N 542 - 22/10/2015 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 22.10.2015
№ დოკუმენტი 542
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №542

2015 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო

პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში ცვლილების

შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილებაში (სსმ, 113, 27/09/2005) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელს ჩაბარებული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის გამოცდა.“.

2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოში შემოტანისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ნებართვის მაძიებელს ჩაბარებული აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის გამოცდა.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე