მომსახურების გაწევის ადგილი N 0728

0728 მომსახურების გაწევის ადგილი 07.12.2012
№ დოკუმენტი 0728
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მომსახურების გაწევის ადგილი N 0728

ფაქტობრივი გარემოებები

•საქართველოს საწარმო უცხოური კომპანიის დაკვეთით ახორციელებს კომპანიის მიერ წარმოებული სამედიცინო აპარატურის რეკლამას

•საწარმომ არარეზიდენტისთვის გაწეული მომსახურება არ ჩათვალა საქართველოში განხორციელებულად და არ დაბეგრა დღგ-ით

•უცხოურ კომპანიას საქართველოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომლის მეშვეობით საქართველოში ახორციელებს სამშენებლო მომსახურებას

შეფასება

•იმ შემთხვევაში ,თუ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოა, მაშინ მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების მიმღები პირის რეგისტრაციის ადგილი ან მართვის ადგილი ან მომსახურების მიმღები პირის მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ მუდმივ დაწესებულებასთან (სსკ მუხლი 166(1დ))

•ის ფაქტი, რომ არარეზიდენტს საქართველოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება არ ცვლის მომსახურების გაწევის ადგილს, ვინაიდან მომსახურება არ უკავშირდება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების საქმიანობას

ღონისძიებები

•საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება