ბრძანება N 17812
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 17812
11/07/2018
სს -----------------------
(მის: -----------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 22 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N55) განიხილა სს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 08 დეკემბრის N005-290 ,,საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.
გადამხდელი არ ეთანხმება თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების, ასევე 50% ფასდაკლებით საკვები პროდუქტების სარგებლად განხილვას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 15 თებერვლის №3609 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა სს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 04 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმებით დარიცხულ თანხებზე 2017 წლის 08 დეკემბერს გამოცემულ იქნა N005-290 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც საწარმოს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 455579 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 298143 ლარი, ჯარიმა 149072 ლარი, საურავი 8364 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
სასტუმროს შიდა საოპერაციო პროგრამით აღრიცხული აქვს თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გაწეული კვების და სხვა ხარჯები, რომელსაც 2015 წლის შემდგომ თანამშრომლებისათვის მიწოდებულ საქონელს/მომსახურებას აღარ ბეგრავს დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით.
სსკ-ის 161-ე მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ თანამშრომლებზე მიწოდებული საქონელი/მომსახურება დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. გამოვლენილი სხვაობები საანგარიშო პერიოდების მიხედვით ძირითადი გადასახადის სახით დღგ-ში იწვევს შემდეგ დარიცხვებს: 2016 წელს 40 140 ლარს. 2017 წელს - 13 427 ლარს.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთნ დაკავშირებით გადამხდელის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.
სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად:
1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 101-ე მუხლის თანახმად:
1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი;
სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.
სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის; სსკ-ის 160-ე მუხლის თანახმად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია: დასაბეგრი ოპერაცია; იმპორტი; ექსპორტი; დროებით შემოტანა.
სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე:
ა) თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება;
ბ) ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში;
დ) საქონლის/მომსახურების კომპენსაციის გარეშე მიწოდების შემთხვევაში.
სსკ-ის 18-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.“
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.
ხოლო მე-7 ნაწილის მიხედვით „საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.“
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და საქმეში წარმოდგენილი მასალების გათვალისიწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების სარგებლად განხილვა და აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელებული დარიცხვის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არესებობს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. სს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების, ასევე 50% ფასდაკლებით საკვები პროდუქტების სარგებლად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
სასტუმროს შიდა საოპერაციო პროგრამით აღრიცხული აქვს თანამშრომლებზე უსასყიდლოდ გაწეული კვების და სხვა ხარჯები, რომელსაც 2015 წლის შემდგომ თანამშრომლებისათვის მიწოდებულ საქონელს/მომსახურებას აღარ ბეგრავს დღგ-ით და საშემოსავლო გადასახადით.
სსკ-ის 161-ე მუხლის გათვალისწინებით შემოწმების მიერ თანამშრომლებზე მიწოდებული საქონელი/მომსახურება დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. გამოვლენილი სხვაობები საანგარიშო პერიოდების მიხედვით ძირითადი გადასახადის სახით დღგ-ში იწვევს შემდეგ დარიცხვებს: 2016 წელს 40 140 ლარს. 2017 წელს - 13 427 ლარს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო აღნიშნავს, რომ თანამშრომლებზე უსასყიდლოდ მიწოდებული კვების და სხვა ხარჯების სარგებლად განხილვა და აღნიშნულის გათვალისწინებით განხორციელებული დარიცხვის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არესებობს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 18; 101; 102(2);; 154(1,,ა“); 154(1,,დ“);
01.01.2021 წლამდე მოქმედი 161(1); 162(2)