სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დაბეგვრა დღგ-ით N 1198

1198 სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დაბეგვრა დღგ-ით 15.07.2016
№ დოკუმენტი 1198
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების დაბეგვრა დღგ-ით N 1198

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ შეიძინა საქართველოში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი და განახორციელა მისი რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე

· დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ, რომელმაც განახორციელა შეძენილი საქონლის რეალიზაცია, დღგ-ით არ დაბეგრა მიწოდებული საქონელი

შეფასება

· სსკ-ის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ" ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული)) მიწოდება, მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე)

· სსკ-ის მე-8 მუხლის შესაბამისად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა). შესაბამისად, დაუმუშავებელი ტყავი წარმოადგენს ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის შეწყვეტის შედეგად მიღებულ პროდუქტს და შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქციას

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით