N 1755-Vმს-XIმპ - 23/06/2026 - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 23.06.2026
№ დოკუმენტი 1755-Vმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 1951 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1951. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა

1. სახელმწიფო შესყიდვასთან, მათ შორის, ბაზრის კვლევასთან ან/და გამარტივებულ შესყიდვასთან, დაკავშირებით პირების წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, −

ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით ან/და ამ კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, −

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

 

თბილისი,23 ივნისი 2026 წ.

N1755-Vმს-XIმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე