N 118 - 17/05/2013 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №118
2013 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების:
ა) 17 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) 110 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 99-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის დადგენილება №44 – ვებგვერდი, 15.01.2013წ.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი