N 22 - 13/01/2012 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 13.01.2012
№ დოკუმენტი 22
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №22

2012 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ 3.01.11.) დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლის:

ა) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტები:

„ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდის შემთხვევაში სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება;

კ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად გადასახადის გადამხდელისათვის არაღიარებული საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული სანქციის თანხის ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. ბარათზე მონაცემთა შეტანა ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ . გვინდაძე