N 1195-VIIრს-Xმპ - 22/12/2021 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ლატარიის ორგანიზატორი სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად იხდის მოსაკრებელს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,22 დეკემბერი 2021 წ.
N1195-VIIრს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე