N 1709 - 17/06/2005 - საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 17.06.2005
№ დოკუმენტი 1709
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №6, 09.03.2004, მუხ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ე) ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადაუხდელობის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება, რომელიც არ არის გადახდილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში;“.

 

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. ამ კანონით დადგენილი წესით საწარმოს (ორგანიზაციას) ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის უფლება ეძლევა მხოლოდ გადახდისუუნარობის შემთხვევაში და მხოლოდ ერთხელ, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა.“.

 

3. მე-9–მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი

 

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

2. ამ კანონით დადგენილი წესით საბაჟო გადასახადების რესტრუქტურიზაცია ხორციელდება მხოლოდ 2005 წლის 1 იანვრამდე ამ გადასახადებში არსებულ დავალიანებებზე.

 

მუხლი 10. დასკვნითი დებულებანი

 

1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

2. ეს კანონი ძალაშია 2009 წლის 1 იანვრამდე.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,2005 წლის 17 ივნისი.

№1709-Iს

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე