N 1792-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 25.06.2026
№ დოკუმენტი 1792-Vმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:

„წ) საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული მოქმედი მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი და მისი დამცავი ზონა. ამასთანავე, საქართველოს სარკინიგზო კოდექსით განსაზღვრული მაგისტრალური სარკინიგზო ლიანდაგი და მისი დამცავი ზონა შეიძლება შეტანილ იქნეს სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს კაპიტალში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,25 ივნისი 2026 წ.

N1792-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე