N 3608-XIIIმს-Xმპ - 01/11/2023 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 01.11.2023
№ დოკუმენტი 3608-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ3“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ3) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე−34-ე მუხლების შესაბამისად გასაცემი პენსია/საპენსიო აქტივები, გარდა:

ბ3.ა) საპენსიო შენატანის შეცდომით ან ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის/ფიზიკური პირისთვის დასაბრუნებელი, შეცდომით ან ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა;

ბ3.ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულისთვის დასაბრუნებელი საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა;

ბ3.გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 341 მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის დასაბრუნებელი საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხისა.

შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ3.ა“, „ბ3.ბ“ და „ბ3.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი თანხა იბეგრება ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით;“.

2. 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ თავისი ხარჯით დასაქმებულის სასარგებლოდ, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები;“.

3. 103-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ თვითდასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანებისა;“.

4. 154-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი:

„რ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საპენსიო სააგენტო − „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმებულისთვის/ფიზიკური პირისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების გადაცემის/გადახდის შემთხვევაში.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,1 ნოემბერი 2023 წ.

N3608-XIIIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე