N 335 - 14/09/2023 - „მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №335
2023 წლის 14 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017377) დამტკიცებულ „სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოთხოვნებში/სტანდარტებში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ლ“ ქვეპუნქტი:
„ა.ლ) მოთამაშის მოქალაქეობა;“.
2. VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი:
„თავი IX. გარდამავალი დებულებები
მუხლი 22. გარდამავალი დებულებები
ოპერატორი ვალდებულია 2023 წლის 1 ოქტომბრამდე რეგისტრირებული მოთამაშის ელექტრონულ ფაილში ასახოს მოთამაშის მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია, არაუგვიანეს 2023 წლის 1 ნოემბრისა.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე