ბრძანება N 28995
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 28995
30 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------ს“ (ს/ნ ---------------)
(ფაქტ. მის.: ---------------------;
იურ. მის.: -----------------------)
2025 წლის 17 აპრილის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 სექტემბრის, 14 ნოემბრის და 12 დეკემბრის სხდომებზე (ოქმები №-, №- და №-) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 12 აგვისტოს №25390/2/2025 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „-----ს“ (ს/ნ -----) №----/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №---- და №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს, №---/-- საგადასახადო მოთხოვნას და 2025 წლის 21 მარტის №5105 ბრძანებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია დაჯარიმდა სს „-----ის” (ს/ნ -----) კუთვნილი საავტომობილო ბენზინის, 16000 კილოგრამის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოცემული რაოდენობა სრულად ჯდება იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებში, რომელიც შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით არის დადგენილი.
საბაჟო ორგანომ მოახდინა მიღებული მონაცემების შედარება სს „------“-ის შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებგვერდზე არსებულ დოკუმენტურად დარჩენილ ნაშთთან (რომელიც საქონლის დოკუმენტურად მიღების, იმპორტში მოქცევის, გასხვისების გათვალისწინებით იქნა დარჩენილი), რის საფუძველზეც იქნა მიღებული ზედაპირული გადაწყვეტილება.
საბაჟო ორგანომ არ გაითვალისწინა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი დანაკარგების ზღვრული ნორმები.
მომჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიას არ გააჩნია ვალდებულება, ბუნებრივი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს ან/და საბაჟო ორგანოს. შესაბამისად კომპანიის მხრიდან ფაქტობრივად გამოვლენილ ბუნებრივ დანაკარგებზე ინფორმაციის მიწოდება არ ხორციელდებოდა არც საქონლის საბაჟო საწყობში მოქცევის, არც მისი შენახვისა და არც განკარგვის დროს.არსებული დანაკარგის აღიარება და გათვალისწინება მხოლოდ შიდა აღრიცხვის მიზნებისთვის ხორციელდებოდა.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლის მხრიდან სს „-----ის” (ს/ნ -----) წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მცდელობაც კი არ ყოფილა, რომლის შემთხვევაშიც კომპანიის მხრიდან იქნებოდა წარდგენილი სრული ინფორმაცია და თავიდან იქნებოდა აცილებული შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაფიქსირებული გადაცდომა და მოცემული გაუგებრობაც.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 13 მაისს სს „------ის“ კუთვნილი საქონელი (საავტომობილო ბენზინი – 757 000 კგ) №---/--/--- საბაჟო დეკლარაციით შენახულ იქნა შპს „----ის“ საბაჟო საწყობში (WHS----). აღნიშნული საქონლის ნაწილი (საავტომობილო ბენზინი – 401 000 კგ) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (საბაჟო დეკლარაციები: №---/---/--- 14.05.2024 (45 000 კგ); №---/---/--- 14.05.2024 (15 000 კგ); №№---/---/--- 15.05.2024 (62 000 კგ); №---/---/--- (50 000 კგ); №---/---/--- 20.05.2024 (50 000 კგ); №---/---/--- 21.05.2024 (50 000 კგ); №---/---/--- 21.05.2024 (50 000 კგ); №---/---/--- 29.05.2024 (79 000 კგ)), ნაწილ საქონელზე (საავტომობილო ბენზინი – 340 000 კგ) საკუთრების უფლება გადაეცა შპს „----ს“ (საქონლის საბაჟო დეკლარაცია №№---/--- (14.05.2024)), ხოლო 16 000 კგ საავტომობილო ბენზინი წარმოადგენდა №---/--- საბაჟო დეკლარაციის ნაშთს.
2024 წლის 26 ივლისს, შპს „-----ის“ (ს/ნ ----) მიერ წარმოდგენილი №----/21-10-21 განცხადებით გამოირკვა, რომ შპს „-----ის“ საბაჟო საწყობში (WHS-----) არ ინახება სს „------ის“ კუთვნილი, №---/--- საქონლის საბაჟო დეკლარაციით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი (საავტომობილო ბენზინი – 16 000 კგ).
ვინაიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 30 ივლისს შედგენილ იქნა №----საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „----ს“ (ს/ნ -----) სს „-----თან“ (ს/ნ -----) (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №----) ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 17091.94 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის განმეორებით (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №---- 12.10.2023) დარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა №--- (30.07.2024) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს – შპს „----ს“ დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. 2024 წლის 30 ივლისს გამოიცა №----/--- საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 17091.94 ლარი (დღგ 9091.94 ლარი; აქციზის გადასახადი 8 000 ლარი) და საურავი 576.82 ლარი.
აღნიშნული აქტები შპს „-----ის“ (ს/ნ ------) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შპს „-----ის“ (ს/ნ -----) საჩივარში (№---/1/2024 29.08.2024) წარმოდგენილი არგუმენტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ექვემდებარება ბათილად ცნობას იმის გამო, რომ საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების ეტაპზე საბაჟო ორგანოს მიერ არ იყო გათვალისწინებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დადგენილი – ნავთობპროდუქტის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანებით, შპს „----ის“ (ს/ნ -----) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას მიჩნეული იქნა, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისათვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება. კერძოდ, მითითებული ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას არ განხორციელებულა მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით განსაზღვრული – ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირის მიერ მისი ჩამოწერა, რაც დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამავე დებულების მე-4 მუხლის შესაბამისად.
შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ 2024 წლის 30 ივლისის №--- და №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №---/--- საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი და საბაჟო დეპარტამენტის №5105 (21.03.2025) ბრძანებით შპს „----ს“ (ს/ნ ----) უარი ეთქვა სადავო აქტებით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე).
მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №--- და №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, №---/-- საგადასახადო მოთხოვნა და 2025 წლის 21 მარტის №5105 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №11032 ბრძანებით შპს „-----ს“ (ს/ნ -----) მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარდგენილ საჩივარში მომჩივანმა მიუთითა, რომ კომპანია დაჯარიმდა შპს „------”-ის (ს/კ -----) კუთვნილი საავტომობილო ბენზინის, 16 000 კილოგრამის უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურების გამო, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს ვინაიდან მოცემული საწვავის რაოდენობა სრულად ჯდება იმ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობებში, რომელიც შესაბამისი ბრძანებით არის დადგენილი. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი გაანგარიშება/კალკულაცია, რომლის მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია მზად არის წარუდგინოს შესაბამის უწყებას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ მიუთითა საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი 3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე,შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ გადაწყვეტილებაში ყურადღება გაამახვილა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანებაზე, საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5105 ბრძანებაზე და მომჩივნის არგუმენტებზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე:
- საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმები, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვს მომჩივანი;
- ზემოაღნიშნული არგუმენტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიღო ნაწილობრივ დაკმაყოფილების ბრძანება და დაევალა საბაჟო დეპარტამენტს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტების შესწავლა და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება;
- არც საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების შედგენის და არც აღსრულების ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის გათვალისწინებული დანაკარგის ნორმები, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებულია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანება არ არის აღსრულებული ამავე ბრძანების შესაბამისად.
ამდენად, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 მაისის №11032 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №--- და №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების, №---/-- საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2024 წლის 30 ივლისის №--- და №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, №---/--- საგადასახადო მოთხოვნა შპს „----ს“ (ს/ნ ---) მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 29 აგვისტოს (საჩივარი: №---/1/2024). შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამდენად, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა ამ ნაწილში საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5105 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
ამავე კოდექსის 304-ე მუხლის მე-21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „საქონელი უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, შენახვის ნორმალური პირობებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგებით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებით.”
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 6 აგვისტოს N20839 ბრძანებით დამტკიცებულია ნავთობპროდუქტის რეზერვუარში შენახვისას ან საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ნავთობპროდუქტის, ასევე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ ზღვრული ნორმები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნავთობპროდუქტის/ნედლი ნავთობის ფაქტობრივი ნაკლებობის შემთხვევაში.
„ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლით დადგენილია შემდეგი:
1. სასაქონლო პარტიაზე ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა დასაშვებია წინამდებარე ბრძანების დანართ №2-ში მითითებული ნორმების ფარგლებში.
2. საზღვაო/სარკინიგზო/საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას დანაკარგი გამოითვლება სასაქონლო პარტიიდან, შესაბამის დოკუმენტში მითითებულ რაოდენობასა და დანაკლისის ფაქტის დამდგენი პირის მიერ ჩატარებული აზომვის შედეგად დადგენილ ფაქტობრივ რაოდენობას შორის სხვაობის ფარგლებში.
3. რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.
4. ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ჩამოწერის უფლების მქონე პირი განისაზღვრება მყიდველისა და გამყიდველის შეთანხმებით.
5. დანაკარგად აღიარებული ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის ოდენობა უნდა მიეკუთვნოს ინვენტარიზაციის მომენტში რეზერვუარში დარჩენილ პარტიებს. ამავე დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნედლი ნავთობის/ნავთობპროდუქტის საზღვაო, სარკინიგზო ან საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას ან რეზერვუარში შენახვისას (თითოეულ საცავის სტაციონარულ კოდზე ერთჯერადად, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა) შესაძლო ბუნებრივი დანაკარგი გამოითვლება დანართი №2-ში მითითებული ყოველი კონკრეტული ოპერაციის დასრულების დროს, თითოეული ოპერაციისათვის დადგენილი ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ნორმის ფარგლებში.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულებით დადგენილია მათ შორის რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერის სტანდარტი. ნორმის შესაბამისად „რეზერვუარში შენახვისას ჩამოწერა დასაშვებია წინა ინვენტარიზაციიდან შემდგომი ინვენტარიზაციის მომენტამდე რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობიდან, ამ დებულების მე-4 მუხლის გათვალისწინებით.“ აღნიშნული წესის შესაბამისად იმისათვის, რომ ჩამოწერა მიჩნეულ იქნას დასაშვებად დებულებით განსაზღვრულია შესაბამისი წესით სამი ფაქტის აღრიცხვის აუცილებლობა. აღრიცხული უნდა იყოს „წინა ინვენტარიზაციის შედეგები“, ასევე უნდა განხორციელდეს ჩამოწერის გადაწყვეტილებამდე ინვენტარიზაცია (შემდგომი ინვენტარიზაცია), რომელიც წინ უსწრების ჩამოწერის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას და ასევე აღრიცხული უნდა იყოს რეზერვუარში მიღებული მთლიანი ოდენობა შესაბამისი წესით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „----ის“ მიმართ გამოცემული საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 16 აპრილის №7201 ბრძანება, 2024 წლის 30 ივლისის №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე) უარის თქმის შესახებ, კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა ადრესატს, რომელიც არ გაუსაჩივრებია.
ამასთან მომჩივანს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისგან გასხვავებული რაიმე მტკიცებულება ან დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, შესაბამისად დავის განხილვის ამ ეტაპისთვის არ იცვლება შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი ობიექტური გარემოება.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერისათვის აუცილებელი აღრიცხვის წარმოება არ განხორციელებულა სათანადო წესით. კომპანიის მხრიდან არ არის შესრულებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ“ დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლით დადგენილი პირობები. ამდენად, საბაჟო დეპარტამენტის უარი, 2024 წლის 30 ივლისის №--- და №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებითა და №---/--- საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე) მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების 2024 წლის 25 სექტემბრის №20898 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ 2025 წლის 21 მარტის №5105 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----ს“ (ს/ნ ------) საჩივარი საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის №----- და №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების და №---/--- საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვას/დაკარგვას/განადგურებას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლითაც მომჩივანს და საბაჟო საწყობის მფლობელ კომპანიას ერთად სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 17091.94 ლარის (იდენტურ/მსგავს საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით, ხოლო საბაჟო საწყობის სანებართვო პირობის განმეორებით დარღვევის ფაქტზე, შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს – დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით. ასევე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი 17091.94 ლარი (დღგ 9091.94 ლარი; აქციზის გადასახადი 8 000 ლარი) და საურავი 576.82 ლარი.
აღნიშნული აქტები მომჩივანის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №20898 ბრძანებით, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: საბაჟო დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ მითითებული არგუმენტები და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო აქტებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №20898 ბრძანების აღსრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას მიჩნეული იქნა, რომ მომჩივნის არგუმენტები უსაფუძვლოა და არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან მისი მხრიდან არ ყოფილა უზრუნველყოფილი საავტომობილო ბენზინის ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ნორმების გათვალისწინებისათვის, ზემოხსენებული ბრძანებით დამტკიცებული „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 – მე-5 პუნქტებით დადგენილი პირობების შესრულება.
შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით და არ არსებობს ამ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი და საბაჟო დეპარტამენტის №5105 ბრძანებით მომჩივანს უარი ეთქვა სადავო აქტებით დარიცხული თანხის კორექტირებაზე (შემცირებაზე).
მომჩივნის მიერ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საგადასახადო მოთხოვნა და №5105 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №11032 ბრძანებით მომჩივანის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, გააუქმა შემოსავლების სამსახურის №11032 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 30 ივლისის საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში სახეზეა საჩივრის განხილვაზე უარის თქმისა და მისი განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ამასთან,შემოსავლების №20898 ბრძანების აღსრულების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემულ №5105 ბრძანებაში ასახული შედეგები შეესაბამება დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301( „ზ“); 304(21);