N 329 - 01/10/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №329
2024 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და VII6 კარის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII7 კარი:
„კარი VII7
მუხლი 11115. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული გადასახადებისაგან/გადასახდელებისაგან გათავისუფლების წესი და პირობები
1. ამ კარის მიზნებისთვის, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნად განიხილება „შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების ჩამონათვალის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №615 დადგენილებით დამტკიცებული ჩამონათვალით გათვალისწინებული ქვეყნები (მათ შორის, ქვეყნები, რომლებიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონედ განიხილებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად).
2. შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი თავისუფლდება იმპორტის გადასახდელისაგან, თუ ერთდროულად კმაყოფილდება შემდეგი პირობები:
ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებული ყველა აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემა და იმპორტი განხორციელებულია 2028 წლის 1 იანვრამდე;
ბ) ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი ან ფიზიკურ პირთა ჯგუფი ფლობს;
გ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებულ უცხოურ საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით;
დ) ფიზიკური პირი (ფიზიკურ პირთა ჯგუფი) საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს აქტივის/საქონლის საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემის და იმპორტის მომენტისთვის.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანისას, იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების მიზნით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საქართველოს საწარმოსთვის საკუთრების უფლებით გადაცემული აქტივის/საქონლის იმპორტის განმახორციელებელი პირი (საქართველოს საწარმო) იმპორტის თითოეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მიმართავს განცხადებით (დანართი №VII7-01), რომელსაც უნდა ერთოდეს:
ა) უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) 2024 წლის 5 ივნისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
გ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილის/აქციის) საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის ან/და კაპიტალში შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4. საგადასახადო ორგანო, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე“, რომელიც უნდა მოიცავდეს იმ აქტივის/საქონლის დასახელებასა და ღირებულებას, რომელზეც გავრცელდება შეღავათი.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებაში ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად ან/და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადით.
6. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრა ხარვეზი ან არ წარმოადგინა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანო გამოსცემს ბრძანებას „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის საფუძველზე აქტივის/საქონლის იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ“.
7. თუ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენების წინაპირობების დარღვევის ფაქტი, შეღავათის მიმღებ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის მიზნებისთვის:
ა) ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს წილის/აქციების ფლობად განიხილება ფიზიკური პირის (ფიზიკურ პირთა ჯგუფის) მიერ წილის/აქციების როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი (მათ შორის, მინდობილი საკუთრების ან ტრასტის ბენეფიციარის ფორმით) ფლობა;
ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემად განიხილება:
ბ.ა) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ საქართველოს საწარმოსთვის ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების უსასყიდლოდ გადაცემა;
ბ.ბ) შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს მიერ ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირზე გადაცემა (მათ შორის, უსასყიდლოდ, დივიდენდის განაწილების ან სხვა ფორმით) და ამავე პირის მიერ მიღებული ყველა აქტივის საქართველოს საწარმოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა ან/და საქართველოს საწარმოს კაპიტალში შეტანა;
გ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში:
გ.ა) საქართველოს საწარმოს კაპიტალში შენატანის განხორციელებისას კაპიტალის ოდენობა განისაზღვრება გადაცემული ყველა აქტივის იმ ღირებულებით, რა ღირებულებაც ამ აქტივებს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსთვის გააჩნდა მათი გადაცემის მომენტისთვის;
გ.ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მიზნებისათვის საქართველოს საწარმოსთვის აქციის/წილის ან/და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი მოთხოვნის საკუთრების უფლებით გადაცემა არ განიხილება საქართველოს საწარმოს მიერ აქციის/წილის შეძენად ან/და სესხის გაცემად;
დ) ყველა აქტივი გულისხმობს 2024 წლის 5 ივნისის მდგომარეობით შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაში არსებულ იმ ყველა აქტივს/საქონელს, რომელიც მას საკუთრებაში გააჩნია გადაცემის მომენტისათვის.
9. საგადასახადო ორგანო ინფორმაციას პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული ოპერაციის განხორციელების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, უგზავნის სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, აღნიშნული ოპერაციის განხორციელების ფაქტის დაფიქსირებიდან/გამოვლენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
დანართი №VII7-01
-----------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
-----------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის დასახელება)
---------------------------------------
(საიდენტიფიკაციო ნომერი)
განცხადება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანისას/იმპორტისას იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე
გაცნობებთ, რომ ვახორციელებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილით გათვალისწინებული აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანას/იმპორტს.
წარმოგიდგენთ ინფორმაციას შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის თაობაზე:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1727931522016 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }1
(შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნის დასახელება)
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1727931522017 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }2
(უცხოური საწარმოს დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი)
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1727931522017 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }3
(საქართველოს საწარმოს დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი)
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1727931522017 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }4
(უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოს დამფუძნებელი პირის (პირთა ჯგუფის) საიდენტიფიკაციო მონაცემები)
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1727931522018 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }5
(უცხოურ საწარმოსა და საქართველოს საწარმოში დამფუძნებელი პირის (პირთა ჯგუფის) წილის ოდენობა)
#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1727931522018 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№
აქტივის/საქონლის დასახელება
სეს ესნ კოდი
ღირებულება
(იმ აქტივის/საქონლის ჩამონათვალი, რომელიც უცხოური საწარმოს საკუთრებაშია 2024 წლის 5 ივნისამდე და რომელიც საკუთრების უფლებით გადაეცა საქართველოს საწარმოს; სეს ესნ კოდი; ღირებულება)
გთხოვთ, მიიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 146-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების თაობაზე.
დანართი:
ა) უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილზე/აქციაზე) 2024 წლის 5 ივნისამდე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
გ) ყველა აქტივის/საქონლის (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლებით საქართველოს საწარმოსათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება).
-------------------------- ----------------------
(განმცხადებლის ხელმოწერა ) (თარიღი) “.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე