ქონებაზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია N 1903

1903 ქონებაზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია 07.09.2010
№ დოკუმენტი 1903
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ქონებაზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია N 1903

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელი საწარმოსათვის ბინათმშენებლობის ამხანაგობაში შენატანის სანაცვლოს გათვალისწინებულია საცხოვრებელი ფართების გადაცემა

•მისაღებ საცხოვრებელ ფართებზე საკუთრების უფლება საწარმოს მიერ რეალიზებულია, ამასთან კომპენსაციის თანხა არ არის ასახული ერთობლივ შემოსავალში და არ არის დაბეგრილი დღგ-ით

შეფასება

•საცხოვრებელ ფართებზე საკუთრების წინასწარი უფლების რეალიზაცია:

ა) ჩაითვლება დღგ-ით დაბეგვრის ობიექტად;

ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლად

ღონისძიებები

•გადაანგარიშდება (გაიზრდება)საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დააბეგრი ბრუნვა და დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დღგ

•შესაბამის დეკლარაციაში გადასახადების შემცირების შემთხვევაში, საწარმოს დაერიცხება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა