ბრძანება N 21404

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.09.2024
№ დოკუმენტი 21404
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21404

30 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -------------------)

(მის.:-----------------------------------)

2024 წლის 8 აგვისტოს საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -------------------) №132844/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ივლისის №021-58 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატსა და აღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გაანგარიშებული ფასნამატი მაღალია და ასევე, შემოწმებას დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშების არავითარი აუცილებლობა არ ჰქონდა, რადგან მათ მიერ პროგრამა „ორისში“ ნაწარმოები აღრიცხვიდან ნათლად ჩანს საქონლის რაოდენობაც, თვითღირებულებაც და გასაყიდი ფასიც. ამასთან, მომჩივანი აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას შემმოწმებლებს აქვთ გარკვეული უზუსტობები. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატის გაანგარიშების მიზნით საქონლის შეძენის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები შერჩეულია იმ პრინციპით, რომ ფასნამატი გამოვიდეს მაღალი, მაგალითად - 2021 წელს რეალიზებულ საქონელზე მიბმულია 2024 წელს შეძენილი სასაქონლო ზედნადები. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს მის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატის ცხრილს, სადაც 2021 წელს ნაცვლად 52%-სა ფასნამატმა შეადგინა 27%, ხოლო 2024 წელს 35%-ის ნაცვლად 26%.

2. მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხის უკან გატანის ოპერაციის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ როგორც შემოწმებისთვის წარდგენილ პროგრამა „ორისში“, ასევე, წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული იყო საწარმოში დამფუძნებლის მიერ შემოტანილი 87 700 ლარი. გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ შემოწმებას წარუდგინა 2011-2024 წლების პერიოდზე დამფუძნებლის მიერ შემოტანილი თანხების მოძრაობა. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

3. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ანაზღაურებული აქვს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის საფასური ორი სხვადასხვა ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომელთაგან ერთზე შემოწმებამ ჩათვალა, რომ თანხა გადახდილი იყო მეწარმედ არარეგისტრირებულ პირზე და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მეორე შემთხვევაში მომჩივნისთვის უცნობია, რატომ განხორციელდა აღნიშნული ოპერაციის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. საჩივარში მიუთითებს აღნიშნული მეწარმეების საიდენტიფიკაციო კოდებს და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

4. საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა დააზუსტა, რომ არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებსაც, რადგან მისთვის უცნობია თუ რა პრინციპით მოხდა ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 თებერვლის №3704 და 29 მარტის №6870 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 26 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 8 ივლისის №16103 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2024 წლის 9 ივლისის №021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 180 654 ლარი, მათ შორის გადასახადი 106 085 ლარი, ჯარიმა 49 741 ლარი და საურავი 24 828 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა საბითუმო და საცალო ვაჭრობა სამშენებლო და სარემონტო მასალებით. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო საბუღალტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც არ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, საქონელი არ იყო ჩაშლილი და შესაბამისად არ ჩანდა რა საქონელი რა თვითღირებულებით იქნა ჩამოწერილი, შესაბამისად შეუძლებელი იყო საქონლის ფასნამატის დადგენა და ასევე ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი პროგრამის მიხედვით. ასევე, რიგ სამეურნეო ოპერაციებს ჰქონდა არასწორი კვალიფიკაცია მიცემული. კომპანიის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისაგან, დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 25%-ს შეადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2024 წლის 22 თებერვალს შედგა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ოქმი, რომლის მიხედვითაც დადგინდა სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთი საბაზრო ღირებულებით, რამაც შეადგინა 587 033 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად სმფ-ების დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა. შემოწმებით დოკუმენტური ფასნამატი დადგინდა წლების მიხედვით, კერძოდ, 2021 წელს შეადგინა 52%, 2022 წელს 24%, 2023 წელს 28%, ხოლო 2024 წელს 35%. შემოწმების მიერ განისაზღვრა წლების მიხედვით რეალიზებული პროდუქციის ღირებულება, რომელზეც მოხდა დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 166-ე მუხლების თანახმად, მიღებული შემოსავლები განაწილდა საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამავდროულად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა შემოწმების მიერ შედარებული იქნა ანგარიშგების პორტალზე მის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებასთან, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით შემცირებული იყო არ არსებული კაპიტალის საწყისი ნაშთი. შედეგად, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი ფიზიკური პირებზე გაცემული მომსახურების ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ შენობა-ნაგებობის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, არსებითად განსხვავდებოდა ქონების საბაზრო ღირებულებისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი პერიოდების მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

აქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც მომჩივანი აღნიშნავს, რომ დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშებისას დაშვებულია უზუსტობები. მომჩივანი ასევე მიუთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს მის მიერ გაანგარიშებულ ფასნამატის ცხრილს, სადაც 2021 წელს ნაცვლად 52%-სა ფასნამატმა შეადგინა 27%, ხოლო 2024 წელს 35%-ის ნაცვლად შეადგინა 26%. ასევე, საქმის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განმარტა, რომ შემოწმებას მიაწოდა ბუღალტრული პროგრამიდან ამოღებული რეპორტები, საიდანაც ჩანდა ყველა ოპერაცია, თუმცა აღნიშნულმა საგადასახადო შემოწმების შედეგების გამოყვანისას მონაწილეობა არ მიიღო.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხის უკან გატანის ოპერაციის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ როგორც შემოწმებისთვის წარდგენილ საბუღალტრო პროგრამა „ორისში“, ასევე, წლიურ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული იყო საწარმოში დამფუძნებლის მიერ შეტანილი 87 700 ლარი და შემოწმებისათვის წარდგენილი ჰქონდა 2011-2024 წლების საანგარიშო პერიოდზე დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხების მოძრაობა.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში წარმოდგენილ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ შესამოწმებელ პერიოდში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებულ ორ პირს აუნაზღაურა საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის საფასური. აგრეთვე, საჩივარში მიუთითებს აღნიშნული მეწარმეების საიდენტიფიკაციო კოდებს და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია:

ა) რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია:

ა.ა) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;

ა.ბ) სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიღებულ (დასაკუთრებულ) უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავსა და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

ა.გ) ფულადი ვალდებულების (გარდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული წესით დაკისრებული სანქციებისა) გადახდევინების ფარგლებში აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შეძენილ უძრავ ქონებაზე, იახტაზე (კატარღაზე), შვეულმფრენზე, თვითმფრინავზე და სხვა სატრანსპორტო საშუალებაზე;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).

ამავე მუხლის 41 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის განხილვისას წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმადაც, არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს რადგანაც მისთვის უცნობია თუ რა პრინციპით მოხდა ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-4 სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება:

1. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებას, შემოწმების მიერ განსაზღვრულ ფასნამატსა და აღნიშნულის გათვალისწინებით დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. საწარმოს დამფუძნებლის მიერ კომპანიაში შეტანილი თანხის უკან გატანის ოპერაციის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

3. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ანაზღაურებული აქვს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის საფასური ორი სხვადასხვა ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომელთაგან ერთზე შემოწმებამ ჩათვალა, რომ თანხა გადახდილი იყო მეწარმედ არარეგისტრირებულ პირზე და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო მეორე შემთხვევაში მომჩივნისთვის უცნობია, რატომ განხორციელდა აღნიშნული ოპერაციის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა. საჩივარში მიუთითებს აღნიშნული მეწარმეების საიდენტიფიკაციო კოდებს და ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.

4. ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებსაც, რადგან მისთვის უცნობია თუ რა პრინციპით მოხდა ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №3704 და №6870 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 22 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №16103 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №021-58 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 180 654 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიის მიერ წარმოდგენილი იყო საბუღალტრო პროგრამა, რომლის მიხედვითაც არ დგინდებოდა დაბეგვრის ობიექტი, საქონელი არ იყო ჩაშლილი და შესაბამისად არ ჩანდა რა საქონელი რა თვითღირებულებით იქნა ჩამოწერილი, შესაბამისად შეუძლებელი იყო საქონლის ფასნამატის დადგენა და ასევე ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი პროგრამის მიხედვით. ასევე, რიგ სამეურნეო ოპერაციებს ჰქონდა არასწორი კვალიფიკაცია მიცემული. კომპანიის დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის ფასნამატი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისაგან, დოკუმენტური რეალიზაციები მთლიანი რეალიზაციის 25%-ს შეადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 163-ე და 166-ე მუხლების თანახმად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამავდროულად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა შემოწმების მიერ შედარებული იქნა ანგარიშგების პორტალზე მის მიერ წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებასთან, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით შემცირებული იყო არ არსებული კაპიტალის საწყისი ნაშთი. შედეგად, აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი ფიზიკური პირებზე გაცემული მომსახურების ანაზღაურებისათვის გადახდილი თანხები. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ დეკლარირებული ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, კერძოდ შენობა-ნაგებობის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, არსებითად განსხვავდებოდა ქონების საბაზრო ღირებულებისაგან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულება განისაზღვრა საბაზრო ფასით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი პერიოდების მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

პირველ,მე-2 და მე-3 სადავო სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაკავშირებით,ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს უძრავ ქონებაზე საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“ და „დ“.2 „ა“ და „ბ“); 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2); 164(1); 201(1„ა“); 202(1.41); 205(2);