ბრძანება N 19131

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.08.2023
№ დოკუმენტი 19131
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 19131

04 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- --------------ის (პ/ნ --------------)

(მის.: ------------------------------------------)

2023 წლის 19 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ------- --------------ის (პ/ნ --------------) №82430/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 6 დეკემბრის N011-69002 (საანგარიშო პერიოდი 2020 წელი), 2021 წლის 6 დეკემბრის N011-69003 (საანგარიშო პერიოდი 2021 წელი) და 2022 წლის 2 ნოემბრის N001-23905 (საანგარიშო პერიოდი 2022 წელი) საგადასახადო მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის სხდომაზე (ოქმი N79).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების მოწმობა N324-ით თბილისის საკრებულომ 2019 წელს გადასცა საკუთრებაში არსებული სახლი და მასზედ დამაგრებული მიწის ნაკვეთი ფართით 1225 კვ.მ. აცხადებს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე სახლზე, რომელზეც დამაგრებულია მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების გაუქმებას.

ფაქტების აღწერა: მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში 2020-2021 წლების დარიცხვები (ყოველწლიურად 323 ლარის ოდენობით) განხორციელდა 2021 წლის 6 დეკემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო 2022 წლის დარიცხვა (323 ლარის ოდენობით) განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადასახადები დარიცხულია (ქ. თბილისში, -----------ის მიმდებარედ მდებარე) 1225 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (საკადასტრო კოდით N----------------).

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში 2020-2021 წლების დარიცხვები (ყოველწლიურად 323 ლარის ოდენობით) განხორციელდა 2021 წლის 6 დეკემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო 2022 წლის დარიცხვა (323 ლარის ოდენობით) განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. გადასახადები დარიცხულია (ქ. თბილისში, ------------ის მიმდებარედ მდებარე) 1225 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (საკადასტრო კოდით N----------------).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ 2020-2022 წლების დარიცხვებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნებს N011-69002, N011-69003 და N001-23905 გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2023 წლის 19 ივლისს.

ფ/პ ------- --------------ის (პ/ნ --------------) სახელზე 2019 წლის 7 ივნისიდან ირიცხებოდა (საკუთრების უფლებით) ქ. თბილისში, ----------ის მიმდებარედ მდებარე 1225 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი (საკადასტრო კოდით N-----------), რომელზეც ფიქსირდებოდა შენობა-ნაგებობა N1, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს. 2021 წლის 25 მარტს განხორციელდა უძრავი ნივთის (1225 კვ/მ მიწის ფართის, საკადასტრო კოდით N---------) დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე, კერძოდ: 1. 600 კვ/მ მიწის ფართზე (საკადასტრო კოდით N----------), რომელზეც შენობა- ნაგებობა არ ფიქსირდება; 2. 625 კვ/მ მიწის ფართზე (საკადასტრო კოდით N--------), რომელზეც ფიქსირდება შენობანაგებობა. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში (NAPRWEB3.5) არსებული მონაცემების თანახმად, აღნიშნული შენობა-ნაგებობა წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ: საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ჰ2 ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისგან განთავისუფლებულია თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

ამავე კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის 6 დეკემბრის N011-69002, 2021 წლის 6 დეკემბრის N011-69003 და 2022 წლის 2 ნოემბრის N001-23905 საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- --------------ის (პ/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების მოწმობა N324-ით მიწის ნაკვეთი არ ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადში 2020-2021 წლების დარიცხვები განხორციელდა 2021 წლის 6 დეკემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო 2022 წლის დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ 2020-2022 წლების დარიცხვებზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნებს N011-69002, N011-69003 და N001-23905 გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად .

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2021 წლის 6 დეკემბრის N011-69002, 2021 წლის 6 დეკემბრის N011-69003 და 2022 წლის 2 ნოემბრის N001-23905 საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 69(1); 203; 205(1 .12.13„ბ“ .14); 206(1 ჰ2); 302(6);