აქტივების მიწოდების დაბეგვრა (მხოლოდ უძრავი ქონების - საწყობისა და მაღაზიის მიწოდება არაა საწარმოს მიწოდება) N 0716
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
აქტივის მიწოდების დაბეგვრა N 0716
ფაქტობრივი გარემოებები
•დღგ-ის გადამხდელმა პირმა (რომელიც ვაჭრობს საყოფაცხოვრებო ტექნიკით) დღგ-ის გადამხდელ მეორე პირს (რომელიც ასევე ვაჭრობს საყოფაცხოვრებო ტექნიკით) მიაწოდა 100 000 ლარის ღირებულების საწყობი და მაღაზია (შენობა) ვალის სანაცვლოდ
•ეს მიწოდება საწარმომ ჩართო ერთობლივ შემოსავალში, მაგრამ არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად სსკ-ის 226-ე მუხლის საფუძველზე
•უძრავი ქონების გარდა სხვა სახის აქტივები ან/და უფლება-მოვალეობები არ გადასულა მყიდველზე
შეფასება
•ეს ოპერაცია არ შეიძლება განხილულ იქნეს დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის (ბიზნესის) მიწოდებად; ამასთან, აღნიშნული განხილული უნდა ყოფილიყო მხოლოდ უძრავი ქონების მიწოდებად და, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად
ღონისძიებები
•პირს უნდა დაერიცხოს დღგ საკომპენსაციო თანხის მიხედვით
•პირი დაჯარიმდება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)