მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაბეგვრა ქონების გადასახადით N1433
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მიწისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დაბეგვრა ქონების გადასახადით N1433
ფაქტობრივი გარემოებები
-საწარმოს უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა დამოუკიდებელ აქტივებად, ცალ-ცალკე ჯგუფში აქვს აღრიცხული, მიწა - 200 000 ლარად (500 მ2 ) და შენობა-ნაგებობა 700 000 ლარად.
-საწარმომ განახორციელა აღნიშნული ქონების შეფასება. საექსპერტო შეფასებით ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 500 000 ლარით, მ.შ მიწის ღირებულება 300 000 ლარით. შესაბამისად, ბალანსზე აღრიცხა გადაფასებული ღირებულებით.
-საწარმომ ქონების გადასახადით დაბეგრა შენობა-ნაგებობა საბალანსო ღირებულება (1.2 მლნ ლარი), ხოლო მიწა - ფართობის მიხედვით.
შეფასება
საგადასახდო კოდექსის:
- მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ქონება და მიწა.
- 201-ე და 203-ე მუხლების მიხედვით რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის გადამხდელია:
1) მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე;
2) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ან/და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
- 202-ე მუხლის 41 ნაწილით საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით;
ბასს 16-ის 58-ე ნაწილის მიხედვით, მიწა და შენობები განიხილება დამოუკიდებელ აქტივებად და აღირიცხება ცალ-ცალკე, მათი ერთად შეძენის შემთხვევაშიც კი. გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა.
საწარმოს ქონების გადასახადის მიზნებისთვის მიწა და შენობა-ნაგებობა განიხილება დამოუკიდებელ დაბეგვრის ობიექტად. შესაბამისად, დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულება განსაზღვრულ უნდა იქნეს მიწის ღირებულების გარეშე.
ღონისძიებები
საწარმოს ქმედება მართლზომიერია და დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება.
შენიშვნა:
ა)სიტუაციურ სახელმძღვანელოში ქონების გადასახადის გაანგარიშების აღნიშნული წესი არ ვრცელდება ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე;
ბ) სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება საინვესტციო ქონებაზე და არ არეგულირებს ბასს 40 სტანდარტის მოთხოვნებს.