ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიერ პარტნიორისათვის ძირითადი საშუალებების გადაცემა N 1601

1601 ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიერ პარტნიორისათვის ძირითადი საშუალებების გადაცემა 12.08.2010
№ დოკუმენტი 1601
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიერ პარტნიორისათვის ძირითადი საშუალებების გადაცემა N 1601

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ შეიძინა ძირითადი საშუალებები და იმავე წელს გამოქვითა სსკ-ის 183-ე მუხლის მე-13 ნაწილით (ან სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილით 1000 ლარამდე ღირებულების)

•დღგ-ის გადამხდელ საწარმოში მიმდინარეობს სალიკვიდაციო პროცესი

•გამოქვითული ძირითადი საშუალებების ღირებულება არ არის ასახული ლიკვიდაციისას წარმოდგენილი მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივ შემოსავალში

•I ვარიანტი: ძირითადი საშუალება წაიღო პარტნიორმა რეზიდენტმა იურიდიულმა პირმა, რომელიც ლიკვიდაციამდე ფლობს 50%-ზე მეტ წილს

•II ვარიანტი: ძირითადი საშუალება წაიღო რეზიდენტმა პარტნიორმა - იურიდიულმა პირმა (გარდა პირველ ვარიანტში მითითებული პირისა)

შეფასება

•I ვარიანტის მიხედვით: ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიერ პარტნიორისათვის ქონების გადაცემა არ ჩაითვლება მიწოდებად

•II ვარიანტის მიხედვით: ლიკვიდირებულ პირს ძირითადი საშუალების ღირებულება უნდა ჩაერთო ერთობლივ შემოსავალში, საბალანსო ნარჩენი ღირებულებით ან სხვა საბაზრო ღირებულებით

ღონისძიებები

•I ვარიანტის მიხედვით: პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება

•II ვარიანტის მიხედვით: დაზუსტდება დასაბეგრი შემოსავალი და დაიბეგრება მოგებისა და დღგ-ის გადასახადებით

•პირი დაჯარიმდება დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)