ბრძანება N 23958
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23958
12 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ----)
(ფაქტ. მის.:---) 2024 წლის პირველი მაისის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც უნდა შემცირდეს აქტით განსაზღვრული გადასახადები, კერძოდ:
1. არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, რის საფუძველზეც ითხოვს სალაროს ნაშთის ხელახალ დაზუსტებას;
2. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული გადასახადების ოდენობას და საჩივარში მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20651 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20651 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 15 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 120 525 ლარით, მათ შორის, გადასახადი 80 360 ლარით, ჯარიმა 40 165 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 3 აპრილის №006-137 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 23 მაისის №11914 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 11 სექტემბრის №23245/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 23 მაისის №11914 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან, სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე. გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების მოძრაობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის, გატანილი თანხების ნაწილის გადახდის/გახარჯვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (კრედიტორული დავალიანების დაფარვა, საწესდებო კაპიტალის შემცირება, სხვა მცირე ფასიანი ხარჯების ანაზღაურება). შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
2. გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე, კერძოდ, გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიის მიერ ბინების რეალიზაციის ნაწილში დაბეგრილი/დასაბეგრი ოპერაციების შესახებ (ფიზიკურმა პირმა შესამოწმებელი პერიოდის წინა საანგარიშო პერიოდში შეიძინა უძრავი ქონება წინარე ხელშეკრულებით, ხოლო შესამოწმებელ პერიოდში გააფორმა კომპანიასთან შეთანხმება, სადაც იცვლება მისაწოდებელი ქონება (გაზრდილია ფართის მოცულობა და შესაბამისად ღირებულებაც), ამავე შეთანხმებით, ფიზიკურ პირს გადასახდელად დარჩენილი აქვს 35 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელიც შემოწმების მიერ ქონების საკუთრების გადაცემის მომენტში დაიბეგრა შესაბამისი გადასახადით, თუმცა გადამხდელის მიერ მოწოდებული მტკიცებულებებით (წინა საანგარიშო პერიოდებში საბანკო ოპერაციებით) დგინდება, რომ ფიზიკურ პირს ზემოაღნიშნული თანხის ნაწილი გადახდილი აქვს წინა საანგარიშო პერიოდებში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად ფიქსირდება კომპანიის ანგარიშვალდებული პირის მიერ თანხების გატანა კომპანიის საბანკო ანგარიშებიდან სხვადასხვა დანიშნულებით (ძირითადად საქვეანგარიშოდ). გადამხდელის მხრიდან შემოწმების პროცესში არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული თანხების დანიშნულების შესახებ ინფორმაცია ან რაიმე ტიპის დოკუმენტაცია, შესაბამისად, ზემოაღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ და სალაროს ამონაწერი, სადაც ჩანს, რომ შემოწმების მომენტში სალაროს ნაშთი შეადგენს 216 309,11 ლარს. ასევე, წარადგინა ანგარიშვალდებული პირების ანგარიშებზე თანხების მოძრაობის ამონაწერი და მათი მოკლე გაშიფრული ანგარიში, თუ საით იყო მიმართული ნაღდი ფული. ვინაიდან აღნიშნული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით განაცემად, მასზე დაკავებული საშემოსავლო გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 25%-ს - ამ შემთხვევაში 54 077,28 ლარს (216 309,11/0,8*20%), რომელსაც დაემატება ხელფასზე გადასახდელი 11 687 ლარი 2019 წლიდან და სულ გადასახდელი არის 65 764 ლარი და არა 77 992 ლარი. მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის კიდევ ერთხელ შესწავლას.
საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ დასახელებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20651 ბრძანების აღსრულების და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:
ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე - 5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, ბინების რეალიზაციის ხელშეკრულებებით და ასევე, საჯარო რეესტრის ინფორმაციით გადამხდელს რეალიზებული აქვს რამოდენიმე ბინა (ფიქსირდება თანხის გადახდა და საჯარო რეესტრში საკუთრების რეგისტრაცია), რომელიც არ აქვს ასახული დღგ-ს შესაბამის დეკლარაციებში და არაა დაბეგრილი. ამასთან, ფიქსირდება გარკვეული თანხების ჩარიცხვა ავანსად (ბინების და ავტოსადგომის მომავალი მესაკუთრეებისგან), რომელთა ნაწილი არაა ასახული დღგ-ის შესაბამის დეკლარაციებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ შემდეგ არგუმენტებზე: „2019 წლის დეკემბრის თვეში კომპანიის მიერ ყველა მიღებული ავანსი დაბეგრილია სრულად, მიწის მეპატრონეთა ბინების ღირებულების დღგ გაწეული ხარჯის მიხედვით შეადგენს 33 146 ლარს. თუ გადავხედავთ საჯარო რეესტრში ბინების რეგისტრაციას, რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი ბინა, რომლის დარჩენილი გადასახადი აღიარდა შემოსავლად და შეადგინა შემოწმების მონაცემებით 5 388 ლარი. ამ შემთხვევაში ბინა დაიბეგრა 2020 წლის ივნისის თვეში, როდესაც მოხდა საბოლოო ანგარიშსწორება. რაც შეეხება 2020 წლის დეკემბრის თვის დღგ-ს ოდენობას (46 029 ლარი), შემოწმების მიერ მოწოდებული მონაცემებით მხოლოდ მიწის მეპატრონეთა ბინების ღირებულებიდან გადასახადს შეესაბამება, რომელიც ამ შემთხვევაში შეადგენს 41 068 ლარს. 2021 წლის დეკემბრის თვეში დამატებით დარიცხულია დღგ 56 735 ლარის ოდენობით, მოწოდებული ინფორმაციით ეს გადასახადი ეკუთვნის მიწის მესაკუთრეთა ბინების ღირებულებას, რომლის გადასახადმა კომპანიის გაანგარიშებით შეადგინა 27 916 ლარი.
2021 წლის ნოემბრის თვეში დამატებით დარიცხულია დღგ 8 290 ლარი, ამ თვეში ყველა შემოსული თანხა დაბეგრილია და გადახდილია შესაბამისი გადასახადი. ამდენად, გასარკვევია აღნიშნული თანხის დარიცხვის საფუძველი. თუ ის დაკავშირებულია ---ის ბინის საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან, აღნიშნულ პირს დარჩენილი ჰქონდა გადასახდელი ამ თვეში შემოტანილი 31 120 ლარის გარდა 34 406 ლარი, რომელიც გადაიხადა ა/წლის დეკემბრის თვეში და იქვე დაიბეგრა კომპანიის მიერ. ასევე, გასარკვევია 2022 წლის თებერვლის თვეზე დარიცხული დღგ-დან (27 063 ლარი) 3 295,94 ლარის დარიცხვის საფუძველი. აღნიშნულ თვეში მიღებული თანხა ჯამში შეადგენს 221 279,45 ლარს.
--- თან ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის მაისის თვეში, მაისის თვეშივე სრულად დაიბეგრა ხელშეკრულების თანხა 60 500 აშშ დოლარი, მიუხედავად 57 500 აშშ დოლარის შემოტანისა, რადგან ბინა რეესტრში მაშინ გაუფორმდა. რაც შეეხება დარჩენილ დასაბეგრ თანხას, 2022 წლის თებერვალში ის შეადგენს 192 517 ლარს, რომლის დღგ 29 367 ლარია, დეკლარირებულია 5 599 ლარი, დასაბეგრი სხვაობა კი შეადგენს 23 767 ლარს, ნაცვლად შემოწმების მიერ დარიცხული 27 061 ლარისა. ამასთან, საყურადღებოა ---თან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება (19.02.2018წ.), საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 22.02.2018 წელს. აღნიშნული განეკუთვნება წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდს (2015-2018) და დაბეგრილი იქნა სრულად (37 587,97 ლარი დღგ). 20.03.2019 წლის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება გაუქმდა, გადახდილი დღგ უკან დასაბრუნებლად არ დადეკლარირებულა და შესაბამისად არც დაბრუნებულა, მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი გაგზავნილია შემოწმებასთან, თუმცა არ იქნა გათვალისწინებული დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას.“
საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადამხდელის მიერ დასახელებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხი და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20651 ბრძანების აღსრულების და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №20651 ბრძანების აღსრულების და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, მათ შორის, ინფორმაცია მესამე მხარეებისგან;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. არ ეთანხმება საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია ნაღდი ფულის მოძრაობის შესახებ, რის საფუძველზეც ითხოვს სალაროს ნაშთის ხელახალ დაზუსტებას;
2. არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული გადასახადების ოდენობას და საჩივარში მიუთითებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირის მიერ საბანკო ანგარიშებიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების მოძრაობის დამადასტურებელი ინფორმაცია, მათ შორის, გატანილი თანხების ნაწილის გადახდის/გახარჯვის ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (კრედიტორული დავალიანების დაფარვა, საწესდებო კაპიტალის შემცირება, სხვა მცირე ფასიანი ხარჯების ანაზღაურება). შესაბამისად, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით იქნა შესწავლილი დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე და განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154; 159; 163; 164; 160 (5).
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.