ბრძანება N 7880
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7880
16/03/2020
შპს ------
(მის: ქ. ------- )
2019 წლის 27 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს----- ს №272119/21 საჩივარი, რომელიც შეეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 06 დეკემბრის №EL104831 და №EL104838, 16 დეკემბრის №EL105478 და 17 დეკემბრის №EL105536 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 14 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №09).
1.2019 წლის 06 დეკემბრის №EL104831 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მომჩივანს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა) დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;
2.2019 წლის 06 დეკემბრის №EL104838 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მომჩივანს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა) დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით;
3.2019 წლის 16 დეკემბრის №EL105478 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მომჩივანს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად (საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა ჩადენილი განმეორებით) დაეკისრა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით;
4.2019 წლის 17 დეკემბრის №EL105536 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით მომჩივანს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა) დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღნიშნული დარღვევა დაფიქსირდა მათგან დამოუკიდებლი მიზეზის გამო, რაც ვერ იქნებოდა წინასწარ გათვლილი და თავიდან აცილებული. კომპანიას, რომელმაც აღნიშნულ პუნქტზე დაამონტაჟა ვიდეოჩამწერი სისტემები, დაუყოვნებლივ ეცნობა, თუმცა მათი ცნობით აღნიშნულის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამასთან, თანამშრომლების მიერ 6 თვის გასვლამდე ვერ იქნებოდა მონიტორინგი გაწეული აღნიშნულ პროცესზე.
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას, რათა არ დაეკისროს ჯარიმის გადახდის ვალდებულება.
ფაქტების აღწერა:
საქმეში არსებული მასალებით და საბაჟო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის პირველი ოქტომბრის №34127 ბრძანებისა და 2019 წლის 11 ოქტომბრის №35314 ბრძანების საფუძველზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა შპს----- ს კუთვნილი საბაჟო საწყობებისა (სანებართვო მოწმობა №------; №------) და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების (დანიშნულების ადგილის კოდი----) სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რა დროსაც დადგინდა, რომ შპს----- ს მიერ ზემოხსენებულ ობიექტებში დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული სანებართვო პირობები, კერძოდ:
2019 წლის 10 ოქტომბერს განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ კონტროლის ზონაში განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის შემოწმება (დანიშნულების ადგილის კოდი ---). შემოწმებისას შპს----- ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით 2019 წლის 10 აპრილიდან 19 ივნისის ჩათვლით და 26 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებული ვიდეოჩანაწერები.
2019 წლის 24 ოქტომბერს განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტის „-----“ კონტროლის ზონაში განთავსებული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (დანიშნულების ადგილის კოდი -----) სანებართვო პირობების კონტროლი, რა დროსაც შპს----- ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით 2019 წლის 23 აპრილიდან 24 მაისის ჩათვლით განხორციელებული ვიდეოჩანაწერები.
2019 წლის 12 ნოემბერს განხორციელდა ქ. ----- დასახლებაში მდებარე შპს----- ს საბაჟო საწყობების შემოწმება (სანებართვო მოწმობა №------; №------). შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 8 ივნისსა და 31 აგვისტოს ორივე საბაჟო საწყობში მოხდა ვიდეოჩანაწერების წყვეტა, რაზეც აღნიშნულმა კომპანიამ დაგვიანებით აცნობა შემოსავლების სამსახურს. ამასთან, შპს----- ს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საბაჟო საწყობში, №------ სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით 2019 წლის 12 მაისიდან 25 მაისამდე პერიოდში განხორციელებული ვიდეოჩანაწერები ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შედგენილ იქნა შემოწმების აქტები (№07-DF/2019, №12-DF/2019, №18-WS/2019 და №19-WS/2019), რომელიც ხელმოწერილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის და საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირების მიერ.
შპს----- ს მხრიდან თითოეულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევას, რისი გათვალისწინებითაც, პირის მიმართ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები:
1. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი (დანიშნულების ადგილის კოდი ------) – საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL104838, რომლითაც შპს----- ს განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. ოქმი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ელექტრონულად გაიგზავნა 2019 წლის 6 დეკემბერს 17:35 საათზე, რომელსაც გაეცნო 6 დეკემბერს 17:37 საათზე.
2. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი (დანიშნულების ადგილის კოდი ----) – საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის ასევე შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL104831, რომლითაც შპს----- ს განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ავტორიზებული მომხმარებლის გვედზე ელექტრონულად გაიგზავნა 2019 წლის 6 დეკემბერს 16:10 საათზე, რომელსაც გაეცნო 6 დეკემბერს 16:29 საათზე.
3. საბაჟო საწყობი (სანებართვო მოწმობა №------) – საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL105478, რომლითაც შპს----- ს განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ავტორიზებული მომხმარებლის გვედზე ელექტრონულად გაიგზავნა 2019 წლის 16 დეკემბერს 14:02 საათზე, რომელსაც გაეცნო 16 დეკემბერს 14:16 საათზე.
4. საბაჟო საწყობი (სანებართვო მოწმობა №------) – საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL105536, რომლითაც შპს----- ს განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ავტორიზებული მომხმარებლის გვედზე ელექტრონულად გაიგზავნა 2019 წლის 17 დეკემბერს 10:04 საათზე, რომელსაც გაეცნო 17 დეკემბერს 10:08 საათზე.
ვიდეო-ჩანაწერების წყვეტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება- მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო შპს----- ს აღნიშნულ ფაქტებამდეც არაერთხელ აქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია:
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, მომჩივნის დაუსწრებლად განიხილოს საჩივარი, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, - იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.
მითითებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „მ“ პუნქტის თანახმად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:
• განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – საბაჟო საწყობის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით;
ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ვალდებულია:
განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საბაჟო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. ვიდეოჩაწერის შეწყვეტის (ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო) შემთხვევაში, ნებართვის მფლობელმა საბაჟო ორგანოს უნდა გაუგზავნოს შესაბამისი შეტყობინება ვიდეოჩაწერის შეწყვეტის ფაქტის დადგომისთანავე ელექტრონულად ავტომატურ რეჟიმში, ხოლო აღნიშნულისა და მასთან ერთად, ვიდეოჩაწერის სავარაუდო აღდგენის ვადის შესახებ შეტყობინება – სხვა საშუალებით, ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითებისამებრ. ამასთან, შეტყობინება დამატებით უნდა შეიცავდეს: თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდს, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომერს, ვიდეოჩაწერის შეწყვეტის თარიღსა და დროს. ვიდეოჩაწერის აღდგენისას, შესაბამისი ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ნებართვის მფლობელმა აღნიშნულზე ასევე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს – თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის დანიშნულების ადგილის კოდის, სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალების ნომრის, ვიდეოჩაწერის აღდგენის თარიღისა და დროის მითითებით.
ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
მომჩივნის განმარტებით, დარღვევები დაფიქსირდა მათგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზის გამო, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუქმების ან მისგან გათავისუფლების საფუძვლად ჩაითვალოს, ვინაიდან საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია ასრულებდეს სანებართვო პირობებს, რომელიც დადგენილია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციით.
შემოსავლების სამსახურს დადგენილად მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ადგილი აქვს „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევას, რაც იწვევს საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, 2019 წლის 06 დეკემბრის №EL104831 და №EL104838, 16 დეკემბრის №EL105478 და 17 დეკემბრის №EL105536 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და დაკისრებული ჯარიმა კანონშესაბამისია. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს----- ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრაძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების გაუქმებას
ფაქტობრივი გარემოებები
ირკვევა, რომ განხორციელდა გადამხდელის კუთვნილი საბაჟო საწყობებისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი, რა დროსაც დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ დარღვეული იყო საქართველოს მთავრობის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციით განსაზღვრული სანებართვო პირობები, კერძოდ: შემოწმებისას გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით გარკვეული პერიოდის ვიდეოჩანაწერები. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირის მიმართ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები:
ვიდეო-ჩანაწერების წყვეტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო გადამხდელს აღნიშნულ ფაქტებამდეც არაერთხელ აქვს დაკისრებული პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს დადგენილად მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ ადგილი აქვს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციით გათვალისწინებული სანებართვო პირობების დარღვევას, რაც იწვევს საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლით დადგენილ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და დაკისრებული ჯარიმა კანონშესაბამისია. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(9); 176(1); 176(2)
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილება