N 3827-XIIIმს-Xმპ - 30/11/2023 - „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 30.11.2023
№ დოკუმენტი 3827-XIIIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისთვის;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციისთვის, უცხო ქვეყანაში გაცემული დოკუმენტის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ლეგალიზაციისთვის.“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სხვა ორგანოები – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, არქეოლოგიურ ობიექტებზე და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში კანონის დარღვევით წარმოებულ მიწის, სამშენებლო და სხვა სამუშაოებთან დაკავშირებულ საკითხებზე;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,30 ნოემბერი 2023 წ.

N3827-XIIIმს-Xმპ

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე