N 929-IIIრს-XIმპ - 02/07/2025 - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 3561 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2602 ან 2604 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ან რომელიც არის ნარკომოვაჭრე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,2 ივლისი 2025 წ.
N929-IIIრს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე