აქტივის ბარტერული მიწოდება (მათ შორის დღგ-ით დასაბეგრის და განთავისუფლებულის) N 0703

0703 აქტივის ბარტერული მიწოდება (მათ შორის დღგ-ით დასაბეგრის და განთავისუფლებულის) - (ძალადაკარგული) 13.08.2010
№ დოკუმენტი 0703
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აქტივის „ბარტერული“ მიწოდება N 0703

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელ საწარმოს წარმოეშვა დავალიანება ასევე დღგ-ის გადამხდელი პირის მიმართ, რომელმაც მას იანვარში გაუწია დღგ-ით დასაბეგრი მომსახურება. აღნიშნულის გამო საწარმომ მაისში მოახდინა ვალის სანაცვლოდ კუთვნილი აქტივის მიწოდება

· საწარმომ ვალის სანაცვლოდ გადაცემული აქტივი არ აღიარა მიწოდებად და არ დაბეგრა დღგ-ით

· ვარიანტი 1: მიწოდებული აქტივი გათავისუფლებული არ არის დღგ-ისაგან

· ვარიანტი 2: მიწოდებული აქტივი გათავისუფლებულია დღგ-ისაგან

შეფასება

· აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს ბარტერს. შესაბამისად, აქტივის მიმწოდებლისათვის იგი ითვლება საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო სანაცვლოდ მიღებული მომსახურება - იმავე ფასით (აქტივის საბაზრო ფასი) შეძენად

· პირველ ვარიანტში:

1. აქტივის მიმწოდებელი დაიბეგრება დღგ-ით მაისში, ხოლო მიწოდებული აქტივის საბაზრო ღირებულებით გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი.

2. მომსახურების გამწევი - დაიბეგრება დღგ-ით იანვარში, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებით გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი.

3. მხარეებს შეეძლოთ შესაბამის პერიოდებში ერთმანეთისათვის გამოეწერათ დღგ-ის ანგარიშფაქტურები ჩათვლის მისაღებად

· მეორე ვარიანტში:

1. აქტივის მიმწოდებელთან აქტივის საბაზრო ღირებულებით გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი.

2. მომსახურების გამწევი - იანვარში დაიბეგრება დღგ-ით, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულებით გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი.

3. მხოლოდ მომსახურების მიმწოდებელს შეეძლო გამოეწერა დღგ-ის ანგარიშფაქტურა

 

ღონისძიებები

 

· პირველ ვარიანტში, აქტივის მიმწოდებელს/მომსახუ რების გამწევს გაეზრდება ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა

· მეორე ვარიანტში, აქტივის მიმწოდებელს/მომსახურების გამწევს გაეზრდება ერთობლივი შემოსავალი. მომსახრების გამწევი დაიბეგრება ასევე დღგ-ით

· ბარტერის ოპერაციის ღირებულების შემცირების შემთხვევაში, განხორციელდება კორექტირება საბაზრო ფასამდე (სსკ-ის მუხლი 104, ნაწილი 5)

· დღგ-ის და მოგების გადასახადების შემცირების შემთხვევაში, პირებს დაეკისრებათ ჯარიმა (სსკ-ის 132-ე მუხლი)