N 171-Iმს-XIმპ - 13/12/2024 - „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე და 31-ე პუნქტები:
„30. პიროტექნიკური ნაწარმის წარმოების ლიცენზია – 200 ლარი.
31. პიროტექნიკური ნაწარმის რეალიზაციის ლიცენზია – 200 ლარი.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-ე და 34-ე პუნქტები:
„33. პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტის ნებართვა – 200 ლარი.
34. პიროტექნიკური ნაწარმის ექსპორტის ნებართვა – 200 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,13 დეკემბერი 2024 წ.
N171-Iმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე