკუთრებაში;

 

-ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- --------ის (პ/ნ ------------) ქონების ნაწილში, ამოირიცხოს ყადაღის აქტიდან ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 81.50კვ. მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ:№--.--.--.---.--.----) და აღნიშნული ბინა აღირიცხოს ---- --------ის საკუთრებაში;

 

-ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- --------ის (პ/ნ ------------) ქონების ნაწილში, ამოირიცხოს ყადაღის აქტიდან ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ:№ --.--.--.---.--.---) და აღნიშნული ბინა აღირიცხოს ---- --------ის საკუთრებაში;

 

-ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- --------ის (პ/ნ -----------) ქონების ნაწილში და ამოირიცხოს ყადაღის აქტიდან ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 87.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ:№ --.--.--.---.--.---) და აღნიშნული ბინა აღირიცხოს ---- --------ის საკუთრებაში;

 

-ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- --------ის (პ/ნ ------------) ქონების ნაწილში და ამოირიცხოს ყადაღის აქტიდან ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 84.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ:№ --.--.--.---.--.---) და აღნიშნული ბინა აღირიცხოს ---- --------ის საკუთრებაში;

 

-ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- --------ის, (პ/ნ-------------) ქონების ნაწილში და ამოირიცხოს ყადაღის აქტიდან ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ საცხოვრებელი ბინა (ს/კ:№ --.--.--.---.--.---) და აღნიშნული ბინა აღირიცხოს ---- --------ის საკუთრებაში.

 

2.2. მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ მიერ წარმოდგენილი სარჩელები დაფუძნებული იქნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2.2.1. მოსარჩელე ---- --------ს წარმომადგენლის განმარტებით, ინდ. მეწარმე ---- --------ის საგადასახადო ვალდებულების გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო ქ. ბათუმში, მდებარე მრავალბინიან სახლში 81.50 კვ. მ. საცხოვრებელ ბინას, ს/კ:№ --.--.--.---.--.---, რომელიც წარმოადგენს ---- --------ის საცხოვრებელ ბინას და იგი დღემდე ცხოვრობს და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.

 

2011 წლის 27 მაისს ---- --------სა და ინდ. მეწარმე ---- --------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ---- --------მ, ---- --------გან შეიძინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში 81.50 კვ.მ. ბინა. ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ---- ---------ის უფლება რეგისტრირებული იქნებოდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი სახლის მე-5 სართულის ბინაზე და იგი მას საკუთრებაში გადაეცემოდა შავი კარკასის მდგომარეობაში. ამასთან, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ---- ---------ის მომავალი უფლება ნაყიდ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან ინდ. მეწარმე ---- ---------ს უძრავი ქონების გაყიდვისთანავე არ წარმოეშვებოდა საგადასახადო ვალდებულებები. ნასყიდობის საგანი შეთანხმებით განისაზღვრა 24.450 აშშ დოლარად და ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ნასყიდობის თანხა 19.000 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროისათვის ანაზღაურებული იქნა, ხოლო 5450 აშშ დოლარს გადაიხდიდა 2011 წლის ივნისამდე, რაც გადაიხადა. ამასთან, ხელშეკრულებით ყიდვა-გაყიდვიდან წარმოშობილ სახელმწიფო მოსალოდნელ ხარჯებს გასწევდა ინდ. მეწარმე ---- -------- (ხელშეკრულება მუხლი 2, ქვეპუნქტები 2.4 2.6. და 2.7.). ინდ. მეწარმე ---- ---------ს დღემდე სახლის მშენებლობა დასრულებული არა აქვს და შესაბამისად სახლი ექსპლოატაციაში გაშვებული არ არის.

 

წარმომადგენლის აღნიშვნით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების საფუძველზე, რაც დაგროვებული აქვს ინდ. მეწარმე ---- ---------ს, საგადასახადო გირავნობა გამოიყენა ---- ---------ის საკუთრებაში არსებულ შვიდ ბინაზე, მათ შორის იმ ბინაზეც, რომელზედაც რეგისტრირებულია ---- ---------ის უფლება – საკუთრებაზე და რომლის საკადასტრო მონაცემებია ს/კ:№ --.--.--.---.--.---, ხოლო შემდეგ დააყადაღა. შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა სასამართლოსაგან ინდ. მეწარმე ---- ---------ის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლება ღია აუქციონის წესით. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, სასამართლოს ბრძანება დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული და დარჩენილია სააღსრულებო წარმოება, რომლის შედეგიც იქნება ქონების რეალიზაცია, რომელზეც რეგისტრირებულია ---- ---------ის მომავალი საკუთრების უფლება.

 

2.2.2. მოსარჩელე ---- ---------ს წარმომადგენლის აღნიშვნით, ინდ. მეწარმე ---- ---------ის საგადასახადო ვალდებულების გამო, შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო ქ. ბათუმში, მდებარე მრავალბინიან სახლში 105.00კვ.მ. ბინას, ს/კ:№ --.--.--.---.--.---, რომელიც წარმოადგენს ---- ---------ის საცხოვრებელ ბინას და იგი დღემდე ცხოვრობს იქ და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.

 

მოსარჩელე ---- ---------ს წარმომადგენლის განმარტებით, 2013 წლის 14 ივნისს, ---- -------- და ინდ. მეწარმე ---- ---------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება ამ ხელშეკრულებით ინდ. მეწარმე ---- ---------გან მშენებარე საცხოვრებელ სახლში ---- ---------მ შეიძინა 105.00 კვ.მ. ბინა. ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ---- ---------ის უფლება რეგისტრირებული იქნებოდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი სახლის მანსარდის ტიპის ბინაზე და საკუთრებაში გადაეცემოდა შავი კარკასის მდგომარეობაში. ამასთან, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ---- ---------ს მომავალი უფლება ნაყიდ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან ინდ. მეწარმე ---- ---------ს უძრავი ქონების გაყიდვისთანავე არ წარმოშობოდა საგადასახადო ვალდებულებები. ნასყიდობის საგანი შეთანხმებით განისაზღვრა 26.250 აშშ დოლარად და ხელშეკრულებით დაფიქსირდა, რომ ნასყიდობის თანხა ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დროისათვის ანაზღაურებული იყო და ყიდვა-გაყიდვიდან წარმოშობილ სახელმწიფო მოსალოდნელ ხარჯებს გასწევდა ინდ. მეწარმე ---- --------.(ხელშეკრულება მუხლი 2, ქვეპუნქტები 2.4. 2.5.). ინდ. მეწარმე ---- --------ს დღემდე სახლის მშენებლობა დასრულებული არა აქვს და შესაბამისად სახლი ექსპლოატაციაში გაშვებული არ არის.

 

წარმომადგენლის აღნიშვნით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების საფუძველზე, რაც დაგროვებული აქვს ინდ მეწარმეს, ჯერ საგადასახადო გირავნობა გამოიყენა ---- ---------ს საკუთრებაში არსებულ შვიდ ბინაზე, მათ შორის იმ ბინაზეც, რომელზედაც რეგისტრირებულია ---- ----------ის უფლება საკუთრებაზე და რომლის საკადასტრო მონაცემებია --.--.--.---.--.---, ხოლო შემდეგ დააყადაღა. შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა სასამართლოსაგან ინდ. მეწარმე ---- ----------ის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლება ღია აუქციონის წესით. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, სასამართლოს ბრძანება დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული და დარჩენილია სააღსრულებო წარმოება, რომლის შედეგიც იქნება ქონების რეალიზაცია, რომელზეც რეგისტრირებულია ---- ----------ის მომავალი საკუთრების უფლება.

 

2.2.3. მოსარჩელე ---- ----------ს წარმომადგენლის განმარტებით, ინდ. მეწარმე ---- ----------ის საგადასახადო ვალდებულების გამო, შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო ქ. ბათუმში, მდებარე მრავალბინიან სახლში 127.00 კვ.მ. საცხოვრებელ ბინას, ს/კ:№ --.--.--.---.--.---, რომელიც წარმოადგენს ---- ----------ის საცხოვრებელ ბინას და იგი დღემდე ცხოვრობს და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.

 

წარმომადგენლის აღნიშვნით, 2014 წლის 24 ივნისს ---- --------- და ინდ. მეწარმე ---- ----------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ---- ----------მ მშენებარე საცხოვრებელ სახლში ---- ----------გან შეიძინა 127.00 კვ.მ. ბინა. ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ---- ----------ის უფლება რეგისტრირებული იქნებოდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი სახლის ბინაზე და საკუთრებაში გადაეცემოდა შავი კარკასის მდგომარეობაში. ამასთან, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ---- ----------ის მომავალი უფლება ნაყიდ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან ინდ. მეწარმე ---- ----------ს უძრავი ქონების გაყიდვისთანავე არ წარმოშვებოდა საგადასახადო ვალდებულებები. ნასყიდობის საგანი შეთანხმებით განისაზღვრა 39.000 აშშ დოლარად. 11.949 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი მყიდველმა ინდ.მეწარმეს გადაურიცხა საბანკო ოპერაციით, ხოლო დარჩენილი 27.051 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი შეიტანა ინდ.მეწარმის სალაროში, რაც დასტურდება ინდ. მეწარმის მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნით. ხელშეკრულებით ყიდვა-გაყიდვიდან წარმოშობილ სახელმწიფო მოსალოდნელ ხარჯებს გასწევდა ინდ. მეწარმე ---- ---------. (ხელშეკრულება მუხლი 2). ინდ. მეწარმე ---- ----------ს დღემდე სახლის მშენებლობა დასრულებული არა აქვს და შესაბამისად სახლი ექსპლოატაციაში გაშვებული არ არის.

 

მოსაჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, ---- ----------ვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების საფუძველზე, რაც დაგროვებული აქვს ინდ. მეწარმეს, ჯერ საგადასახადო გირავნობა გამოიყენა ---- ----------ს საკუთრებაში არსებულ შვიდ ბინაზე, მათ შორის იმ ბინაზეც, რომელზედაც რეგისტრირებულია ---- ----------ის უფლება საკუთრებაზე და რომლის საკადასტრო მონაცემებია --.--.--.---.--.---, ხოლო შემდეგ დააყადაღა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა სასამართლოსაგან ინდ. მეწარმე ---- ----------ის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლება ღია აუქციონის წესით. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, სასამართლოს ბრძანება დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული და დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. საქმე წარმოებაშია სააღსრულებო ბიუროში. აუქციონი დანიშნული არ არის.

 

2.2.4. მოსარჩელე ---- ----------ს წარმომადგენლის განმარტებით, ინდ. მეწარმე ---- ----------ს საგადასახადო ვალდებულების გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო ქ. ბათუმში, მდებარე მრავალბინიან სახლში მდებარე 87.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინას ს/კ: --.--.--.---.--.---, რომელიც წარმოადგენს ---- ----------ის საცხოვრებელ ბინას და იგი დღემდე ცხოვრობს იქ და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.

 

წარმომადგენლის აღნიშვნით, 2014 წლის 24 ივნისს ---- --------- და ინდ. მეწარმე ---- ----------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ---- ----------მ მშენებარე საცხოვრებელ სახლში ---- ----------გან შეიძინა 87.00 კვ.მ. ბინა. ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ---- ----------ის უფლება რეგისტრირებული იქნებოდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი სახლის ბინაზე და საკუთრებაში გადაეცემოდა შავი კარკასის მდგომარეობაში. ამასთან, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ---- ----------ის მომავალი უფლება ნაყიდი უძრავ ქონებაზე, ვინაიდან ინდ. მეწარმე ---- ----------ს უძრავი ქონების გაყიდვისთანავე არ წარმოეშვებოდა საგადასახადო ვალდებულებები. ნასყიდობის საგანი შეთანხმებით განისაზღვრა 30.450 აშშ დოლარად, რაც მთლიანად გადახდილი აქვს და დასტურდება აუდიტორული შემოწმების აქტით. ამასთან, ხელშეკრულებით ყიდვა-გაყიდვიდან წარმოშობილ სახელმწიფო მოსალოდნელ ხარჯებს გასწევდა ინდ. მეწარმე ---- ---------. (ხელშეკრულება მუხლი 2). ინდ. მეწარმე ---- ----------ს დღემდე სახლის მშენებლობა დასრულებული არა აქვს და შესაბამისად სახლი ექსპლოატაციაში გაშვებული არ არის.

 

მოსაჩელის წარმომადგენლის მტკიცებით, ---- ----------თვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების საფუძველზე, რაც დაგროვებული აქვს ინდ. მეწარმეს, ჯერ საგადასახადო გირავნობა გამოიყენა ---- ----------ის საკუთრებაში არსებულ შვიდ ბინაზე, მათ შორის იმ ბინაზეც, რომელზედაც რეგისტრირებულია ---- ----------ს უფლება საკუთრებაზე და რომლის საკადასტრო მონაცემებია --.--.--.---.--.---, ხოლო შემდეგ დააყადაღა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა სასამართლოსაგან ინდ. მეწარმე ---- ----------ის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლება ღია აუქციონის წესით. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, სასამართლოს ბრძანება დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული და დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. საქმე წარმოებაშია სააღსრულებო ბიუროში. აუქციონი დანიშნული არ არის.

 

2.2.5. მოსარჩელე ---- ---------ს წარმომადგენლის განმარტებით, ინდ. მეწარმე ---- ----------ის საგადასახადო ვალდებულების გამო, სსიპ შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო ქ. ბათუმში, მდებარე მრავალბინიან სახლში მდებარე 84.00 კვ. მ. საცხოვრებელი ბინას, ს/კ: --.--.--.---.--.---, რომელიც წარმოადგენს ---- ---------ს საცხოვრებელ ბინას და იგი დღემდე ცხოვრობს იქ და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.

 

წარმომადგენლის აღნიშვნით, 2014 წლის 04 აგვისტოს ---- ---------- და ინდ. მეწარმე ---- ----------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ---- ----------მ მშენებარე საცხოვრებელ სახლში ---- ----------გან შეიძინა 84.00 კვ.მ. ბინა. ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ეკატერინე სოლოგავას უფლება რეგისტრირებული იქნებოდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი სახლის ბინაზე და საკუთრებაში გადაეცემოდა შავი კარკასის მდგომარეობაში. ამასთან, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ---- ----------ს მომავალი უფლება ნაყიდი უძრავ ქონებაზე, ვინაიდან ინდ. მეწარმე ---- ----------ს უძრავი ქონების გაყიდვისთანავე არ წარმოშვებოდა საგადასახადო ვალდებულებები.

ნასყიდობის საგანი შეთანხმებით განისაზღვრა 24.400 აშშ დოლარად ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ნასყიდობის საფასურიდან 17.000 აშშ დოლარს მყიდველი გადაიხდიდა 2014 წლის 22 ივლისს, ხოლო 7400 აშშ დოლარს გადაიხდიდა 2014 წლის სექტემბერში, რაც გადაიხადა. ამასთან, ხელშეკრულებით ყიდვა-გაყიდვიდან წარმოშობილ სახელმწიფო მოსალოდნელ ხარჯებს გასწევდა ინდ. მეწარმე ---- ----------. (ხელშეკრულება მუხლი 2, ქვეპუნქტები 2.3. 2.4. და 2.5.). ინდ. მეწარმე ---- ----------ს დღემდე სახლის მშენებლობა დასრულებული არა აქვს და შესაბამისად სახლი ექსპლოატაციაში გაშვებული არ არის.

 

წარმომადგენლის აღნიშვნით, ---- ----------თვის ცნობილი გახდა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების საფუძველზე, რაც დაგროვებული აქვს ინდ მეწარმეს, ჯერ საგადასახადო გირავნობა გამოიყენა ---- ----------ის საკუთრებაში არსებულ შვიდ ბინაზე, მათ შორის იმ ბინაზეც, რომელზედაც რეგისტრირებულია მისი უფლება საკუთრებაზე და რომლის საკადასტრო მონაცემებია --.---.---.---.---.--, ხოლო შემდეგ დააყადაღა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა სასამართლოსაგან ინდ. მეწარმე ---- ----------ის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლება ღია აუქციონის წესით. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, სასამართლოს ბრძანება დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული და დარჩენილია სააღსრულებო წარმოება, რომლის შედეგიც იქნება რეალიზაცია ქონებისა, რომელზეც რეგისტრირებულია მისი მომავალი საკუთრების უფლება.

 

2.2.6. მოსარჩელე ---- ----------ს წარმომადგენლის განმარტებით, ინდ. მეწარმე ---- ----------ის საგადასახადო ვალდებულების გამო, შემოსავლების სამსახურმა ყადაღა დაადო ქ. ბათუმში, მდებარე მრავალბინიან სახლში მდებარე 127.00 კვ.მ საცხოვრებელი ბინას ს/კ:--.---.---.---.---.--, რომელიც წარმოადგენს ---- ----------ის საცხოვრებელ ბინას და იგი დღემდე ცხოვრობს იქ და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით.

 

წარმომადგენლის აღნიშვნით, 2013 წლის 07 თებერვალს ---- ---------- და ინდ. მეწარმე ---- ----------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით მან ---- ----------გან შეიძინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ. ბინა. ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ მისი უფლება რეგისტრირებული იქნებოდა ჯერ კიდევ დაუსრულებელი სახლის ბინაზე და საკუთრებაში გადაეცემოდა შავი კარკასის მდგომარეობაში. ამასთან, საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა ---- ----------ის მომავალი უფლება ნაყიდი უძრავ ქონებაზე, ვინაიდან ინდ. მეწარმე ---- ----------ს უძრავი ქონების გაყიდვისთანავე არ წარმოშვებოდა საგადასახადო ვალდებულებები.ნასყიდობის საგანი შეთანხმებით განისაზღვრა 42.500 აშშ დოლარად, რაც მთლიანად გადახდილი აქვს, რაც დასტურდება სალაროს ქვითრებით. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ყიდვა-გაყიდვიდან წარმოშობილ სახელმწიფო მოსალოდნელ ხარჯებს გასწევდა ინდ. მეწარმე ---- ----------. (ხელშეკრულება მუხლი 2). ინდ. მეწარმე თ---- ----------ს დღემდე სახლის მშენებლობა დასრულებული არა აქვს და შესაბამისად სახლი ექსპლოატაციაში გაშვებული არ არის.

 

წარმომადგენლის აღნიშვნით, ---- ----------თვის ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო დავალიანების საფუძველზე, რაც დაგროვებული აქვს ინდ. მეწარმეს, ჯერ საგადასახადო გირავნობა გამოიყენა ---- ----------ის საკუთრებაში არსებულ შვიდ ბინაზე, მათ შორის იმ ბინაზეც, რომელზედაც რეგისტრირებულია ---- ----------ის უფლება საკუთრებაზე და რომლის საკადასტრო მონაცემებია --.--.--.---.--.---., ხოლო შემდეგ კი დააყადაღა. შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა სასამართლოსაგან ინდ. მეწარმე ---- ----------ის დაყადაღებული ქონების რეალიზაციის უფლება ღია აუქციონის წესით. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა, სასამართლოს ბრძანება დღეისათვის კანონიერ ძალაშია შესული და დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. საქმე წარმოებაშია სააღსრულებო ბიუროში. აუქციონი დანიშნული არ არის.

 

2.2.7.მოსარჩელეთა წარმომადგენლების აღნიშვნით, მოსარჩელეებმა საქმეში არსებული ხელშეკრულების თანახმად, სრულად გადაიხადეს ნასყიდობის თანხა, მიიღეს ნასყიდობის საგანი და თითოეული დღემდე ცხოვრობს და სარგებლობს აღნიშნული უძრავი ქონებით. მოსარჩელეები საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელებას მათ საკუთრებაზე მიიჩნევენ უკანონოდ, რის გამოც ითხოვენ სადავო აქტების ბათილად ცნობას მათ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების ნაწილში.

 

2.3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისს განჩინებით მოსარჩელეების --- ----------ის, ----- ---------ის, ---- ---------ის, ----- --------ის, ----- ----- -ისა და ---- --------ის სარჩელი უძრავი ქონების მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ, ცალკე წარმოებად გამოიყო №3/441 ადმინისტრაციული საქმიდან და განსჯადობით გადაეცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

 

2.4. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.4.1.მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ინდ. მეწარმე ---- ----------ს 2016 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახდო დავალიანება 131604.5 ლარი, საურავი - 65.95 ლარი, რომლის გამოც მის ქონებაზე, 2016 წლის 16 სექტემბრის №086-4305 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს ინდ. მეწარმე ---- ----------ის მიმართ გამოცემული იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №081-781 ბრძანება, რომლის საფუძველზეც 03 ნოემბერს შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ქონების ნუსხაში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში ასახულ ინდ. მეწარმე თ---- ----------ის ქონებას, მათ შორის ს/კ:№ --.--.--.---.--.---, ს/კ:№ --.--.--.---.--.---, ს/კ:№ --.--.--.---.--.---, ს/კ:№ --.--.--.---.--.---, ს/კ:№ --.--.--.---.--.---, ს/კ:№ --.--.--.---.--.---, რეგისტრირებულ უძრავ ქონებებს.

 

მოპასუხის წარმომადგენლის აღნიშვნით, უძრავ ნივთზე მესაკუთრე დგინდება მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით და ქალაქ ბათუმში, მდებარე საცხოვრებელი ფართები, საკადასტო კოდებით № --.--.--.---.--.---, № --.--.--.---.--.---, № --.--.--.---.--.---, № --.--.--.---.--.---, № --.--.--.---.--.---, № --.--.--.---.--.---, წარმოადგენს ინდ. მეწარმე ---- ----------ის საკუთრებას, რის გამოც მის მიმართ განხორციელებული გადახდევინების იძულებითი ღონისძიება (ყადაღა) გავრცელდა ზემოთ მითითებულ უძრავ ქონებებზეც.

 

მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებით, მომავალ ქონებაზე წინარე ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგი არის ხელშეკრულების მხარეებს შორის დასადგენი უფლებები და ვალდებულებები. ამდენად, არ უნდა შეილახოს კრედიტორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადაზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.

 

2.4.2. მოპასუხე ინდ. მეწარმე ---- ----------მ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ბინის ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილი აქვს მხოლოდ ---- ----------ს ხოლო სხვა მოსარჩელეებს - მხოლოდ ნაწილობრივ. შესაბამისად, ვინაიდან აღნიშნული ბინები კვლავ მის საკუთრებაშია რეგისტრირებული, საგადასახადო ორგანომ სწორად გაავრცელა მათზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და ასევე მართებულად მოახდინა მათი დაყადაღება.

 

3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით ---- ----------ის, ---- ----------ის, ---- ----------ის, ---- ----------ის, ---- ----------ის და ---- ----------ის სარჩელები დაკმაყოფილდა, კერძოდ:

 

-ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- ---------ის (პ/ნ --------------) ქონების ნაწილში და ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 105.00კვ.მ. საცხოვრებელი ბინა ს/კ: --.--.--.---.--.---. ამოირიცხა ყადაღის აქტიდან. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის №38840 ბრძანება ---- ----------ის (პ/ნ --------------) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

 

-ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- -------ის პ/ნ ------------- ქონების ნაწილში და ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 81.50კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ: --.--.--.---.--.---) ამოირიცხა ყადაღის აქტიდან;

 

-ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- ---------ის (პ/ნ -------------) ქონების ნაწილში და ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ: --.--.--.---.--.---) ამოირიცხა ყადაღის აქტიდან;

 

-ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- ---------ის (პ/ნ -------------) ქონების ნაწილში და ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 87.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ: --.--.--.---.--.---) ამოირიცხა ყადაღის აქტიდან;

 

-ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- ---------ს (პ/ნ -------------) ქონების ნაწილში და ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 84.00კვ.მ. საცხოვრებელი ბინა (ს/კ: --.--.--.---.--.---) ამოირიცხა ყადაღის აქტიდან;

 

-ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ---- ---------ის, (პ/ნ -------------) ქონების ნაწილში და ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ საცხოვრებელი ბინა (ს/კ: --.--.--.---.--.---) ამოირიცხა ყადაღის აქტიდან.

 

3.1.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

3.1.1. 2011 წლის 27 მაისს ---- ---------სა და ინდ. მეწარმე ---- ---------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ---- ---------მ შეიძინა 81.50 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ბათუმში. გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, სადაც მომავალ მესაკუთრედ აღირიცხა ---- --------- ბინაზე, რომლის (ს/კ: --.--.--.---.--.---). მყიდველს, თანახმად ხელშეკრულებისა, ნასყიდობის საგნის ფასი 24.450 აშშ დოლარიდან 19.000 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გადახდილი აქვს, ხოლო 5.450 აშშ დოლარს გადაიხადის 2011 წლის 01 ივნისამდე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 27/05/2011 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.18);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.21);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (იხ. საქმე 3/441; ტომი 1-ლი, ს.ფ.19).

 

3.1.2. 2013 წლის 14 ივნისს ---- ---------სა და ინდ. მეწარმე ---- ---------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ---- ---------მ ქ.ბათუმში, მდებარე საცხოვრებელ სახლში შეიძინა 105.00კვ. მ. საცხოვრებელი ბინა, (ს/კ: --.--.--.---.--.---). გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, სადაც მომავალ მესაკუთრედ აღირიცხა ---- --------- ბინაზე, რომლის (ს/კ: --.--.--.---.--.---). მყიდველს, თანახმად ხელშეკრულებისა, ნასყიდობის საგნის ფასი 26.250 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე გადახდილი აქვს.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 14/06/2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. საქმე 3/551; ტომი 1-ლი, ს.ფ.17);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.საქმე 3/551;ტომი 1-ლი, ს.ფ.28-29).

 

3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.12.2016 წლის ბრძანებით №38840 ---- ---------ის საჩივარი ბინის (ს/კ: --.--.--.---.--.---) ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.12.2016 წლის ბრძანება№38840 (იხ.საქმე 3/441ტომი 1-ლი, ს.ფ.24).

 

3.1.4. 2014 წლის 24 ივნისს ---- ---------სა და ინდ. მეწარმე ---- ---------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ---- ---------მ 39.000 აშშ დოლარად შეიძინა 127.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ბათუმში. გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, სადაც მომავალ მესაკუთრედ აღირიცხა ---- ---------.

სასამართლო დაეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 12/07/2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. საქმე 3/62; ტომი 1-ლი, ს.ფ.17); - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.საქმე 3/62; ტომი 1-ლი, ს.ფ.18-19).

 

3.1.5. 2014 წლის 22 ივლისს ---- ---------სა და ინდ. მეწარმე ---- ---------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ---- ---------მ 24.000 აშშ დოლარად შეიძინა 84.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ბათუმში. გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, სადაც მომავალ მესაკუთრედ აღირიცხა ---- ---------, ბინაზე, რომლის (ს/კ: --.--.--.---.--.---).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

– 22/07/2014 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. საქმე 3/550; ტოპი, ს.ფ.18);

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.საქმე 3/550; ტომი 1-ლი, ს.ფ.19).

 

3.1.6. 2013 წლის 07 თებერვალს ---- ---------სა და ინდ. მეწარმე ---- ---------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ---- ---------მ შეიძინა 127.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ბათუმში. გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, სადაც მომავალ მესაკუთრედ აღირიცხა თ---- ---------, ბინაზე რომლის (ს/კ: --.--.--.---.--.---).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 06/02/2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. საქმე 3/74; ტომი 1-ლი, ს.ფ.17);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.საქმე 3/74; ტომი 1-ლი, ს.ფ.18).

 

3.1.7. 2013 წლის 07 თებერვალს ---- ---------ს და ინდ. მეწარმე ---- ---------ს შორის დაიდო უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ---- ---------მ შეიძინა 87.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა მშენებარე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.ბათუმში. გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, სადაც მომავალ მესაკუთრედ აღირიცხა ---- --------- ბინაზე, რომლის ს/კ-ია (ს/კ: --.--.--.---.--.---).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07/02/2013 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. საქმე 3/440; ტომი 1-ლი, ს.ფ.16-17);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.საქმე 3/440; ტომი 1-ლი, ს.ფ.18-19);

 

3.1.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანებით ყადაღა დაედო ---- ---------ის (პ/ნ -----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანება (იხ. საქმე 441; ტომი 1-ლი, ს.ფ. 22-23);

 

3.1.9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით, მოსარჩელეების - ---- ---------ის (პ/ნ -----------); ---- ---------ის (პ/ნ ------------); ---- ---------ის (პ/ნ ------------); ---- ---------ის (პ/ნ ------------); ---- ---------ის (პ/ნ ------------); და ---- ---------ის (პ/ნ ------------); სარჩელი უძრავი ქონების მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში, ცალკე წარმოებად გამოიყო 3/441 ადმინისტრაციული საქმიდან და განსჯადობით გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, კერძოდ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------) ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------) და ---- ---------ის (პ/ნ ------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელების მართლზომიერების შეფასება. კერძოდ, არსებობდა თუ არა სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ ინდ. მეწარმე ---- ---------ის ს/ნ ------------ საგადასახადო ვალდებულებების გამო სადავო უძრავ ქონებაზე გავრცელებულიყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების მიზანი და მიუთითა, რომ ასეთი მიზნად ისახავს პირის მიერ საგადასახადო ვალდებულების სათანადოდ შესრულებას, აგრეთვე საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში არასასურველი შედეგების თავიდან აცილებას საგადასახადო კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელებისათვის მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს შემდეგი პირობები: (საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება ვრცელდება) 1. გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე; 2. გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე და 3. საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილ ქონებაზე. საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ ერთი გამონაკლისი შემთხვევა, კერძოდ, საგადასახადო გირავნობის (იპოთეკის) უფლება არ ვრცელდება გადასახადის გადამხდელის ბალანსზე რიცხულ ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.

 

ზემოხსენებული სამართლებრივ ანალიზზე დაყრდნობით სასამართლომ მიუთითა იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენია სადავო ქონებაზე გამოყენებული საგადასახადო გირვანობა/იპოთეკა გავრცელდა გადასახადის გადამხდელის ან სხვა ვალდებული პირის ქონებაზე, თუ აღნიშნულ შეზღუდვას დაექვემდებარა იმ პირის ქონება, რომელსაც კავშირი არ აქვს ინდ. მეწარმე ---- ---------ის ს/ნ ------------ საკუთრებასთან და, შესაბამისად, მის საგადასახადო ვალდებულებებთან.

 

საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაჭრის მიზნით ასევე მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის დანაწესი, რომლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებსა და ინდ. მეწარმე ---- ---------ს შორის დაიდო უძრავ ქონებებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც ქ.ბათუმში, მდებარე მშენებარე სახლში ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), და ---- ---------ის (პ/ნ ------------), ინდ. მეწარმე ---- ---------გან შეიძინეს სხვადასხვა საცხოვრებელი ფართი. გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, სადაც მომავალ მესაკუთრედ აღირიცხნენ მოსარჩელეები - ---- ---------, ---- ---------, ---- ---------, ---- ---------, ---- --------- და ---- ---------.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავ ნივთზე მომავალ მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მოსარჩელეები დარეგისტრირდნენ 2016 წლის 12 ოქტომბრამდე, ანუ მანამდე, ვიდრე ინდ. მეწარმე ---- --------ის მიმართ გამოიცემოდა შემოსავლების სამსახურის №081-781 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, ხოლო რაც შეეხება ინდ. მეწარმე ---- --------ის მიერ გაჟღერებულ პრეტენზიას, მოსარჩელეთა ნაწილის მხრიდან, ბინის ნასყიდობის თანხის გადაუხდელობის შესახებ, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული სცილდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებს და სადავო ქონების მოსარჩელეთა სახელზე საკუთრებით რეგისტრაციის დავის განხილვისას (როგორც აღინიშნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით, მოსარჩელეების - ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), --- ---------ის (პ/ნ ------------) და ---- ---------ის (პ/ნ ------------) სარჩელი უძრავი ქონების მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, ცალკე წარმოებად გამოიყო 3/441 ადმინისტრაციული საქმიდან და განსჯადობით გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას) შეუძლია იდავოს ნასყიდობის თანხის შესახებ.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327.1-ე მუხლების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდ. მეწარმე ---- ---------- და მოსარჩელეთა შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელეები - ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------) და ---- ---------ის (პ/ნ ------------) უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნივთის სამომავლო მესაკუთრედ დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის წარმოშობის დროს მათი სამომავლო საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე უკვე რეგისტრირებული იყო.

 

სასამართლომ მოიხმო „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტი, რომლის თანახმად, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სასამართლო ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღის, უფლების განკარგვის შეზღუდვისა და აკრძალვის, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ამავე კანონის მე-20 მუხლი კი არეგულირებს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის საკითხებს და ზემოხსენებულზე დაყრდნობით ხაზგასმით განმარტა, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები წარმოშობს საკუთრების უფლებას, ანუ აღნიშნული გარიგება პირისათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობია და ანიჭებს მას მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლება მომავალ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და რომ მოსარჩელეების - ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------) და ---- ---------ის (პ/ნ ------------) სახელზე არსებობდა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული ქონება, რომლის გამოყოფაც/გამიჯვნა ინდ. მეწარმე ---- ----------ის ქონებიდან შესაძლებელი იყო.

 

სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ მოთხოვნაზე და აღნიშნა იმის შესახებ, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემამდე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელეების - ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------) და ---- ---------ის (პ/ნ ------------) სახელზე არსებობდა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში და მოსარჩელეებს შეძენილი ჰქონდათ მომავალი მესაკუთრის უფლება იმ მოცემულობით, როდესაც ამ უფლების ობიექტი - საცხოვრებელი ბინა არ იყო დატვირთული რაიმე შეზღუდვით, მათ შორის არც საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით განსაზღვრული, უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპის შესაბამისად, მოსარჩელისთვის და მათ შორის შემოსავლების სამსახურისთვისაც ცნობილი იყო, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ამ უფლების თაობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუპოვებია შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც სადავო აქტების კანონიერებას დაასაბუთებდა. სსიპ შემოსავლების სამსახურს სადავო უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია უძრავი ნივთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანო, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს ფორმალურად მიუდგა საკითხის გადაწყვეტას, არ გაითვალისწინა და მხედველობაში არ მიიღო ისეთ სახის კონსტიტუციური უფლება, როგორიც არის საკუთრების უფლება, რის შედეგადაც მოსარჩელემ ფაქტობრივად დაკარგა საკუთრების უფლება.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებებსა და საქართველოს ზოგადი ადმისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, მე-601 მუხლსა და 97-ე მუხლზე, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე დაყრდნობით საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით და რომ შესაბამისად სახეზე იყო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ---- ---------ის, ---- ---------ის, ---- ---------ის, ---- ---------ის, ---- ---------სა და ---- ---------ის სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნათა უარყოფა მოითხოვა შემდეგზე მითითებით:

 

აპელანტის თვალსაზრისით, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის განჩინებით მოსარჩელეების ---- ---------ის, ---- ---------ის, ---- ---------ის, ---- ---------ის, ---- ---------ის და ---- ---------ის სარჩელები უძრავი ქონების მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოიყო №3/441 ადმინისტრაციული საქმიდან და განსჯადობით გადაეცა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ასეთ შემთხვევაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის და ქონების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის თაობაზე სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა, ან უკიდურეს შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნდა შეეჩერებინა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საცხოვრებელ ფართებზე საკუთრების უფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე და მხოლოდ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის შემდეგ ემსჯელა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის და ქონების ყადაღის აქტიდან ამორიცხვაზე.

 

აპელანტი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმაზე, რომ იგი იურიდიულად დაუსაბუთებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს იმის შესახებ, რომ დავის საგანს წარმოადგენს ქმედების განხორციელების დავალება, უძრავი ქონების ყადაღის აქტიდან ამორიცხვა და საგადასახადო გირავნობა-იპოთეკისგან გათავისუფლება, მაშინ როდესაც სასარჩელო მოთხოვნას ქონების საგადასახადო გირავნობა-იპოთეკისგან გათავისუფლება არ წარმოადგენდა, ხოლო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ძირითადად გირავნობა/იპოთეკის არსებობასთან დაკავშირებით არის გავრცობილი.

 

აპელანტი სააპელაციო საჩივრის დასაბუთების მიზნით აპელირებს ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე, სახელდობრ მიუთითებს იმაზე, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით ინდ. მეწარმე ---- ----------ს (ს/ნ --------------) 2016 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი გადასახადის სახით 131604.5 ლარი, საურავი 65.95 ლარი, რის გამოც მის საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე, 2016 წლის 16 სექტემბრის №086-4305 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემულ იქნა №081-781 ბრძანება, რომლითაც ყადაღა დაედო ინდ. მეწარმე ---- ----------ს (ს/ნ --------------) საკუთრებაში არსებულ ქონებას. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2016 წლის 03 ნოემბერს შედგა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ქონების ნუსხაში და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში ასახულ, ქ. ბათუმში, მდებარე შემდეგ უძრავ ქონებებს (საცხოვრებელი ფართებს): (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---),(ს/კ: --.--.--.---.--.---).

 

აპელანტის მტკიცებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ქმედება და გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-241-ე მუხლებით დადგენილ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან,სასამართლოს მიერ კი უსაფუძვლოდ იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელეთა მოთხოვნები. ამასთან, უძრავ ნივთზე მესაკუთრე დგინდება მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით. ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები - ქ. ბათუმში, მდებარე საცხოვრებელი ფართები საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენდა და დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს ინდ. მეწარმე „---- ------“ (ს/ნ -----------) საკუთრებას, ამდენად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების იძულებითი ღონისძიება (ყადაღა) სრულიად კანონიერად გავრცელდა ინდ. მეწარმე „----- ---------“ (ს/ნ -----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართებზე (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---).

 

აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დანაწესზე დაყრდნობით მიუთითა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით იძულებითი ღონისძიებები განხორციელებულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობდა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის №081-781 ბრძანების და 2016 წლის 03 ნოემბრის ქონებაზე ყადაღის დადების აქტის ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრში ინდ.მეწარმე „---- --------ის“ საკუთრებად რეგისტრირებულ ქ. ბათუმში, მდებარე შემდეგ. უძრავი ქონებების (საცხოვრებელი ფართების): (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), (ს/კ: --.--.--.---.--.---), ყადაღის აქტიდან ამორიცხვის სამართლებრივი საფუძველი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დადგენილი არ არის მოსარჩელეთა მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ნასყიდობის თანხის სრულად გადახდა.

 

აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ წინარე ხელშეკრულება წარმოშობს საკუთრების უფლებას და რომ ამდენად, აღნიშნული გარიგება პირისათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობია და ანიჭებს მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლება მომავალ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მოთხოვნას, ასევე გირავნობა-იპოთეკის სამოქალაქო კოდექსით და საგადასახადო კოდექსით (238-ე, 239-ე, 241-ე) მინიჭებულ სამართლებრივ სტატუსს - სანივთო უფლებას, რომელიც მიეკუთვნება აქცესორულ უფლებას და უპირატესობით სარგებლობს ვალდებულებითი ხასიათის უფლებასთან მიმართებით.

 

აპელანტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 489-ე, 490-ე მუხლებზე მითითებით აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მხოლოდ ინდ. მეწარმე „----- ---------ს“ ევალება ნაკლის გამოსწორება და უფლებრივად უნაკლო ნივთის გადაცემა, ხოლო მისი კრედიტორები არ არიან ვალდებული გაათავისუფლონ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული საგადასახადო გირვანობა/იპოთეკა ან სხვა სახის სამართლებრივი შეზღუდვები.

 

აპელანტის თვალსაზრისით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საფუძველსაა მოკლებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4.გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, 32; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ-ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (№3) 38-42).

 

განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელეთა პოზიცია საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის უკანონობასთან დაკავშირებით და რატომ უარჰყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (1-ლი მუხ.)

 

პალატა აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის საკითხები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXXV თავში. ამავე კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:ა)საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ)მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ)ქონებაზე ყადაღის დადება; დ)ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე)საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ)გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, კერძოდ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 39-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოებს კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელის ქონება დატვირთონ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, აღიარებულია თუ არა საგადასახადო დავალიანება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით-ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებსა და ინდ. მეწარმე „---- --------ს“ შორის დაიდო უძრავ ქონებებზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები. გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. სახელდობრ:

 

1)მოსარჩელე ---- ----------სა და ინდ. მეწარმე ----- --------ს შორის უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (81,5 კვ.მ. ფართის მქონე ბინა) დაიდო 2011 წლის 27 მაისს ხოლო 02 ივნისს კი განხორციელდა საჯარო რეესტრში აღნიშნული უფლების რეგისტრაცია, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ---- ---------. მოცემულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 03 ნოემბერს „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული №081-781 ბრძანების საფუძველზე. (იხ. ტომი მე-6, ს.ფ.21);

 

2)მოსარჩელე ---- ----------სა და ინდ. მეწარმე ----- --------ს შორის უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (105 კვ.მ. ფართის მქონე ბინა) დაიდო 2013 წლის 14 ივნისს ხოლო 13 ივლისს კი განხორციელდა საჯარო რეესტრში აღნიშნული უფლების რეგისტრაცია, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ---- ----------. მოცემულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 03 ნოემბერს „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული №081-781 ბრძანების საფუძველზე. (იხ. ტომი მე-5, ს.ფ.28-29);

 

3)მოსარჩელე ---- ----------სა და ინდ. მეწარმე ----- --------ს შორის უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (127 კვ.მ. ფართის მქონე ბინა) დაიდო 2013 წლის 12 ივლისს, ხოლო 18 ივლისს კი განხორციელდა საჯარო რეესტრში აღნიშნული უფლების რეგისტრაცია, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ---- ----------. მოცემულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 03 ნოემბერს „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული №081-781 ბრძანების საფუძველზე. (იხ. ტომი მე-2, ს.ფ.18-19);

 

4)მოსარჩელე ---- ----------სა და ინდ. მეწარმე ----- --------ს შორის უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (127კვ.მ. ფართის მქონე ბინა) დაიდო 2013 წლის 06 თებერვალს, ხოლო 13 თებერვალს კი განხორციელდა საჯარო რეესტრში აღნიშნული უფლების რეგისტრაცია, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ---- ----------. მოცემულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 03 ნოემბერს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული №081-781 ბრძანების საფუძველზე. (იხ. ტომი მე-3, ს.ფ.18);

 

5)მოსარჩელე ---- ----------სა და ინდ. მეწარმე ----- --------ს შორის უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (105 კვ.მ. ფართის მქონე ბინა) დაიდო 2014 წლის 24 ივნისს, ხოლო 02 ივლისს კი განხორციელდა საჯარო რეესტრში აღნიშნული უფლების რეგისტრაცია, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ---- ----------. მოცემულ ქონებაზე მოცემულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 03 ნოემბერს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული №081-781 ბრძანების საფუძველზე. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.18- 19);

 

6)მოსარჩელე ---- ----------სა და ინდ. მეწარმე ----- --------ს შორის უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (105 კვ.მ. ფართის მქონე ბინა) დაიდო 2014 წლის 22 ივლისს, ხოლო 01 სექტემბერს კი განხორციელდა საჯარო რეესტრში აღნიშნული უფლების რეგისტრაცია, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ---- ------------. მოცემულ ქონებაზე მოცემულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 03 ნოემბერს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული №081–781 ბრძანების საფუძველზე. (იხ. ტომი 1-ლი, ს.ფ.18-19).

 

ამდენად, როგორც ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ცხადჰყოფს, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის №81-781 ბრძანებით, ყადაღა დაედო ---- --------ის (პ/ნ -----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, მათ შორის ქ.ბათუმში, მდებარე მშენებარე სახლში არსებულ იმ საცხოვრებელ ფართებს, რომელიც ინდ. მეწარმე ---- --------ს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე ამ ქონებებზე ყადაღის გავრცელებამდე გაცილებით ბევრად ადრე (2-5 წელი) გასხვისებული ჰქონდა მოსარჩელეებზე და საჯარო რეესტრში ნათლად ფიქსირდებოდა მათი უფლებები ამ უძრავ ქონებებთან მიმართებით, როგორც მომავალი მესაკუთრეებისა.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, მართალია, მოსარჩელეები ხელშეკრულების საგანზე არ აღიჭურვნენ საკუთრებასთან დაკავშირებული მესაკუთრის ექსკლუზიური უფლებით, თუმცა კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით დადებული ხელშეკრულება, მისი საგნის მკაცრად ინდივიდუალიზება და იდენტიფიცირება, ნამდვილად ანიჭებდა მათ ---- --------ს, ---- --------ს, ---- --------ს, ---- --------ს, ---- --------სა და ---- --------ს ამ უძრავ ქონებაზე მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა მათ მიერ საკუთრების უფლება მომავალ ქონებაზე ყადაღის დადების აქტის გამოცემადე იყო ფიქსირებული საჯარო რეესტრში.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლი), რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. „საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია“.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის №1/51 გადაწყვეტილება).

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით აღიარებულია საკუთრების ინსტიტუტის, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძვლად არსებული ღირებულების კონსტიტუციური მნიშვნელობა, რომელიც ინდივიდის პიროვნული თავისუფლებისა და ინდივიდუალური თვითრეალიზების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს. „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის№1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე, უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძო სამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).

 

საპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „საკუთრების“ ცნებას კონვენციის დამატებითი №1 ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. „იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ“, [დიდი პალატა], №48939/99, 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II „ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ“ [დიდი პალატა], №42527/98, 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

 

ამდენად, სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა. სააპელაციო პალატა თვლის, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სახით უძრავი ქონების ძირითადი მესაკუთრე იყო ინდ. მეწარმე „----- ---------“ საგადასახადო ორგანო უფლებამოსილი იყო მის სახელზე რეგისტრირებულ მთელ ქონებაზე გაევრცელებინა ყადაღა.

 

სააპელაციო პალატა კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართალია, საგადასახადო ორგანო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია განახორციელოს მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და ქონებაზე ყადაღის დადება, თუმცა საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს მხოლოდ გადასახადის გადამხდელის და სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ობიექტს შეიძლება ,, წარმოადგენდეს ვალდებულების მქონე პირის - გადასახადის გადამხდელის/მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, დაუშვებელია ამ შეზღუდვის გავრცელება იმ პირთა უფლებებზე, რომელთაც შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ. აქვე უნდა აღინიშოს, რომ განმარტებულის ანალოგიური წესია დადგენილი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-15.“ა“, 61-ე, 631-ე და 632-ე მუხლებით, რომელთა ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირების) და ა. შ. გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით ყადაღა შეიძლება დაედოს, მხოლოდ მოვალის კუთვნილ უძრავ ქონებას და ზიანის ანაზღაურებაც უნდა განხორციელდეს მხოლოდ მოვალის იმ ქონებიდან, რომელზეც ამ კანონის თანახმად შეიძლება მიექცეს აღსრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს წინაშე დავალიანება წარმოეშვა ინდ. მეწარმე „----- --------ს“ და არა მოსარჩელეებს - ----- --------ს, ----- --------ს, ----- --------ს, თ----- --------ს, ----- --------სა და ----- --------ს. ამასთან ასეთი წარმოშობილ იქნა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელთა და ინდ. მეწარმე „----- ----------ს“ შორის დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები რეგისტრირებული იყო საჯარო რეესტრში, რომლებითაც იდენტიფიცირებადი იყო მოსარჩელეთა საკუთრებაში გადასაცემი ფართები. აღნიშნული გარემოებების არსებობის მიუხედავად, სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოსარჩელეთა სამომავლო საკუთრების უფლების საგანს განკუთვნილ ფართებზეც გაავრცელა ყადაღა, რაც ლახავს მოსარჩელეთა საკუთრების უფლებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები წარმოშობს საკუთრების უფლებას, ანუ აღნიშნული გარიგება პირისათვის სამართლებრივი შედეგის წარმომშობია და ანიჭებს მას მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლება მომავალ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. მოსარჩელეების ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------); ---- ---------ის (პ/ნ ------------), ---- ---------ის (პ/ნ ------------) და ---- ---------ის (პ/ნ ------------) სახელზე არსებობდა ინდივიდუალურად იდენტიფიცირებული ქონება, რომლის გამოყოფაც/გამიჯვნა ინდ. მეწარმე ---- ----------ის ქონებიდან შესაძლებელი იყო. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს სადავო უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია უძრავი ნივთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა. სააპელაციო სასამართლოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს ფორმალურად მიუდგა საკითხის გადაწყვეტას, არ გაითვალისწინა და მხედველობაში არ მიიღო ისეთი სახის კონსტიტუციური უფლება, როგორიც არის საკუთრების უფლება, რის შედეგადაც მოსარჩელეებმა ფაქტობრივად დაკარგეს საკუთრების უფლება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის აპელირებას იმის შესახებ, რომ მომავალ მესაკუთრეებს სრულად არ დაუფარავთ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა და ამდენად, სწორად გავრცელდა სადავო ქონებებზე როგორც საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა, ასევე ყადაღა, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების თაობაზე პრეტენზიების განხილვა(გარდა იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ზოგს სრულად, ზოგს კი ძირითადად შესრულებული აქვს,) სცდება ადმინისტრაციული დავის ფარგლებს და მათი განხილვა სამოქალაქო სამართლაწარმოების წესით არის შესაძლებელი.

 

სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს სსიპ შემოსავლების სამსახურის აპელირებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საფუძველსაა მოკლებული სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის თანახმად საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო წარმოებაში ხარჯებს გაიღებს მხარე, რომლის მიზეზითაც სასამართლოს მოუწია კონფლიქტის (დავის) გადაწყვეტა. ეს შეიძლება იყოს მოპასუხე (სარჩელის დაკმაყოფილების), ან მოსარჩელე (სარჩელის დაუკმაყოფილებლობის პირობებში), სასამართლოს გარეშე ხარჯები კი განეკუთვნება დამატებით დანახარჯებს, რომელსაც გაიღებს მხარე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის 1-ლი წინადადების თანახმად „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.“

 

ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა არა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, არამედ მოსარჩელეთა მიერ სამართალწარმოებისათვის გაღებული ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის) მოსარჩელეთა სასარგებლოდ ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენდა.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამასთან არ არსებობდა მოსარჩელეთათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი, აპელანტის პრეტენზია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ინდ. მეწარმე ,,---- -------ის“ (-------------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღის გავრცელება მოსარჩელეთა მიერ შეძენილ სამომავლო ქონებაზე (აქტივზე), რომელთაც რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულებები არ გააჩნიათ, ეწინააღმდეგება არა მხოლოდ განსახილველი საკითხის მომწესრიგებელ საგადასახადო სამართლის ნორმებს, არამედ თავად საკუთრების უფლების არსს და ლახავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების ხელშეუხებლობის უფლებას.

 

ზემოხსენებულთან ერთად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დავის ამგვარი გადაწყვეტა თანხვედრაშია ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან (იხ. 2015 წლის 10 ივლისის განჩინება საქმე №ას-324-309-2015, 2018 წლის 01 ნოემბრის განჩინება,საქმე №ას-232-232- 2018)

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 377-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

 

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

ნანა კალანდაძე

ხათუნა ხომერიკი

შოთა სირაძე