ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2015 წლის 7 აპრილი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,, დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ “ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,, ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მე-5 მუხლის და საქართველოს კანონის,, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთის ოდენობა დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ოქტომბრის № 53 დადგენილება.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
იმედა მღებრიშვილი
დანართი N1
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 აპრილის დადგენილება № 20 - ვებგვერდი, 22.04.2015წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ივნისის დადგენილება № 28 - ვებგვერდი, 04.06.2015წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 მარტის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 07.03.2016წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა
მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
3. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურებისათვის.
4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
მუხლი 2. ადგილობრივი მოსაკრებლების ობიექტები და მოსაკრებლების განაკვეთები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.
11. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთები განისაზღვროს:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) – კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ა) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს:
ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალასაშენებელი ობიექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის შეადგენს:
ა.ა) დაბა ადიგენის და სოფლების ტერიტორიაზე – 1 ლარს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე – 0.5 ლარს
ბ) დაბა აბასთუმნის ტერიტორიაზე:
ბ.ბ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 1 ლარს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებზე – 0.5 ლარს. საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე, აგრეთვე კომერციული ხასიათის ნაგებობებზე 4 ლარს. სამრეწველო ობიექტის მშენებლობისას 5(ხუთი) ლარს.
გ) ისეთი შენობა ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობისათვის, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების ინტენსიობის კოეფიციენტის (კ-2)-ს საანგარიშო ფართობი, II კლასის ობიექტებისთვის მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს – 50 ლარს; III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარს; IV კლასის ობიექტებისათვის 400 ლარს.
დ) ხაზობრივი ნაგებობისათვის გადასახადის ოდენობა განისაზღვროს შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:
დ.ა) გაზსადენი, ნავთობსადენი – ერთ გრძივ მეტრზე 0,8 ლარი;
დ.ბ) წყალარინები – 0,8 ლარი;
დ.გ) საჰაერო, მიწისქვეშა ხაზობრივ ნაგებობებზე, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემ ხაზებზე 0-5 კმ-ის ჩათვლით ერთ გრძივ მეტრზე 0,8 ლარი, ხოლო 5 კილომეტრიდან ზევით 0.5 ლარი;
ე) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადასახადისგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
ვ) მშენებლობის სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდნენ მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ადიგენის მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე ან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
3. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანა) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს:
ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში:
ა. ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი;
ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი;
ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი;
ბ. IVკლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში;
ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარი;
ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1000 (ერთი ათასი) ლარი;
ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 700 (შვიდასი) ლარი.
4. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს:
ა) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარის ოდენობით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;
ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გასაწევი მომსახურების გადასახადი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე ობიექტების მიხედვით შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1721205071344 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№
სამეწარმეო საქმიანობა
ზომის ერთეული
მოსაკრებლის
განაკვეთი თვეში
(ლარებში)
შენიშვნა
1
ბიბლიოთეკები
სამუშაო ფართობი კვ.მ
0.05
100 მ2
5 ლარი
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბაკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, კვლევითი ინსტიტუტები.
სამუშაო ფართობი კვ.მ
0.5
100 მ2
50 ლარი
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძალი
0.30
100 სავაძ.
30 ლარი
4
სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები)
ერთ მოსწავლეზე
0.15
100 მოსწ.
15 ლარი
5
სასტუმროები
ერთი საწოლი
2.00
100 საწოლზე
200 ლარი
6
სასტუმროები საკურორტო ზონაში
ერთი საწოლი
3,00
100 საწოლზე
300 ლარი
7
საავადმყოფოები
ერთი საწოლი
1,00
100 საწოლზე
100 ლარი
8
პოლიკლინიკები, სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები.
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0,50
100მ2
50 ლარი
9
აფთიაქები
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0,50
100მ2
50 ლარი
10
დახურული ტიპის სპორტული დარბაზები
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0,50
100მ2
50 ლარი
11
სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტები.
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0.30
100მ2
30 ლარი
12
ბენზინგასამართი სადგურები
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0,30
100მ2
30 ლარი
13
აბანოები, საუნები
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0,50
100მ2
50 ლარი
14
სადალაქოები, სილამაზის სალონები.
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0,50
100მ2
50 ლარი
15
რესტორანები ,,კაფე-ბარები“, სასადილოები სწრაფი კვების ობიექტები.
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0,50
100მ2
50 ლარი
16
ავტო სადგურები
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0,50
100მ2
50 ლარი
17
ავტოტექმომსახურეობის სადგურები, ავტო სახელოსნოები, ავტოსამრეცხაოები.
სამუშაო ფართობი 1 კვ
0.50
100მ2
50 ლარი
18
მშენებარე ობიექტები
მოშენების ფართის (K1) 1კვ.მ
0.50
100მ2
50 ლარი
19
მშენებარე ობიექტები საკურორტო ზონაში
მოშენების ფართის (K1) 1კვ.მ
1.00
100მ2
100 ლარი
20
საბითუმო საწყობები, მაცივრები, ბაზები.
საერთო ფართი 1 კვ.
0.10
100მ2
10 ლარი
21
საბანკეტო დარბაზები
საერთო ფართის 1 კვ.მ
0.50
100მ2
50 ლარი
22
სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა სახელოსნოები
სამუშაო ფართის 1
კვადრატულ მეტრზე
0.50
100მ2
50 ლარი
23
პურის საცხობები, ფურნეები, ნამცხვრის საცხობები და საკონდიტრო საწარმოები
საერთო ფართი 1 კვ.მ
0.50
100მ2
50 ლარი
24
სანატორიუმები, სამკურნალო ტიპის დასასვნებელი დაწესებულებები
ერთ საწოლზე
2.00
100 საწოლი
200 ლარი
25
სხვადასხვა დაწესებულებები
სამუშაო ფართის 1 კვ.მ
0.50
100მ2
50 ლარი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 4 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 07.06.2019წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 ივლისის დადგენილება №30 - ვებგვერდი, 11.07.2019წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 05 აპრილის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 06.04.2022წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 თებერვლის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 08.02.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 09.03.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 აპრილის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 21.04.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 ივნისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 19.06.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №56 - ვებგვერდი, 04.09.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 04.10.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 19.10.2023წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 11 ივლისის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 12.07.2024წ.
მუხლი 3. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე
1. დაუშვებელია ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე ინდივიდუალური სახის შეღავათების დადგენა.
2. შეღავათები ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე დგინდება ამ დადგენილების მე-3 მუხლით და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდაზე საკრებულოს მიერ შეღავათების დადგენა (გადახდისაგან სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება) დაიშვება გადამხდელთა კატეგორიების მიხედვით.
4. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული წესით ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების უფლება აქვს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით.
5. ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გაუქმებისა და მათზე შეღავათების დაწესების შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება მოქმედებს მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და ვრცელდება ყველა იქ მცხოვრებ ფიზიკურ და განლაგებულ იურიდიულ პირზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №56 - ვებგვერდი, 04.09.2023 წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 3 ოქტომბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 04.10.2023წ.
მუხლი 4. გადამხდელთა კატეგორიები, რომელთაც შეეხებათ შეღავათი დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით
ა) იურიდიული პირები საქმიანობის მიხედვით:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1721204880621 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№
სამეწარმეო საქმიანობა
ზომის ერთეული
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში)
შენიშვნა
1
სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება
შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 1კვ.მ
0.20 ლარი
2
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და სარეაბილიტაციო საწესებულება
შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 1კვ.მ
0.20 ლარი
3
მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი
შენობა-ნაგებობების საერთო ფართობი 1კვ.მ
0.20 ლარი
ბ) ფიზიკური პირებისთვის:
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1721204959284 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }სტატუსი
სარეიტინგო ქულა
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში)
სოციალური სტატუსის მქონე ოჯახი
65001-ზე ნაკლები
0.00 ლარი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №56 - ვებგვერდი, 04.09.2023 წ.
დანართი N2
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში ,,ინსტრუქცია“) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრვი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. (ამოღებულია - 02.08.2022, №34).
5. (ამოღებულია - 02.08.2022, №34).
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.08.2022წ.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის და იურიდიული პირებისათის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის(მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სიდიდეების კომბინაციებიც.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება ამ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.
8. მოსაკრებლის გადახდის საბანკო დოკუმენტი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მისი დაკარგვისას აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური, სახაზინო მონაცემებზე დაყრდნობით.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა და აღნიშნულის შესახებ სავალდებულოა აცნობოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №64 - ვებგვერდი, 10.9.11.2017წ.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციებისა და შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.08.2022წ.
მუხლი 6. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 თებერვლის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 08.02.2019წ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №34 - ვებგვერდი, 03.08.2022წ.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ეკისრება უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს (პირთა ჯგუფს).
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე