N 251 - 09/06/2016 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №251
2016 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების:
ა) 14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, მე-60-64-ე და 86-ე გრაფებით, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ მიერ 59-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას, მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“;
ბ) 110 მუხლის:
ბ.ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 54-ე და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა:“;
ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა), „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე, მე-60-64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის, დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში.“;
ბ.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ დადგენილების მიზნებისათვის, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმების სამმართველოსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არასამუშაო დროა, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირას - 14 საათის შემდეგი პერიოდი და უქმე დღეები.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
ა) 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679719434735 {width: 419pt; margin: 0 auto !important; }„68„თბილისის “ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილსატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის), „ბათუმის“ გაფორმებისეკონომიკურ ზონაში
(ქ. ბათუმში, ბაქოს ქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე),„ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა დაყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“, საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაფორმებისსამმართველოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული
3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება
ერთ საბაჟო
დეკლარაციაზე - 20 ლარი“;
ბ) 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679719475633 {width: 419pt; margin: 0 auto !important; }„83კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია საბაჟო გამშვები პუნქტის „ბათუმის პორტის“ ან საბაჟო გამშვები პუნქტის „ფოთისა და ყულევის პორტებისა და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ან საბაჟო დეპარტამენტის საქონლისგაფორმების სამმართველოს ან გაფორმების ეკონომიკური ზონისმიერ 50 ლარი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 3 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი