რეორგანიზაცია N 2519

2519 რეორგანიზაცია 24.08.2012
№ დოკუმენტი 2519
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

რეორგანიზაცია N 2519

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმო ეწევა ორი სახის დამოუკიდებელ საქმიანობას. 100% წილის მფლობელმა პირმა მოახდინა პროფილური ნიშნის მიხედვით აქტივების დაყოფა და რეორგანიზაცია. მათ შორის განაწილებას დაექვემდებარა საწარმოს აქტივები, ვალდებულებები, საწესდებო კაპიტალი, გაუნაწილებელი მოგება და ზარალი

•გაუნაწილებელი მოგება და ზარალი განაწილებული იყო მისი წარმოშობის წყაროს (საქმიანობის სახის) გათვალისწინებით, რამაც გამოიწვია ის, რომ დაცული არ არის ყველა აქტივის მიხედვით ერთნაირი პროპორცია

•შემოწმების პერიოდისათვის პირს არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება

შეფასება

•მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაცული არ არის ყველა აქტივის მიხედვით ერთნაირი პროპორცია, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ პირის ქმედება არამართლზომიერია

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულებების დაკისრება არ ხდება

საგადასახადო შემოწმებით არ არის დადგენილი, რომ რეორგანიზაცია განხორციელებული იყო გადასახადისგან თავის არიდების მიზნით (მ.შ. საგადასახადო დავალიანებისგან თავის არიდების, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისგან თავის არიდების მიზნით და ა.შ.)