სალაროს ფიქტიური ნაშთის სარგებლად განხილვა N 1817
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სალაროს ფიქტიური ნაშთის სარგებლად განხილვა N 1817
ფაქტობრივი გარემოებები
· 2005 წლის 1 ოქტომბრიდან 2011 წლის 1 სექტემბრამდე საწარმოს სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი სალდო საშუალოდ შეადგენს 1 მილიონ ლარს
· ამავე პერიოდში საწარმოს აღებული აქვს ბანკის სესხები, ძირითადი საშუალებების შესაძენად, ხელფასის გასაცემად, სხვადასხვა შესყიდვების დასაფინანსებლად და ა.შ.
· ბანკიდან საწარმოს სალაროში შემოსული თანხები გაიცემა კონკრეტული დანიშნულებისათვის, ხოლო სალაროს ანგარიშზე რიცხული ფულადი ნაშთი უცვლელი რჩება
· საწარმოს დოკუმენტაციით და ახსნა-განმარტებით არ დასტურდება სალაროში ფულის არსებობის მიზნობრიობა
შეფასება
· იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიერ აღებული სესხების მიზნობრიობიდან და სალაროდან სამეურნეო დანიშნულებისათვის საჭირო თანხების მოძრაობიდან გამომდინარე ვერ ხდება სალაროში 1 მილიონი ლარის არსებობის დადასტურება, სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ფულადი ნაშთი განხილულ უნდა იქნეს საწარმოს სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, ხოლო სარგებლის თანხა სსკ-ის 101-ე (ძვ.174-ე) მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალად
ღონისძიებები
· გაიზრდება ერთობლივი შემოსავალი უსასყიდლოდ გაწეული ფინანსური მომსახურების საბაზრო ღირებულებით
· დაზუსტდება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი
· ყოველთვიური სარგებლის თანხა დაიბეგრება. როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი
· საწარმო, შესაბამის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლის საფუძველზე
აღნიშნული წლები და თანხა აღებულია პირობითად და იგივე მიდგომა გავრცელდება ნებისმიერ საანგარიშო პერიოდზე.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 16 დეკემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც.