გადაწყვეტილება №20706/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20706/2/2023
27 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ------- 30.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20706/2/2023).
დავის საგანი:
1. 2019 წლის იანვარ-თებერვალსა და მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგების 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად ჩათვლა, აღნიშნულ პერიოდში ჩათვლილი მოგების გადასახადის გაუქმება და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №094-115 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20216 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 362 896 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 908 292
ჯარიმა - 454 146
საურავი - 458
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდების მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული განაწილებული მოგებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33264 ბრძანება და №094-115 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20216 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. 2019 წლის იანვარ-თებერვალსა და მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგების 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად ჩათვლა, აღნიშნულ პერიოდში ჩათვლილი მოგების გადასახადის გაუქმება და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება
ფაქტების აღწერა
1. სს ------- 2019 წელს განაწილებული აქვს მოგება 2008-2016 წლების საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან, აღნიშნული მოგების განაწილება დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით, ამასთანავე, მიღებული აქვს ჩათვლა 2008-2016 წლებში გადახდილი მოგების გადასახადიდან. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული აქვს სს ------- 2008-2016 წლების საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგება. კომპანიას 2019 წლის იანვარი-თებერვლის საანგარიშო პერიოდში განაწილებული აქვს 7 000 000 ლარის მოგება, მათ შორის, დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე განაწილებულია 2 310 000 ლარის მოგება, ხოლო დამფუძნებელ რეზიდენტ იურიდიულ პირზე 4 690 000 ლარის მოგება. 2017 წლის 6 იანვარს სს ------- შეიძინა სს ------- კაპიტალის წილი, ხოლო 2017 წლის 5 მაისს განახორციელა აღნიშნული კომპანიის შერწყმა. სს ------- მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გაერთიანების მომენტში მოხდა საწარმო წმინდა აქტივების (აქტივებისა და ვალდებულებების) ელიმინირება, ხოლო შესყიდვის ფასსა და წმინდა აქტივებს შორის სხვაობა ასახულია, როგორც გუდვილი აქტივების მუხლში, შესაბამისად, სს ------- ფინანსური მოგების გადმოტანა სს ------- გაუნაწილებელი მოგების მუხლში არ განხორციელებულა. სს ------- გაუნაწილებელი მოგების ნაშთი 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 592 000 ლარს.
სს ------- ------- აღებული აქვს წინასწარი გადაწყვეტილება, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით. გადასახადის გადამხდელს წინასწარი გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნული აქვს, რომ 2017 წლის 5 მაისს მოხდა სს ------- შერწყმა და არ აქვს აღნიშნული, რომ შერწყმის ოპერაციამდე განხორციელდა წილის შეძენა. საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს. ვინაიდან, საწარმოს წილის შესყიდვის ფასი უკვე მოიცავს სს ------- წმინდა აქტივების ღირებულებასა და გაუნაწილებელ მოგებას, სს ------- ვერ გაანაწილებს სს ------- წილის შესყიდვამდე არსებულ წმინდა მოგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ------- მიერ 2019 წლის იანვარი-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება ჩაითვალა 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად. აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მოგების განაწილება, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ჩათვლილი მოგების გადასახადი დაექვემდებარა გაუქმებას;
2. სს ------- 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული აქვს მოგება და ჩათვლილი აქვს მოგების გადასახადი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს სს ------- მიერ 2008-2016 წლებში მიღებული მოგების განაწილებას.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით და ------- გამოცემული №------- წინასწარ გადაწყვეტილებაში აღწერილი გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი დეკლარაციებით განაწილებული აქვს მოგება სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან და ჩათვლილი აქვს მოგების გადასახადი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის შესაბამისად.
პირველ საკითხში აღწერილი გარემოებიდან გამომდინარე, კომპანია ვერ განახორციელებდა შერწყმული კომპანიის მოგების განაწილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017-2018 წლებში განხორციელებული მოგების ჩათვლა შესაძლოა გამომდინარეობდეს სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიის 2019 წელს მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება წარმოადგენს სს ------- 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში წარმოშობილი მოგების განაწილებას. ამდენად, 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მოგების განაწილება, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ჩათვლილი მოგების გადასახადი დაექვემდებარა გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილზე და ამავე მუხლის 43-ე ნაწილზე, 309-ე მუხლის 92-ე ნაწილზე და ამავე მუხლის 93-ე ნაწილზე, 56-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილზე, 47-ე მუხლის პირველ, მე-5 ნაწილებზე და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომ სს ------- შეიძინა 2017 წლის 6 იანვარს სს ------- კაპიტალის წილი, ხოლო 2017 წლის 5 მაისს განახორციელა აღნიშნული კომპანიის შერწყმა. გაერთიანების მომენტში მოხდა საწარმოს წმინდა აქტივების (აქტივებისა და ვალდებულებების) ელიმინირება, ხოლო შესყიდვის ფასსა და წმინდა აქტივებს შორის სხვაობა ასახულია, როგორც გუდვილი აქტივების მუხლში, შესაბამისად, სს ------- ფინანსური მოგების გადმოტანა სს ------- გაუნაწილებელი მოგების მუხლში არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საწარმოს წილის შესყიდვის ფასი უკვე მოიცავს სს ------- წმინდა აქტივების ღირებულებასა და გაუნაწილებელ მოგებას, სს ------- ვერ გაანაწილებს სს ------- წილის შესყიდვამდე არსებულ წმინდა მოგებას. ამდენად, სს ------- მიერ 2019 წლის იანვარი-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება ჩაითვალა 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად. ხოლო 2017-2018 წლებში განხორციელებული მოგების ჩათვლა შესაძლოა გამომდინარეობდეს სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წელს მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება შემოწმებით ჩაითვალა სს ------- 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში წარმოშობილი მოგების განაწილებად.
შემოსავლების სამსახურის ------- №------- წინასწარ გადაწყვეტილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში სს ------- მიერ მიღებული წმინდა მოგებები საცდელი ბალანსების თანახმად ჯამურად შეადგენს 23 439 198.56 ლარს. 2017 წლის 5 მაისს სს ------- შეერწყა (მიუერთდა) სს -------, რომელსაც 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში ფინანსური ანგარიშგებების თანახმად მიღებული ჰქონდა წმინდა მოგება ჯამურად 57 394 490.84 ლარის ოდენობით. სს ------- გეგმავს დივიდენდის განაწილებას 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან.
აღნიშნული წინასწარი გადაწყვეტილების მიხედვით, სს ------- უფლებამოსილია 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდის თანხა განსაზღვროს აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიაში არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით. ამასთან, სს ------- უფლებამოსილია მიერთებული კომპანიების წმინდა მოგება გაანაწილოს იმგვარად, როგორც მას გაანაწილებდა შესაბამისი მიერთებული კომპანია დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერიოდში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებში არ არის აღნიშნული ის ფაქტი, რომ შერწყმის ოპერაციამდე სს ------- შეიძინა 2017 წლის 6 იანვარს სს ------- წილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გაერთიანების მომენტში მოხდა საწარმოს წმინდა აქტივების ელიმინირება, ხოლო შესყიდვის ფასსა და წმინდა აქტივებს შორის სხვაობა აისახა, როგორც გუდვილი აქტივების მუხლში, შესაბამისად, სს ------- ფინანსური მოგების გადმოტანა სს ------- გაუნაწილებელი მოგების მუხლში არ განხორციელებულა, ხოლო საწარმოს წილის შესყიდვის ფასი უკვე მოიცავს სს ------- წმინდა აქტივების ღირებულებასა და გაუნაწილებელ მოგებას.
შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და მიიჩნია, რომ სს ------- ვერ გაანაწილებდა სს ------- წილის შესყიდვამდე არსებულ წმინდა მოგებას, შესაბამისად, სს ------- მიერ 2019 წლის იანვარი-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგების 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან კომპანია ვერ განახორციელებდა შერწყმული კომპანიის მოგების განაწილებას, 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგების სს ------- 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში წარმოშობილი მოგების განაწილებად განხილვა შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება სადავო აქტებს, ასევე შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, კომპანიაზე დამატებით თანხების დარიცხვა მოხდა შემდეგ 2 (ორ) საკითხზე:
I საკითხი. სს -------, როგორც სს ------- უფლებამონაცვლემ, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში გაანაწილა სს ------- 2008-2016 წლების საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგება. აღნიშნული მოგების განაწილება კომპანიამ დაბეგრა მოგების გადასახადით, ამასთანავე განახორციელა ჩათვლა 2008-2016 წლებში გადახდილი მოგების გადასახადიდან საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის საფუძველზე. აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ საწარმოთა გაერთიანების მომენტში (2017 წლის 5 მაისს სს ------- შეირწყა სს -------) მოხდა საწარმოს წმინდა აქტივების (აქტივებისა და ვალდებულებების) ელიმინირება, ხოლო შესყიდვის ფასსა და წმინდა აქტივებს შორის სხვაობა ასახულია, როგორც გუდვილი აქტივების მუხლში, რის გამოც სს ------- ფინანსური მოგების გადმოტანა სს ------- გაუნაწილებელი მოგების მუხლში არ განხორციელებულა. აღნიშნულ შეფასებაზე დაყრდნობით აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ სს ------- ვერ გაანაწილებდა სს ------- წილის შესყიდვამდე არსებულ წმინდა მოგებას და ამ მოგებაზე ვერ ჩაითვლიდა მოგების გადასახადს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის საფუძველზე. შესაბამისად, სს ------- მიერ 2019 წლის იანვარი-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება ჩაითვალა 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად და კომპანიას მოგების გადასახადში დაერიცხა თანხები.
II საკითხი. სს -------, როგორც სს ------- უფლებამონაცვლემ 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში გაანაწილა სს ------- 2008-2016 წლების მოგება და ჩაითვალა მოგების გადასახადი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის საფუძველზე. სს ------- 2019 წლის მარტიივლისის საანგარიშო პერიოდებში ასევე გაანაწილა სს ------- მიერ 2008-2016 წლებში მიღებული მოგება, რაზეც სს ------- ჩაითვალა მოგების გადასახადი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის საფუძველზე. აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ პირველ საკითხში მითითებული თანხების დარიცხვის არგუმენტაციიდან გამომდინარე, სს ------- მიერ 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული სს ------- 2008-2016 წლების მოგება შესაძლოა გამომდინარეობდეს სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებიდან, რის გამოც 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული ზემოხსენებული მოგება წარმოადგენს სს ------- 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი მოგების განაწილებას, რაც ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნულ შეფასებაზე დაყრდნობით, კომპანიას მოგების გადასახადში დაერიცხა თანხები.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ საკითხებზე გამოცემულია შემოსავლების სამსახურის ------- №------- წინასწარი გადაწყვეტილება, თუმცა აუდიტის დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ აღნიშნულ წინასწარ გადაწყვეტილებას, საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არ აქვს ძალა, რადგან კომპანიამ წინასწარი გადაწყვეტილების გამოსაცემად წარდგენილ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, რომ სს ------- შერწყმის ოპერაციამდე განხორციელდა მისი წილის შეძენა.
მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის ზემოხსენებული შეფასებები არის დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგი გარემოებების გამო:
სადავო პერიოდში მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება უფლებამოსილი იყო დივიდენდად გაენაწილებინა წლიური მოგება, რომელზეც ცხადია გავლენას არ ახდენდა წინა წლების ზარალი.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, კომპანიამ, როგორც მიერთებული კომპანიის - სს ------- უფლებამონაცვლემ, გაანაწილა 2008-2016 წლების მოგება და აღნიშნულზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით, განახორციელა მოგების გადასახადის ჩათვლა.
განსახილველ საკითხებზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის ------- №------- წინასწარი გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ:
- საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რეზიდენტი საწარმოს მიერ გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის, მათ შორის მოცემული მიზნებისთვის, საანგარიშო პერიოდების მიხედვით არსებული ზარალის გათვალისწინების საკითხს. ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილია, რომ მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია გაანაწილოს წლიური მოგება და შუალედური მოგება პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად.-საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ორგანიზაციასთან მიერთებისას, მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია. წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღწერილი რეორგანიზაციების ფარგლებში, სს ------- წარმოადგენს მიერთებული კომპანიების უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, კომპანიაზე გადადის ყველა ის უფლება და ვალდებულება, რაც გააჩნდა მიერთებულ კომპანიას რეორგანიზაციამდე. ამდენად, სს ------- უფლებამოსილია მიერთებული კომპანიების წმინდა მოგება გაანაწილოს იმგვარად, როგორც მას გაანაწილებდა შესაბამისი მიერთებული კომპანია დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერიოდში.
წინასწარი გადაწყვეტილებით დასტურდება წინამდებარე საჩივარში კომპანიის მიერ მითითებული განმარტების სისწორე და პირდაპირ და ცალსახად არის მითითება, რომ სს -------, როგორც სს ------- უფლებამონაცვლე, უფლებამოსილი იყო სს ------- წმინდა მოგება გაენაწილებინა იმგვარად, როგორც განახორციელებდა სს ------- დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერიოდში. ამდენად, სს ------- მიერ სს ------- მოგების განაწილება შესაბამისობაშია სადავო პერიოდში მოქმედ კანონმდებლობასთან და წინასწარ გადაწყვეტილებასთან, ვინაიდან სს ------- დამოუკიდებლად ფუნქციონირების პირობებში უფლებამოსილი იყო გაენაწილებინა დივიდენდი შესაბამისი ოდენობით.
აღნიშნულიდან, გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული დარიცხვები არის უკანონო და ექვემდებარება გაუქმებას.
ასევე, მეორე საკითხზე განხორციელებულ დარიცხვაზე დამატებით აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სს ------- მიერ 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან მოგების განაწილება შესაძლოა ყოფილიყო 2008-2016 წლებში სს ------- მიერ მიღებული წმინდა მოგებებიდან განაწილება და 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება ამ ვარაუდის საფუძველზე შეაფასა როგორც სს ------- 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი მოგების განაწილება. როგორც აღნიშნა, აუდიტის დეპარტამენტმა I საკითხთან დაკავშირებით განახორციელა არასწორი შეფასებები, რაც საფუძვლად დაედო კომპანიაზე დამატებითი თანხების დარიცხვას, თუმცა თავად ხსენებული არასწორი შეფასებები II საკითხით გათვალისწინებულ ოპერაციებთან მიმართებით (სს ------- მიერ 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან მოგების განაწილება) ხვდებოდა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში მითითებულ საგადასახადო შემოწმების განხორციელების და თანხების დარიცხვის ხანდაზმულობის რეგულაციებში, რისი გვერდის ავლის მიზნითაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა უსაფუძვლო, ვარაუდების საფუძველზე თანხების დარიცხვა. შესაბამისად, მეორე საკითხთან დაკავშირებითაც განხორციელებული დარიცხვა სრულიად უკანონოა.
ასევე აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა. სს ------- მოქმედებდა შემოსავლების სამსახურის ------- №------- წინასწარი გადაწყვეტილების ფარგლებში და შესაბამისად დაუშვებელი იყო აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება.
მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოყვანილი არგუმენტი (კომპანიამ ფაქტობრივ გარემოებებში არ მიუთითა, რომ შერწყმის ოპერაციამდე მოხდა წილის შეძენა), თუ რატომ არ გააჩნია სავალდებულო ძალა გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებას, არის სრულიად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რადგან კომპანიის მიერ სს ------- აქციების შეძენის თარიღი არ არის კავშირში წინასწარ გადაწყვეტილებაში მითითებულ შეფასებებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის განხილვისას დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოითხოვოს ხსენებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად, დასმული საკითხების შეფასებისთვის რაიმე მნიშვნელობა რომ ჰქონოდა ინფორმაციას შერწყმამდე მოხდა თუ არა სს ------- მიერ შერწყმული კომპანიების წილების/აქციების შეძენა, შემოსავლების სამსახური გამოითხოვდა ამ ინფორმაციას სს -------, რასაც ადგილი არ ქონია. აღნიშნული დამატებით ადასტურებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის არგუმენტი არის სრულიად დაუსაბუთებელი. როგორც აღნიშნა, შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების თანახმად განიმარტა, რომ: „ სს ------- უფლებამოსილია მიერთებული კომპანიების წმინდა მოგება გაანაწილოს იმგვარად, როგორც მას გაანაწილებდა შესაბამისი მიერთებული კომპანია დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერიოდში.“ სადავო არ არის, რომ დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერიოდში სს ------- გააჩნდა 2008 - 2016 წლებში მიღებული მოგება და ჰქონდა მისი განაწილების უფლება. სს ------- ამ უფლებაზე გავლენას არანაირად არ ახდენს ის გარემოება თუ, როდის შეიძინა მისი აქციები სს -------. შესაბამისად, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა, რომ სს ------- უფლებამოსილი იყო გაენაწილებინა არა მხოლოდ საკუთარი მოგებები, არამედ ასევე მიერთებული კომპანიების მოგებები, როგორც უფლებამონაცვლეს, ნათელია, რომ სს ------- მიერ მიერთებული კომპანიების წილების/აქციების შესყიდვის ფაქტი და პერიოდი არანაირ გავლენას არ ახდენს წინასწარ გადაწყვეტილებაში მითითებულ შეფასებებზე და დაბეგვრის პრინციპებზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამავე მუხლის 43-ე ნაწილის შესაბამისად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ ორგანიზაციასთან მიერთებისას მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.
საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით:
ა) ამ კოდექსით და საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების თაობაზე;
ბ) იმ მოსაკრებელთან დაკავშირებული ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.
5. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს.
შემოწმებით დადგენილია, რომ:
- გადასახადის გადამხდელს 2019 წელს განაწილებული აქვს მოგება 2008-2016 წლების საანგარიშო პერიოდში მიღებული წმინდა მოგებიდან. აღნიშნული მოგების განაწილება გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი აქვს მოგების გადასახადით და მიღებული აქვს ჩათვლა 2008-2016 წლებში გადახდილი მოგების გადასახადიდან. კომპანიას 2019 წლის იანვარი-თებერვლის საანგარიშო პერიოდში განაწილებული აქვს 7 000 000 ლარის მოგება, 2017 წლის 6 იანვარს სს ------- შეიძინა სს ------- კაპიტალის წილი, ხოლო 2017 წლის 5 მაისს განხორციელდა აღნიშნული კომპანიის შერწყმა. სს ------- მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გაერთიანების მომენტში მოხდა საწარმოს წმინდა აქტივების ელიმინირება, ხოლო შესყიდვის ფასსა და წმინდა აქტივებს შორის სხვაობა ასახულია, როგორც გუდვილი აქტივების მუხლში. შესაბამისად, სს ------- ფინანსური მოგების გადმოტანა სს ------- გაუნაწილებელი მოგების მუხლში არ განხორციელებულა. სს ------- გაუნაწილებელი მოგების ნაშთი, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, შეადგენს 592 000 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სს ------- ------- აღებული აქვს წინასწარი გადაწყვეტილება, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით და გადასახადის გადამხდელს წინასწარი გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნული აქვს, რომ 2017 წლის 5 მაისს მოხდა სს ------- შერწყმა და არ აქვს აღნიშნული, რომ შერწყმის ოპერაციამდე განხორციელდა წილის შეძენა, საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სს ------- ვერ გაანაწილებს სს ------- წილის შესყიდვამდე არსებულ წმინდა მოგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ------- მიერ 2019 წლის იანვარითებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება ჩაითვალა 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად, დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მოგების განაწილება, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ჩათვლილი მოგების გადასახადი დაექვემდებარა გაუქმებას;
- ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული აქვს მოგება და ჩათვლილი აქვს მოგების გადასახადი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს სს ------- მიერ 2008-2016 წლებში მიღებული მოგების განაწილებას. გადასახადის გადამხდელს 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში წარდგენილი დეკლარაციებით განაწილებული აქვს მოგება სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან და ჩათვლილი აქვს მოგების გადასახადი საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შემოწმებით მიიჩნია, რომ კომპანია ვერ განახორციელებდა შერწყმული კომპანიის მოგების განაწილებას, 2017-2018 წლებში განხორციელებული მოგების ჩათვლა შესაძლოა გამომდინარეობდეს სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებიდან, 2019 წელს მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება წარმოადგენს სს ------- 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში წარმოშობილი მოგების განაწილებას. ამდენად, 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მოგების განაწილება, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ჩათვლილი მოგების გადასახადი დაექვემდებარა გაუქმებას.
მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხებზე დარიცხვას და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის შეფასებები არის დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება კანონს, კომპანიამ, როგორც მიერთებული კომპანიის - სს ------- უფლებამონაცვლემ - გაანაწილა 2008-2016 წლების მოგება და აღნიშნულზე, საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით, განახორციელა მოგების გადასახადის ჩათვლა. წინასწარი გადაწყვეტილებაში პირდაპირ და ცალსახად არის მითითება, რომ სს -------, როგორც სს ------- უფლებამონაცვლე, უფლებამოსილი იყო სს ------- წმინდა მოგება გაენაწილებინა იმგვარად, როგორც განახორციელებდა სს ------- დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერიოდში. ამდენად, სს ------- მოგების განაწილება შესაბამისობაშია სადავო პერიოდში მოქმედ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან და წინასწარ გადაწყვეტილებასთან. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტმა უსაფუძვლო ვარაუდებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სს ------- მიერ 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან მოგების განაწილება შესაძლოა ყოფილიყო 2008-2016 წლებში სს ------- მიერ მიღებული წმინდა მოგებებიდან განაწილება და 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება, ამ ვარაუდის საფუძველზე, შეაფასა როგორც სს ------- 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი მოგების განაწილება. პირველ საკითხთან დაკავშირებით განხორციელებულია არასწორი შეფასები, თუმცა მეორე საკითხით გათვალისწინებულ ოპერაციებთან მიმართებით (სს ------- მიერ 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან მოგების განაწილება) ხვდებოდა საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლში მითითებულ საგადასახადო შემოწმების განხორციელების და თანხების დარიცხვის ხანდაზმულობის რეგულაციებში, რისი გვერდის ავლის მიზნითაც, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა უსაფუძვლო, ვარაუდების საფუძველზე თანხების დარიცხვა. ამ საკითხთან დაკავშირებითაც განხორციელებული დარიცხვა უკანონოა. მიიჩნევს, რომ კომპანია მოქმედებდა შემოსავლების სამსახურის ------- №------- წინასწარი გადაწყვეტილების ფარგლებში, კომპანიის მიერ სს ------- აქციების შეძენის თარიღი არ არის კავშირში წინასწარ გადაწყვეტილებაში მითითებულ შეფასებებთან. დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერიოდში სს ------- გააჩნდა 2008 - 2016 წლებში მიღებული მოგება და ჰქონდა მისი განაწილების უფლება და ამ უფლებაზე გავლენას არანაირად არ ახდენს ის გარემოება თუ, როდის შეიძინა მისი აქციები სს -------, ამდენად მიიჩნევს, რომ მიერთებული კომპანიების წილების/აქციების შესყიდვის ფაქტი და პერიოდი არანაირ გავლენას არ ახდენს წინასწარ გადაწყვეტილებაში მითითებულ შეფასებებზე და დაბეგვრის პრინციპებზე.
აუდიტის დეპარტამენტი 14.09.2023 წლის №91744-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში აღნიშნავს შემდეგს:
- სს ------- აღებული აქვს ------- წინასწარი გადაწყვეტილება, 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული მოგებიდან დივიდენდის განაწილებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს წინასწარი გადაწყვეტილების ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნული აქვს, რომ 2017 წლის 5 მაისს მოხდა სს ------- შერწყმა და არ აქვს აღნიშული, რომ შერწყმის ოპერაციამდე განხორციელდა წილის შეძენა. საგადასახადო კოდექსის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს. რადგან საწარმოს წილის შესყიდვის ფასი უკვე მოიცავს სს ------- წმინდა აქტივების ღირებულებასა და გაუნაწილებელ მოგებას, სს ------- ვერ გაანაწილებს სს ------- წილის შესყიდვამდე არსებულ წმინდა მოგებას. აღნიშნულიდან გამომდინარე სს ------- მიერ 2019 წლის იანვარი-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგება ჩაითვალა 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად. აღწერილი გარემოებებიდან გამომდინარე, 2019 წლის იანვრისა და თებერვლის საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მოგების განაწილება, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ჩათვლილი მოგების გადასახადი დაექვემდებარა გაუქმებას;
- შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზებში არსებული ინფორმაციის და ------- გამოცემული №------- წინასწარი გადაწყვეტილებაში აღწერილი გარემოებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს 2017-2018 წლის საანგარიშო პერიოდებში წარმოდგენილი დეკლარაციებით განაწილებული აქვს მოგება სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგებიდან და ჩათვლილი აქვს მოგების გადასახადი სსკ-ის 309-ე მუხლის შესაბამისად. საკითხი №1-ში აღწერილი გარემოებიდან გამომდინარე, კომპანია ვერ განახორციელებდა შერწყმული კომპანიის მოგების განაწილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე 2017-2018 წლებში განხორციელებული მოგების ჩათვლა შესაძლოა გამომდინარეობდეს სს ------- 2008-2016 წლებში მიღებული წმინდა მოგების განაწილებიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს 2019 წელს მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებულ მოგება წარმოადგენს სს ------- 2017 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდებში წარმოშობილი მოგების განაწილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე მოგების განაწილება, ხოლო აღნიშნულ პერიოდში ჩათვლილი მოგების გადასახადი დაექვემდებარა გაუქმებას.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს არ წარმოუდგენია საჩივარში დაფიქსირებული ინფორმაციისაგან განსხვავებული გარემოებები.
საბჭო მიუთითებს ------- №------- წინასწარ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით, „სს ------- უფლებამოსილია 2008 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდის თანხა განსაზღვროს აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიაში არსებული სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით.“ ამასთან, „სს ------- უფლებამოსილია მიერთებული კომპანიების წმინდა მოგება გაანაწილოს იმგვარად, როგორც მას გაანაწილებდა შესაბამისი მიერთებული კომპანია დამოუკიდებლად ფუნქციონირების პერიოდში“.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას, რომ წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებში არ არის სრულყოფილად აღწერილი ფაქტები და გარემოებები, რაც უკავშირდება წინასწარი გადაწყვეტილებით მოთხოვნილ დასმულ საკითხს. ამასთან, გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, კომპანიისთვის ცნობილი იყო წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარდგენის მომენტში, კერძოდ, ფაქტები, რომ: შერწყმის ოპერაციამდე სს ------- შეიძინა 2017 წლის 6 იანვარს სს ------- წილი; სს ------- მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გაერთიანების მომენტში მოხდა საწარმოს წმინდა აქტივების ელიმინირება, ხოლო შესყიდვის ფასსა და წმინდა აქტივებს შორის სხვაობა ასახული იყო, როგორც გუდვილი, აქტივების მუხლში; სს ------- ფინანსური მოგების გადმოტანა სს ------- გაუნაწილებელი მოგების მუხლში არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ მართლზომიერად არ იქნა გამოყენებული ------- №------- წინასწარი გადაწყვეტილება.
საბჭო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საწარმოს წილის შესყიდვის ფასი უკვე მოიცავს სს ------- წმინდა აქტივების ღირებულებასა და გაუნაწილებელ მოგებას და საწარმოთა გაერთიანების მომენტში მოხდა საწარმოს წმინდა აქტივების ელიმინირება, ხოლო, წილის შესყიდვის ფასსა და წმინდა აქტივებს შორის სხვაობა აისახა, როგორც გუდვილი აქტივების მუხლში, შესაბამისად, სს ------- ფინანსური მოგების გადმოტანა სს ------- გაუნაწილებელი მოგების მუხლში არ განხორციელებულა. ამდენად, სს ------- ვერ გაანაწილებდა სს ------- წმინდა მოგებას, რომელიც სს ------- აღრიცხული ქონდა როგორც გუდვილი და უფლებამოსილი არ იყო ჩაეთვალა დარიცხული და სს ------- მიერ გადახდილი მოგების გადასახადი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მხარეთა არგუმენტაციის შეჯერების საფუძველზე, საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სს ------- ვერ გაანაწილებდა სს ------- წილის შესყიდვამდე არსებულ წმინდა მოგებას, ამდენად, სს ------- მიერ 2019 წლის იანვარი-თებერვლის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგების 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიღებული წმინდა მოგების განაწილებად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან კომპანია ვერ განახორციელებდა შერწყმული კომპანიის მოგების განაწილებას, 2019 წლის მარტი-ივლისის საანგარიშო პერიოდებში განაწილებული მოგების სს ------- 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდებში წარმოშობილი მოგების განაწილებად განხილვა შემოწმების მიერ განხორციელდა მართლზომიერად.
ამგვარად, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხების ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
შემოწმების საფუძველზე გადასახადი გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა 454 146 ლარი და განესაზღვრა საურავი 458.25 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-7 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აღნიშნავს, რომ თუ საჩივრის განხილვის შედეგად დავების განმხილველი ორგანო გაიზიარებს აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას თანხების დარიცხვაზე, სახეზე იქნება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე კომპანიის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი, რადგან გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა წინასწარი გადაწყვეტილების ფარგლებში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ვინაიდან სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო წარმოდგენილი არგუმენტებით არ ვლინდება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული საფუძვლები, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ამ ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს ჩათვლილი მოგების გადასახადის გაუქმება და განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულება; ასევე იტხოვს დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის საგადასახადო შემოწმება მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული განაწილებული მოგებიდან წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.08.2023 წლის №20216 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები სადავო საკითხების ნაწილში განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 309(92); 269(7)