N 203 - 13/06/2024 - „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №203
2024 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.017230) შეტანილ იქნას ცვლილება და „საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS)“ გამოყენების შესაძლებლობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №20):
1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ დანართის მიზნებისათვის, ტრანზიტის პროცედურის მფლობელი არის პირი, რომელიც წარადგენს „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შევსებულ ტრანზიტის დეკლარაციას, ან პირი, რომლის დავალებითაც არის წარდგენილი ეს დეკლარაცია.“.
2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ტრანზიტის პროცედურის მფლობელი უფლებამოსილია, „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“ შეავსოს ტრანზიტის საბაჟო დეკლარაცია, თუ დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით და აქვს დაშვება „სატრანზიტო სისტემაში (NCTS)“.“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. გარანტიის საბაჟო ორგანო გასცემს საერთო გარანტიის სერტიფიკატს (დანართი №20-I-01) ან/და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების სერტიფიკატს (დანართი №20-I-02), რომელთა მოქმედების ვადა არ აღემატება ხუთ წელს, თუმცა, გარანტიის საბაჟო ორგანოს მიერ ეს ვადა შეიძლება გაგრძელებულ იქნეს ერთხელ, არაუმეტეს ხუთი წლისა.“.
4. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის დანართი №20-I-01 (საერთო გარანტიის სერტიფიკატი) და დანართი №20-I-02 (გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლების სერტიფიკატი).
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე